„საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 19.07.2024
ძალაში შესვლა 24.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №29-20
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016800 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 13/12/2024
6,600 სიტყვა · ~33 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.07.2024 მიღება
24.01.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 17.07.2017 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 01.03.2017 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 19.07.2016 შეთანხმება სქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93%

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ  საქართველოს მთავრობა და უნგრეთის მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“), სურთ რა, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება ორივე ხელშემკვრელი მხარის სასიკეთოდ, და ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციების ხელშეწყობა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ადასტურებენ რა, ხელშემკვრელი მხარეების ერთგულებას საერთაშორისო სამართლისადმი; ცდილობენ რა, უზრუნველყონ, რომ ინვესტიცია შეესაბამებოდეს ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის, შრომითი უფლებებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს; სურთ რა, ხელი შეუწყონ ისეთ ინვესტიციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ხელშემკვრელი მხარეების მდგრად განვითარებას; მიზნად ისახავენ რა უზრუნველყონ ინვესტორებსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის უფლება-მოვალეობების საერთო ბალანსი; ითვალისწინებენ რა, რომ ინვესტიციების ხელშეწყობა და ურთიერთდაცვა, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, სტიმულს აძლევს აღნიშნულ სფეროში ბიზნესინიციატივების განხორციელებას; ითვალისწინებენ რა, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გათვალისიწინებით, საქმეზე Achmea (C-284/16), ეს შეთანხმება უნდა შეწყდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის: 1. ტერმინი „ინვესტიცია“ მოიცავს ყველა სახის ქონებას, რომელიც ინვესტირებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, კერძოდ: a. მოძრავ და უძრავ ქონებას, ასევე ნებისმიერ სხვა ქონებრივ უფლებას, როგორიცაა იპოთეკა, ყადაღა, გირავნობა და სხვა მსგავს უფლებებს; b. კომპანიის აქციებს, წილებს და დებენტურებს, ან კომპანიაში მონაწილეობის ნებისმიერ სხვა ფორმას; c. საწარმოს ობლიგაციებს, სესხებსა და სხვა ფინანსურ და სავალო ინსტრუმენტებს; d. ფიუჩერსებს, ოფციონებს და სხვა დერივატივებს; e. ფულად მოთხოვნას ან ეკონომიკური ღირებულების მქონე ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ინვესტიციასთან; f. ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლებებს, მათ შორის, საავტორო უფლებებს, სავაჭრო ნიშნებს, პატენტებს, სამრეწველო ნიმუშებს, ნოუ-ჰაუს, სავაჭრო საიდუმლოებებს, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, საფირმო დასახელებებსა და გუდვილს, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ინვესტიციასთან; g. კანონმდებლობის ან კონტრაქტების საფუძველზე მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, ლიცენზიასა და ნებართვას კანონის შესაბამისად, მათ შორის ბუნებრივი რესურსების მოძიების, მოპოვების, დამუშავების ან ექსპლუატაციის კონცესიების ჩათვლით. ნებისმიერი ცვლილება კაპიტალის ინვესტირების ფორმაში არ გამოიწვევს ინვესტიციის ხასიათის ცვლილებას იმ პირობით, რომ ასეთი ცვლილება განხორცილდება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, იმისათვის, რომ ჩაითვალოს ინვესტიციად, ქონებას უნდა გააჩნდეს ინვესტიციის მახასიათებლები, მათ შორის, გარკვეული ხანგრძლივობა, კაპიტალის ან სხვა რესურსების გამოყოფის დათქმა, შემოსავლის ან მოგების მოლოდინი და რისკის დაშვება. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, ინვესტიციად არ ჩაითვლება საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან ნებისმიერი ბრძანება ან სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია წინამდებარე შეთანხმებით დარეგულირებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით. მეტი სიცხადისთვის: „თანხის მოთხოვნის უფლება“ არ გულისხმობს ფულად მოთხოვნას, რომელიც წარმოიშობა ექსკლუზიურად: (i) კომერციული ოპერაციების საფუძველზე, რომლებიც გულისხმობს ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მყოფი ფიზიკური პირის ან საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მყოფი ფიზიკური პირის ან საწარმოსთვის საქონლის ან მომსახურების მიყიდვას; ან (ii) ამგვარ ოპერაციებთან დაკავშირებული კრედიტის გაცემით. 2. ტერმინი „ინვესტორი“ ნიშნავს ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე: a. ტერმინი „ფიზიკური პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა მისი კანონმდებლობის შესაბამისად; b. ტერმინი „იურიდიული პირი“ თითოეულ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში ნიშნავს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებული ან რეგისტრირებულია მისი კანონმდებლობის შესაბამისად, აქვს წარმომადგენლობა და ეწევა ძირითად სამეწარმეო საქმიანობას ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. 3. ტერმინი „ამონაგები“ ნიშნავს ინვესტიციებიდან მიღებულ თანხებს, კერძოდ, მოგებას, პროცენტს, კაპიტალის ზრდით მიღებულ მოგებას, დივიდენდებს, როიალტს ან მოსაკრებლებს. 4. ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს: a. საქართველოს შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის, სახმელეთო ტერიტორიას, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, რომელთა მიმართ საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, ასევე ტერიტორიული ზღვის მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; b. უნგრეთის შემთხვევაში – ტერიტორიას, რომელთან მიმართებაშიც უნგრეთი ახორციელებს სუვერენიტეტს, სუვერენულ უფლებებს ან იურისდიქციას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. 