2025−2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2025−2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები:
1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2025−2027 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს.
2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2025−2027 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი), რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მეორადი ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.
3. 2025−2027 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების, ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ მკაცრი პოლიტიკიდან მოსალოდნელზე ნელი ტემპით გამოსვლა და სხვა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 10 დეკემბერი 2024 წ. N48-Iმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2025−2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2025−2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2024.
- როდის იქნა მიღებული „2025−2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“?
- „2025−2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ მიღებულია 10.12.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №48-Iმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.09.001.016800.
- სად არის „2025−2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2025−2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“, №48-Iმს-XIმპ, 10.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 190040000.09.001.016800 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6326451/