5. ტერმინი „თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა“ ნიშნავს ვალუტას, რომელიც ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ტრანზაქციებში გადახდების განსახორციელებლად და წარმოადგენს აქტიური ვაჭრობის ობიექტს ძირითად საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე, იმ პირობით, რომ ის არ ეწინააღმდეგება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის რეგულაციებს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავისუფლად კონვერტირებად ან თავისუფლად გამოყენებადი ვალუტის განსაზღვრებას. მუხლი 2🔗 ინვესტიციების ხელშეწყობა და დაცვა 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე წაახალისებს და ხელს შეუწყობს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ თავის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებას და მიიღებს ასეთ ინვესტიციებს მისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტიციებს და ინვესტორებს მათ ინვესტიციებთან მიმართებაში უზრუნველყოფს სამართლიანი და თანაბარი რეჟიმითა და სრული დაცვითა და უსაფრთხოებით, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად. 3. ხელშემკვრელი მხარე არღვევს მე-2 პუნქტში მითითებულ სამართლიან და თანაბარ რეჟიმის მინიჭების ვალდებულებას, თუ ზომა ან ზომები წარმოადგენს: a. მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეებზე; ან b. პროცესუალური ნორმების არსებით დარღვევას სასამართლო და ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას; ან c. აშკარა თვითნებობას; ან d. მიზანმიმართულ დისკრიმინაციას აშკარად მართლსაწინააღმდეგო საფუძველზე, როგორიცაა დისკრიმინაცია სქესის, რასის ან აღმსარებლობის საფუძველზე; ან e. შევიწროებას, იძულებას ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ან მსგავს არაკეთილსინდისიერ ქმედებას. წინამდებარე შეთანხმების რომელიმე სხვა დებულების, ან რომელიმე სხვა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა არ წარმოადგენს ამ მუხლის დარღვევას. ის ფაქტი, რომ მიღებული ზომის შედეგად დაირღვა შიდა კანონმდებლობა, თავისთავად არ წარმოადგენს ამ მუხლის დარღვევას; ტრიბუნალმა უნდა შეისწავლოს, მოიქცა თუ არა ხელშემკვრელი მხარე მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან შეუსაბამოდ. 4. უფრო მეტი სიცხადისთვის, „სრული დაცვა და უსაფრთხოება“ გულისხმობს ხელშემკვრელი მხარის ვალდებულებას, უზრუნველყოს ინვესტორებისა და ინვესტიციების ფიზიკური უსაფრთხოება. მუხლი 3🔗 ინვესტიცია და მარეგულირებელი ზომები 1. მხარეები ადასტურებენ, რომ თავიანთ ტერიტორიაზე სარგებლობენ რეგულირების უფლებით ისეთი ლეგიტიმური პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, როგორიცაა: a. იმ კანონებისა და რეგულაციების დაცვა, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებას; b. გარემოს დაცვა, მათ შორის, კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის დაცვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, საჯარო განათლების, უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი მორალის ან საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; c. ცოცხალი ან არაცოცხალი ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის რეგულირება; ან d. სოციალური ან მომხმარებელთა უფლებების დაცვა, პირადი ცხოვრებისა და მონაცემთა დაცვა, ან კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა და დაცვა. 2. თავად ის ფაქტი, რომ ხელშემკვრელი მხარე მიმართავს რეგულირებას, მათ შორის, თავისი კანონებისა და რეგულაციების შეცვლის გზით, ისე რომ ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ინვესტიციაზე ან შეასუსტოს ინვესტორის მხრიდან მოგების მოლოდინი, არ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას. 3. უფრო მეტი სიცხადისთვის, და მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარის გადაწყვეტილება არ გასცეს, არ განაახლოს ან არ განაგრძოს სუბსიდიების გაცემა a. სუბსიდიის გაცემასთან, განახლებასთან ან შენარჩუნებასთან დაკავშირებით კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაიმე კონკრეტული ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში; ან b. სუბსიდიის გაცემასთან, განახლებასთან ან შენარჩუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი წესის ან პირობის შესაბამისად, არ წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების დებულებათა დარღვევას. 4. უფრო მეტი სიცხადისთვის, წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი არ უნდა იქნуს გაგებული ისე, თითქოს ის ხელს უშლიდეს ხელშემკვრელი მხარის მიერ სუბსიდიის გაცემის შეწყვეტას ან მისი ანაზღაურების მოთხოვნას, ან თითქოს ის ხელშემკვრელი მხარისგან მოითხოვდეს ინვესტორისთვის კომპენსაციის გადახდას, თუ ამგვარი ზომა აუცილებელია ხელშემკვრელ მხარეთა შორის საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად, ან თუ ის დადგენილ იქნა კომპეტენტური სასამართლოს, ადმინისტრაციული ტრიბუნალის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ. მუხლი 4🔗 ეროვნული და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს, ინვესტიციების განხორციელების, ადმინისტრირების, მართვის, შენარჩუნების, გამოყენების, სარგებლობის, გაყიდვის ან განკარგვის მიზნით, თავის ტერიტორიაზე მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ის ანიჭებს თავის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს მათი ინვესტიციების ადმინისტრირების, განხორციელების, მართვის, შენარჩუნების, გამოყენების, სარგებლობის, გაყიდვის ან განკარგვის მიზნით, თავის ტერიტორიაზე მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ის ანიჭებს მესამე ქვეყნის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს. 3. უფრო მეტი სიცხადისთვის, მე-2 პუნქტში მითითებული რეჟიმი არ ითვალისწინებს დავების გადაწყვეტის მექანიზმს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელშეკრულებო ვალდებულებებთან დაკავშირებულ რაიმე პროცედურას, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებში. სხვა საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებებსა და სხვა სავაჭრო შეთანხმებებში მოცემული ძირითადი ვალდებულებები თავისთავად არ წარმოადგენს „რეჟიმს“ და შესაბამისად, ვერ გამოიწვევენ წინამდებარე მუხლის დარღვევას, ამგვარი ვალდებულებების შესაბამისად ხელშემკვრელი მხარის მიერ ზომების მიღებამდე ან გაგრძელებამდე. 4. წინამდებარე შეთანხმების ეროვნული და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის დებულებები არ ვრცელდება იმ უპირატესობებზე, რომლებიც მინიჭებულია ხელშემკვრელი მხარის მიერ საბაჟო, ეკონომიკური ან სავალუტო კავშირის, ან საერთო ბაზრის ან თავისუფალი სავაჭრო სივრცის წევრობით აღებული ვალდებულებების შესაბამისად. 5. ამ მუხლის დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ავალდებულებს ერთ ხელშემკვრელ მხარეს გაავრცელოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებზე ან ამ ინვესტორთა ინვესტიციებზე ან ინვესტიციებიდან მიღებულ ამონაგებზე ნებისმიერი სახის რეჟიმის, შეღავათისა ან პრივილეგიის სარგებელი, რომელიც შეიძლება მიენიჭოს ამ უკანასკნელ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმების ან ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მთლიანად ან ძირითადად შეეხება დაბეგვრას. 6. ორივე ხელშემკვრელი მხარის საერთაშორისო სამართლით დაკისრებული ვალდებულებების აღიარებით, წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი ხელს არ შეუშლის რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს მისი ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს, არსებული ან სამომავლო ეკონომიკური ინტეგრაციის რომელიმე შეთანხმების წევრობიდან, როგორიცაა თავისუფალი სავაჭრო ზონა, საბაჟო კავშირი, საერთო ბაზარი, ეკონომიკური და სავალუტო კავშირი, მათ შორის, ევროკავშირი. 7. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება ხელშემკვრელი მხარის ან სახელმწიფო საწარმოს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. მუხლი 5🔗 ზარალის კომპენსაცია 1. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განიცდის ზარალს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, საგანგებო მდგომარეობის, ამბოხების, აჯანყების, სამოქალაქო არეულობის ან სხვა მსგავსი გარემოების გამო, ზარალის რესტიტუციასთან, ანაზღაურებასთან, კომპენსაციასთან ან სხვაგვარად დაფარვასთან დაკავშირებით, მათ მიენიჭება იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი მოპყრობა, ვიდრე არის მინიჭებული ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ საკუთარი ინვესტორების ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებისთვის, იმისდა მიხედვით, თუ რომელი რეჟიმია უფრო ხელსაყრელი. 2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შეუზღუდავად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები, რომლებმაც აღნიშნულ პუნქტში მითითებულ რომელიმე გარემოების შემთხვევაში განიცადეს ზარალი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე: a. მისი შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მიერ მათი ინვესტიციის ან ინვესტიციის ნაწილის რეკვიზიციის შედეგად; b. მისი შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მიერ მათი ინვესტიციის ან ინვესტიციის ნაწილის განადგურების შედეგად, რაც განპირობებული არ იყო საბრძოლო მოქმედებებით და არც შექმნილი მდგომარეობის აუცილებლობით, იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მათ განიცადეს ზარალი, უზრუნველყოფილ იქნებიან რესტიტუციით ან კომპენსაციით.  მუხლი 6🔗 ექსპროპრიაცია 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არ დაექვემდებარება ნაციონალიზაციას, პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპროპრიაციას (შემდგომში „ექსპროპრიაცია“), ან ეკვივალენტური ეფექტის მქონე სხვა ზომებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ემსახურება საზოგადოებრივ მიზანს. ექსპროპრიაცია ხორციელდება არადისკრიმინაციულ საფუძველზე, სამართლებრივი პროცედურის დაცვით, და მყისიერი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაციის თანხლებით. ამგვარი კომპენსაცია უნდა შეესაბამებოდეს ექსპროპრირებული ინვესტიციის იმ საბაზრო ღირებულებას, რომელიც არსებობდა უშუალოდ ექსპროპრიაციის განხორციელებამდე, ან მოსალოდნელი ექსპროპრიაციის შესახებ საჯაროდ გამოცხადებამდე, ან ექსპროპრიაციის მომენტისთვის, ამ ორს შორის რომელიც უფრო ადრე მოხდება, და გადახდილ იქნას გაჭიანურების გარეშე, იყოს ეფექტურად რეალიზებადი და თავისუფლად გადაცემადი თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში. დაგვიანების შემთხვევაში ის შეიძლება მოიცავდეს პროცენტს ექსპროპრიაციის დღიდან ფაქტობრივი გადახდის დღემდე ბაზარზე არსებული გონივრული კომერციული კურსით. 2. ინვესტორი, რომლის ინვესტიციის მიმართაც განხორციელდა ექსპროპრიაცია, სარგებლობს უფლებით მოითხოვოს საქმის სწრაფი განხილვა და ამ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო ან სხვა დამოუკიდებელი ორგანოს მიერ მისი ინვესტიციის ღირებულების განსაზღვრა ექსპროპრიაციის განმახორციელებელი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის: a. პირდაპირ ექსპროპრიაციას ადგილი აქვს, როდესაც ინვესტიცია ექვემდებარება ნაციონალიზაციას ან სხვაგვარად ხდება მისი პირდაპირი ექსპროპრიაცია ქონებაზე უფლების ოფიციალურად გადაცემის ან პირდაპირი კონფისკაციის გზით; b. არაპირდაპირ ექსპროპრიაციას ადგილი აქვს, როდესაც ხელშემკვრელი მხარის მიერ გატარებულ ზომას ან ზომებს აქვს პირდაპირი ექსპროპრიაციის ტოლფასი ეფექტი იმ კუთხით, რომ ის ართმევს ინვესტორს ინვესტიციაში ჩადებული ქონების საკუთრებასთან დაკავშირებულ ძირითად ატრიბუტებს, მათ შორის, საკუთარი ინვესტიციის გამოყენების, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ქონებაზე უფლების ოფიციალურად გადაცემის ან პირდაპირი კონფისკაციის გარეშე. 4. იმის განსაზღვრა, თუ რამდენად წარმოადგენს ხელშემკვრელი მხარის მიერ გატარებული ზომა ან ზომები არაპირდაპირ ექსპროპრიაციას მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში, მოითხოვს ინდივიდუალურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შესწავლას, რომლის დროსაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს: a. ზომის ან ზომების ეკონომიკური ზემოქმედება, თუმცა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ხელშემკვრელი მხარის მიერ გატარებული ზომა ან ზომები ინვესტიციის ეკონომიკურ ღირებულებაზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს, არ ნიშნავს, რომ განხორციელდა არაპირდაპირი ექსპროპრიაცია; b. ხელშემკვრელი მხარის მიერ გატარებული ზომის ან ზომების ხანგრძლივობა; c. ზომის ან ზომების ხასიათი, განსაკუთრებით მათი მიზანი და შინაარსი. 5. უფრო მეტი სიცხადისთვის, გარდა იმ იშვიათი გარემოებებისა, როდესაც გატარებული ზომა ან ზომები დასახული მიზნის მიღწევის თვალსაზრისით იმდენად მკაცრია, რომ აშკარად გადაჭარბებულ ხასიათს ატარებს, ხელშემკვრელი მხარის მიერ გატარებული არა-დისკრიმინაციული ზომები, რომლებიც შემუშავებულია და მიმართულია საზოგადოებრივი კეთილდღეობის ისეთი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, როგორიცაა: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სოციალური მომსახურებები, სახელმწიფო განათლება, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა, მათ შორის, კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მორალის, სოციალური ან მომხმარებელთა უფლებების დაცვა, პირადი ცხოვრებისა და პირად მონაცემთა დაცვა, ან კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა და დაცვა, ან გადასახადების ან სხვა მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდა, არ წარმოადგენს არაპირდაპირ ექსპროპრიაციას. 6. წინამდებარე მუხლი არ ვრცელდება ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით გაცემულ სავალდებულო ლიცენზიებზე, ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაუქმებაზე, შეზღუდვაზე, ან შეძენაზე, თუ ამგვარი გაცემა, გაუქმება, შეზღუდვა ან შეძენა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმებების 1C დანართში „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების (TRIPS-ის შეთანხმება) შესაბამისია. მუხლი 7🔗 ტრანსფერები 1. ხელშემკვრელი მხარეები დაუშვებენ ინვესტიციებთან და ამონაგებთან დაკავშირებული ყველა ტრანსფერის განხორციელებას. ტრანსფერები განხორციელდება თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში და იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, სადაც ინვესტიციები განხორციელდა ყოველგვარი შეზღუდვისა და დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე. ასეთი ტრანსფერები მოიცავს, კერძოდ: a. კაპიტალსა და დამატებით თანხებს ინვესტიციის შენარჩუნებისა ან გაზრდის მიზნით; b. წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულს ამონაგებს; c. ინვესტიციის ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ხარჯების დასაფარად საჭირო თანხებს, როგორიცაა როიალტი, სალიცენზიო მოსაკრებელი ან სხვა მსგავსი ხარჯები; d. კონტრაქტებთან, მათ შორის, სასესხო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით გადასახადებს; e. ინვესტიციების მთლიანად ან ნაწილობრივ გაყიდვის, ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებულ შემოსავლებს; f. ინვესტიციებთან დაკავშირებით უცხო ქვეყნებში დაქირავებული ფიზიკური პირების ხელფასებს ან სხვა მსგავს შემოსავლებს, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, სადაც განხორციელდა ინვესტიცია; g. კომპენსაციებს, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების მე-5 და მე-6 მუხლებით; h. გადახდებს, რომლებიც წარმოიშვა წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლით განსაზღვრული დავის გადასაჭრელად. 2. ტრანსფერები განხორციელდება მას შემდეგ, რაც ინვესტორი შეასრულებს მის ყველა ფინანსურ ვალდებულებას იმ ხელშემკვრელი მხარის მოქმედი კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია. 3. ამ მუხლის არცერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელს უშლიდეს ხელშემკვრელ მხარეს, ზომების სამართლიანი და არადისკრიმინაციული გამოყენების გზით, ტრანსფერის გადავადებაში ან აღკვეთაში, და არა იმ გზით, რომ ჩაითვალოს ტრანსფერების ფარულ შეზღუდვად, იმ კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომლებიც შეეხება: a. დაბეგვრას; b. ბანკროტობას, ვალაუვალობას ან კრედიტორთა უფლებების დაცვას; c. ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, გაყიდვას ან გარიგებას; d. კრიმინალურ ქმედებებს ან სისხლის სამართლის დანაშაულებს; e. ფინანსურ ანგარიშგებისა და ტრანსფერების აღმრიცხავ ჩანაწერებს, როდესაც ეს აუცილებელია სამართალდამცავი ან ფინანსური მარეგულირებელი ორგანოების დასახმარებლად; და f. სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უზრუნველყოფას; 4. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომლის მიერ დაიშვა ინვესტიცია, გაცვლით კურსად მიიჩნევა ის კურსი, რომელიც დადგენილია ტრანსფერზე ზემოქმედების მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული. ასეთი კურსის არარსებობის შემთხვევაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, გამოყენებული უნდა იქნეს ოფიციალური კურსი. მუხლი 8🔗 დაბეგვრა 1. წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი გავლენას არ ახდენს რომელიმე ხელშემკვრელი მხარის იმ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც მას ეკისრება რომელიმე საგადასახადო კონვენციის საფუძველზე. წინამდებარე შეთანხმებასა და რომელიმე ასეთ საგადასახადო კონვენციას შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება საგადასახადო კონვენციას იმ ნაწილში, სადაც გამოვლინდა შეუსაბამობა. 2. მე-4 მუხლი (ეროვნული და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი) და მე-7 მუხლი (ტრანსფერები) არ ვრცელდება ხელშემკვრელი მხარის მიერ საგადასახადო კონვენციით მინიჭებულ უპირატესობებზე. 3. იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რომ ასეთი ზომები არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი წესით, რაც ჩაითვლებოდა თვითნებური ან გაუმართლებელი დისკრიმინაციის საშუალებად იმ ქვეყნებს შორის, სადაც ერთი და იგივე პირობები მოქმედებს, ან ფარულ სავაჭრო და საინვესტიციო შეზღუდვად, ამ შეთანხმების არცერთი პუნქტი არ იქნება განმარტებული ისე, თითქოს ის ხელს უშლიდეს ხელშემკვრელი მხარის მიერ ნებისმიერი ისეთი ზომის მიღებას, შენარჩუნებას ან განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი გადასახადების სამართლიან და ეფექტიან დაწესებას ან აკრეფას, რომლებიც: a. ერთმანეთისგან განასხვავებს გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც არ არიან ერსა და იმავე პირობებში, კერძოდ, მათი საცხოვრებელი ადგილის ან მათი კაპიტალის ინვესტირების ადგილის მიხედვით; ან b. მიზნად ისახავს აღკვეთოს გადასახადებისგან თავის არიდება ან არგადახდა ნებისმიერი საგადასახადო კონვენციის ან ადგილობრივი ფისკალური კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის: a. „საცხოვრებელი ადგილი“ ნიშნავს საცხოვრებელ ადგილს საგადასახადო მიზნებისთვის; b. „საგადასახადო კონვენცია“ ნიშნავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენციას ან სხვა საერთაშორისო შეთანხმებას ან ხელშეკრულებას, რომელიც მთლიანად ან ძირითადად ეხება დაბეგვრას, და რომლის ხელშემკვრელი მხარეც არის წინამდებარე შეთანხმების რომელიმე მხარე. მუხლი 9🔗 სუბროგაცია 1. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე ან მის მიერ დანიშნული ორგანო თავის ინვესტორს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით გადაუხდის თანხას საგარანტიო წერილის ან არაკომერციული რისკების დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, ეს უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარე აღიარებს: a. ინვესტორის მიერ პირველი ხელშემკვრელი მხარის ან მის მიერ დანიშნული ორგანოსთვის ამ ქვეყნის კანონმდებლობის ან სამართლებრივი გარიგების პროცედურების შესაბამისად, ნებისმიერი უფლების ან მოთხოვნის გადაცემას, ისევე, როგორც b. რომ პირველი ხელშემკვრელი მხარე ან მის მიერ დანიშნული ორგანო უფლებამოსილია სუბროგაციის საფუძველზე განახორციელოს ამ ინვესტორის უფლებები და მოითხოვოს მისი მოთხოვნების შესრულება, და რომ იკისრებს ინვესტიციასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. 2. სუბროგირებული უფლებები ან მოთხოვნები არ უნდა აღემატებოდეს ინვესტორის თავდაპირველ უფლებებს ან მოთხოვნებს. მუხლი 10🔗 კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ადასტურებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების, დირექტივებისა და პრინციპების მნიშვნელობას, რომლებიც დამტკიცებული ან მხარდაჭერილია ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ. 2. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა წაახალისოს კომპანიებისა და ინვესტორების პასუხიმგებლიანი საქმიანი პრაქტიკა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და დირექტივების შესაბამისად და წაახალისოს მის ტერიტორიაზე ან მისი იურისდიქციის ფარგლებში მოქმედი საწარმოები, რათა მათ თავიანთ სამეწარმეო პრაქტიკასა და შიდა პოლიტიკაში ნებაყოფლობით დანერგონ აღნიშნული სტანდარტები, დირექტივები და პრინციპები. 3. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას გაცვალონ ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლონ პასუხისმგებლიანი საქმიანი პრაქტიკის ხელშეწყობის მიმართულებით. მუხლი 11🔗 ინვესტიცია და გარემოს დაცვა 1. ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლების მნიშვნელობას თავად განსაზღვროს მისი მდგრადი განვითარების პოლიტიკა და პრიორიტეტები, შეიმუშაოს გარემოს დაცვის საკუთარი სტანდარტები იმ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებისა და შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც დამტკიცებული ან მხარდაჭერილია ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ, და ეფექტიანად განახორციელონ 2015 წლის 12 დეკემბერს პარიზში ხელმოწერილი „გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენცია“ პარიზის შეთანხმება. 2. ხელშემკვრელი მხარეები არ წაახალისებენ ინვესტიციებს მათი გარემოსდაცვითი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის დონის შესუსტების ან შემცირების გზით. 3. ხელშემკვრელი მხარე, მის ტერიტორიაზე ინვესტიციების წახალისების მიზნით, არ გააუქმებს ან სხვაგვარად არ დაარღვევს ამგვარ კანონმდებლობას, ან არ წარადგენს ამგვარი კანონმდებლობის გაუქმების ან სხვაგვარად დარღვევის შეთავაზებას. მუხლი 12🔗 ინვესტიცია და შრომა 1. ხელშემკვრელი მხარეები აღიარებენ თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლების მნიშვნელობას, თავად განსაზღვროს თავისი მდგრადი განვითარების პოლიტიკა და პრიორიტეტები, ეროვნულ დონეზე დაადგინოს შრომის დაცვის ის დონე, რომელსაც თავად მიიჩნევს საჭიროდ. აღნიშნული დონე, კანონები და პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის ვალდებულებებს შრომის საერთაშორისო სტანდარტებისა და შეთანხმებების მიმართ, რომლებიც დამტკიცებულია ან მხარდაჭერილია ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ. 2. ხელშემკვრელი მხარეები არ წაახალისებენ ინვესტიციებს თავიანთი შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის დონის შესუსტების ან შემცირების გზით. 3. ხელშემკვრელი მხარე არ გააუქმებს ან სხვაგვარად არ დაარღვევს ამგვარ კანონმდებლობას, ან არ გამოვა ამგვარი კანონმდებლობის გაუქმების ან სხვაგვარად დარღვევის წინადადებით, იმისათვის რომ წაახალისოს ინვესტიციები თავის ტერიტორიაზე. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ეფექტიანად განახორციელოს მის მიერ რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციები. მუხლი 13🔗 საინვესტიციო დავების გადაწყვეტა ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის 1. წინამდებარე მუხლი შეეხება ერთი ხელშემკვრელ მხარის ინვესტორსა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შორის სამართლებრივ დავებს, რომლებიც წარმოიშობა ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტიციასთან დაკავშირებით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. ამგვარი სამართლებრივი დავა შეეხება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ხელშემკვრელი მხარის ვალდებულების შესაძლო დარღვევას, რის გამოც მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი ან მისი ინვესტიცია განიცდის ზარალს ან ზიანს. 2. ნებისმიერი დავა, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა გადაწყდეს მეგობრულად, დავაში მონაწილე მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით. 3. მოლაპარაკებები დაიწყება იმ დღეს, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოდავე ინვესტორი მეორე ხელშემკვრელ მხარეს გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით. დავის მეგობრულად გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით, წერილობით შეტყობინებაში მითითებული უნდა იქნეს ინვესტორის სახელი და მისამართი, მოთხოვნის ფაქტობრივი და სავარაუდო სამართლებრივი საფუძველი და მოთხოვნილი დახმარება. 4. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორსა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შორის დავა ვერ გადაწყდება დავის გადაწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინებიდან ექვსი თვის განმავლობაში, ინვესტორს უფლება აქვს სადავო საკითხი გადასცეს ასევე: a. იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია; ან b. საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს (ICSID), რომელიც შექმნილია „სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ“ ვაშინგტონში, 1965 წლის 18 მარტს ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის დებულებათა შესაბამისად, იმ პირობით, თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე ამ კონვენციის წევრია; ან c. სპეციალურ საარბიტრაჟო ტრიბუნალს, „საერთაშორისო სავაჭრო სამართლის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, 2010 წლის რედაქციით. დავაში მონაწილე მხარეები შეიძლება წერილობით შეთანხმდნენ აღნიშნული საარბიტრაჟო წესებისგან თავის არიდებაზე; ან d. საარბიტრაჟო ტრიბუნალს, რომელიც შექმნილია საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის სამდივნოს მიერ, სამართალწარმოების ადმინისტრირების მიზნით დამატებითი პროცედურის მარეგულირებელი წესების („ICSID-ის დამატებითი პროცედურის მარეგულირებელი წესები“) შესაბამისად, იმ პირობით, თუ მოდავე ხელშემკვრელი მხარე ან ინვესტორის ხელშემკვრელი მხარე, მაგრამ არა ორივე, „სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ“ ვაშინგტონში, 1965 წლის 18 მარტს ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის მხარეა; ან e. დავების მოგვარების ნებისმიერ სხვა მექანიზმს დავაში მონაწილე მხარეთა შორის შეთანხმებით. 5. მას შემდეგ, რაც ინვესტორი სადავო საკითხს წინამდებარე მუხლის მე-4(a)-(e) პუნქტებში მითითებულ რომელიმე ორგანოს გადასცემს, მის მიერ გაკეთებული არჩევანი ჩაითვლება საბოლოოდ და ინვესტორს აღარ ექნება უფლება მიმართოს მე-4(a)-(e) პუნქტებში მითითებულ დავის გადაწყვეტის რომელიმე ორგანოს. 6. თუ ერთ ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის დავა ვერ მოგვარდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წერილობითი შეტყობინებიდან ექვსი თვის განმავლობაში, და თუ მოდავე ინვესტორი აპირებს დავა გადასცეს მე-4(a)-(e) პუნქტებში მითითებულ რომელიმე ორგანოს, ეს უკანასკნელი წერილობით აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს მის განზრახვას ერთ-ერთ ორგანოში დავის წარდგენის შესახებ, არაუგვიანეს დავის წარდგენის პარალელურად. 7. ინვესტორს შეუძლია 1-ლ–მე-3 პუნქტებში მითითებული დავა გადასცეს მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ არბიტრაჟს, თუ სამ წელზე მეტი ხანი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ინვესტორმა პირველად შეიტყო ან პირველად უნდა შეეტყო შესაძლო დარღვევის შესახებ, და იმის შესახებ, რომ ინვესტორმა განიცადა ზარალი ან ზიანი. 8. გადაწყვეტილების გამოტანისას ტრიბუნალი გამოიყენებს წინამდებარე შეთანხმებას, რომელიც განიმარტება სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის კონვენციისა და ხელშემკვრელ მხარეებს შორის მოქმედი საერთაშორისო სამართლის სხვა წესებისა და პრინციპების შესაბამისად. უფრო მეტი სიცხადისთვის, ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა არ წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის ნაწილს. უნგრეთის შემთხვევაში, ტერმინი „შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა“ გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობას. 9. მე-4 b-e პუნქტში მითითებულ საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ გააჩნია იურისდიქცია, რათა დაადგინოს იმ ზომის კანონიერება, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების დარღვევას, ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მეტი სიცხადისთვის, მიღებული ზომის წინამდებარე შეთანხმებასთან შესაბამისობის განსაზღვრისას, ტრიბუნალს შეუძლია ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობა განიხილოს როგორც არსებული მოცემულობა. ტრიბუნალის მიერ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისთვის მინიჭებული მნიშვნელობა არ იქნება სავალდებულო ამ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოებისთვის ან ხელისუფლების ორგანოებისთვის. 10. მოპასუხე მხარეს შეუძლია ტრიბუნალის დაარსებიდან არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღისა, ან პირველ სხდომამდე, რომელიც უფრო ადრე იქნება, შეიტანოს შესაგებელი იმის თაობაზე, რომ სარჩელი ან მისი რომელიმე ნაწილი იურიდიული თვალსაზრისით აშკარად დაუსაბუთებელია. შესაგებელი შეიძლება ეხებოდეს სარჩელის შინაარსს, ტრიბუნალის იურისდიქციას ან კომპეტენციას. მოპასუხე მხარემ შეძლებისდაგვარად ზუსტად უნდა მიუთითოს შესაგებლის საფუძველი. მას შემდეგ, რაც დავაში მონაწილე მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები შესაგებელთან დაკავშირებით, ტრიბუნალი, პირველ სხდომაზე ან მისი დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ გამოიტანს გადაწყვეტილებას შესაგებლის შესახებ, და მიუთითებს გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს. ტრიბუნალს შეუძლია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნიოს დასაბუთებულად, და ასევე შეუძლია განიხილოს ნებისმიერი შესაბამისი ფაქტი, რომელიც დავას არ უკავშირდება. ამ პუნქტით გათვალისწინებული შესაგებლის მიღებისთანავე, ტრიბუნალი შეწყვეტს საქმის არსებითად განხილვას და დაადგენს შესაგებლის განხილვისა და შემდგომი საქმისწარმოებისთვის აუცილებელ გრაფიკს. ტრიბუნალის გადაწყვეტილება არ ზღუდავს მოპასუხე მხარის უფლებას პროცესის მიმდინარეობისას ეჭვქვეშ დააყენოს სარჩელის იურიდიული დასაბუთებულობა და ტრიბუნალის უფლებამოსილების ეჭვქვეშ დაყენების გარეშე განიხილოს სხვა შესაგებლები, როგორც წინასწარი პრეტენზია. 11. ტრიბუნალის უფლებამოსილების შეუზღუდავად სხვა შესაგებლებიც განიხილოს როგორც წინასწარი პრეტენზიები, ან მოპასუხე მხარის უფლების შეუზღუდავად სათანადო დროს წარადგინოს ნებისმიერი ასეთი შესაგებელი, ტრიბუნალი წინასწარი პრეტენზიის სახით განიხილავს და გადაწყვეტს მოპასუხე მხარის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ შეტანილი სარჩელი ან მისი ნებისმიერი ნაწილი სამართლებრივი თვალსაზრისით არ წარმოადგენს სარჩელს, რომელთან დაკავშირებითაც წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად შესაძლებელია გამოტანილ იქნეს გადაწყვეტილება ინვესტორის სასარგებლოდ, მაშინაც კი, თუ ინვესტორის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა დასაბუთებულად. ტრიბუნალს ასევე შეუძლია განიხილოს შესაბამისი ფაქტები, რომლებიც დავას არ უკავშირდება. ასეთი შესაგებელი ტრიბუნალს წარედგინება რაც შეიძლება ადრე და ნებისმიერ შემთხვევაში არა უგვიანეს კონტრმემორანდუმის ან მოპასუხის შესაგებლის წარდგენისთვის დადგენილი ვადისა. ტრიბუნალი, ამ პუნქტით გათვალისწინებული შესაგებლის მიღებისთანავე, და თუ იგი ამ შესაგებელს აშკარად დაუსაბუთებლად არ მიიჩნევს, შეაჩერებს საქმის არსებითად განხილვას, განსაზღვრავს შესაგებლის განხილვის გრაფიკს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს წინასწარი პრეტენზიის განხილვისთვის მის მიერ დადგენილ ნებისმიერ გრაფიკს, და გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას შესაგებელთან დაკავშირებით. 12. ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად მოდავე მხარეებისთვის და ის აღსრულდება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მოთხოვნილია მისი აღსრულება, და საერთაშორისო სამართლის მოქმედი ნორმების შესაბამისად. 13. საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია მხოლოდ: (a) გამოიტანოს გადაწყვეტილება, იმისდა მიუხედავად, ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხის მხრიდან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული არსებითი ვალდებულების დარღვევას და (b) დააკისროს ერთ-ერთი ან ორივე ზომა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა ამგვარ დარღვევას: (i) ფულადი ზარალის ანაზღაურება შესაბამის პროცენტთან ერთად; (ii) ქონების რესტიტუცია, რომლის დროსაც, მოპასუხე მხარეს შესაძლოა დაეკისროს ფულადი ზარალის და რაიმე შესაბამისი პროცენტის ანაზღაურება, რესტიტუციის სანაცვლოდ. 14. თუ მოდავე მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, არბიტრაჟის ადგილი უნდა იყოს იმ ქვეყანაში, რომელიც არის 1958 წლის 10 ივნისს ნიუ-იორკში გაფორმებული „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების კონვენციის“ წევრი ქვეყანა. 15. მას შემდეგ, რაც ძალაში შევა საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მრავალმხრივი საინვესტიციო ტრიბუნალის, მათ შორის, მრავალმხრივი სააპელაციო მექანიზმის შექმნას წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი ნაწილები, ორივე ხელშემკვრელი მხარის თანხმობით, შეწყვეტს მოქმედებას. დავების გადაწყვეტის მრავალმხრივი მექანიზმის წესები არ გავრცელდება იმ დავებზე, რომლებიც უკვე წარდგენილ იქნა მე-13 მუხლის შესაბამისად, თუ მოდავე მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. 16. მე-13 მუხლის (საინვესტიციო დავების გადაწყვეტა ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის) და მე-15 მუხლის (დავების გადაწყვეტა ხელშემკვრელ მხარეებს შორის) დებულებები არ ვრცელდება მე-10 მუხლზე (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა), მე-11 მუხლსა (ინვესტიცია და გარემოს დაცვა) და მე-12 მუხლზე (ინვესტიცია და შრომა). მუხლი 14🔗 არბიტრების მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა 1. არბიტრები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი. ისინი არ უნდა იყვნენ დაკავშირებული რომელიმე ორგანიზაციასთან, მოდავე მხარესთან ან რომელიმე მთავრობასთან ან არ უნდა იღებდნენ მათგან მითითებებს დავასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ისინი არ უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერი ისეთი დავის განხილვაში, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შექმნიდა ინტერესთა კონფლიქტს. ამასთან, თუ მოდავე მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან, დანიშვნის შემდეგ, მათ თავი უნდა შეიკავონ მოქმედებისგან, როგორც მრჩევლებმა, ან როგორც მხარის მიერ დანიშნულმა ექსპერტებმა ან მოწმეებმა ნებისმიერ მოსალოდნელ ან ახალ საინვესტიციო დავაში, რომელიც აღიძრება წინამდებარე ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმების შესაბამისად, და რომელიც მოიცავს იგივე ზომების გატარებას, იგივე ან მათთან დაკავშირებულ მოდავე მხარეებს, ან იგივე ხელშეკრულების იგივე დებულებებს. მე-13 მუხლის ფარგლებში აღძრულ დავებში არბიტრები უნდა მოქმედებდნენ I დანართში მოცემული ქცევის კოდექსის შესაბამისად. 2. თუ მოდავე მხარე ჩათვლის, რომ არბიტრი არ აკმაყოფილებს პირველ პუნქტში ან I დანართში (ქცევის კოდექსი) დადგენილ მოთხოვნებს, მას შეუძლია მიმართოს ICSID-ის გენერალურ მდივანს გამოიტანოს გადაწყვეტილება ასეთი არბიტრის აცილების შესახებ. აცილების შესახებ ნებისმიერი მიმართვა ICSID-ის გენერალურ მდივანს უნდა წარედგინოს ტრიბუნალის ფორმირების შესახებ მოდავე მხარისთვის შეტყობინების მიწოდებიდან 15 დღის ვადაში, ან 15 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ცნობილი გახდა იმ მოდავე მხარისთვის, რომელმაც წარადგინა აცილების მოთხოვნა, თუ ეს ფაქტობრივი გარემოებები ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა აცილებას დაქვემდებარებული არბიტრის დანიშვნის მომენტში. 3. აცილების შესახებ მიმართვაში მითითებული უნდა იქნეს აცილების საფუძვლები. აცილებას შეიძლება დაექვემდებაროს ნებისმიერი არბიტრი, ნებისმიერ შემთხვევაში, საქმისწარმოების დახურულად გამოცხადებამდე, თუ არსებობს გარემოებები, რომლებიც ბადებს საფუძვლიან ეჭვს არბიტრის მიუკერძოებლობასთან ან დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით I დანართში მოცემული ქცევის კოდექსის საფუძველზე. აცილების შესახებ მიმართვა უნდა ეცნობოს ყველა სხვა მხარეს, აცილებას დაქვემდებარებულ არბიტრს და სხვა არბიტრებს. 4. ერთი მოდავე მხარის მიერ არბიტრის აცილებას შეიძლება დაეთანხმოს ყველა მოდავე მხარე. არბიტრს ასევე შეუძლია აცილების შემდეგ თავად დატოვოს თანამდებობა. არც ერთ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს აცილების საფუძვლიანობის მიღებას. მეორე მოდავე მხარემ და აცილებას დაქვემდებარებულმა არბიტრმა წერილობით უნდა წარადგინონ თავიანთი პოზიცია და შესაბამისი დოკუმენტები აცილების შესახებ შეტყობინებიდან 15 დღის ვადაში. 5. თუ მეორე მოდავე მხარემ არ გამოთქვა თანხმობა აცილებაზე ან აცილებული არბიტრი არ დატოვებს თანამდებობას აცილების შესახებ შეტყობინების დღიდან 15 დღის განმავლობაში, მოდავე მხარეს შეუძლია მიმართოს ICSID-ის გენერალურ მდივანს აცილების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით. 6. ICSID-ის გენერალური მდივანი გადაწყვეტილებას გამოიტანს მოდავე მხარეებისა და აცილებული არბიტრის მხრიდან წარდგინებების მიღებიდან ორმოცდახუთი (45) დღის ვადაში. თუ ICSID-ის გენერალური მდივანი დაადასტურებს აცილებას, დაინიშნება ახალი არბიტრი. 7. საქმისწარმოება შეჩერდება აცილების შესახებ მოთხოვნის შეტანისთანავე აცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოდავე მხარეები თანხმდებიან საქმისწარმოების გაგრძელებაზე. მუხლი 15🔗 დავების გადაწყვეტა ხელშემკვრელ მხარეთა შორის 1. ხელშემკვრელ მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება, შეძლებისდაგვარად, კონსულტაციების ან მოლაპარაკებების გზით. 2. თუ დავის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა ექვსი თვის განმავლობაში, ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, ის გადაეცემა სამი წევრისგან დაკომპლექტებულ საარბიტრაჟო ტრიბუნალს. 3. საარბიტრაჟო ტრიბუნალი შეიკრიბება თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის შემდეგი წესის დაცვით. არბიტრაჟის მოწვევის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ტრიბუნალის ერთ წევრს. ეს ორი წევრი შემდგომში შეარჩევს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც დაინიშნება ტრიბუნალის თავმჯდომარედ (შემდგომში „თავმჯდომარე“). თავმჯდომარე დაინიშნება აღნიშნული ორი წევრის დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში. 4. თუ აუცილებელი დანიშვნები არ განხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადებში, მოთხოვნა გაეგზავნება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს. თუ პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, ან სხვა გარემოების გამო მოკლებულია აღნიშნული ფუნქციის შესრულების შესაძლებლობას, დანიშვნების განხორციელების მიზნით მოწვეული იქნება ვიცე-პრეზიდენტი. თუ ვიცე-პრეზიდენტიც აღმოჩნდება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, ან სხვა გარემოების გამო არ შეეძლება აღნიშნული ფუნქციის შესრულება, დანიშვნების განსახორციელებლად მოწვეული იქნება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს რიგით მომდევნო ყველაზე მაღალი თანამდებობის წევრი, რომელიც არ არის არცერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე. 5. საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. 6. ტრიბუნალს გადაწყვეტილებები გამოაქვს წინამდებარე შეთანხმების დებულებების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების საფუძველზე. 7. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმებული დებულებების გათვალისწინებით, ტრიბუნალი თავად განსაზღვრავს თავის საპროცედურო წესებს. 8. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავად აანაზღაურებს მის მიერ დანიშნული არბიტრისა და საარბიტრაჟო პროცესში მის წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს; თავმჯდომარესთან დაკავშირებული და სხვა დანარჩენი ხარჯები თანაბრად გადანაწილდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის. საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია მიიღოს განსახვავებული რეგულაცია ხარჯებთან დაკავშირებით. 9. ტრიბუნალის გადაწყვეტილებები საბოლოო და სავალდებულოა თითოეული ხელშემკვრელი მხარისთვის. მუხლი 16🔗 გამჭვირვალობა 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის მიერ 2013 წლის 10 ივლისს მიღებული „საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის საარბიტრაჟო პროცესის გამჭვირვალობის შესახებ UNCITRAL-ის წესები“, ვრცელდება მე-13 მუხლის შესაბამისად აღძრულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართალწარმოებაზე. ამ მუხლის არცერთი პუნქტი არ მოითხოვს ხელშემკვრელი მხარისგან საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს, ან სხვაგვარად გაამჟღავნოს, სამართალწარმოების პროცესის, მოსმენის განმავლობაში ან მის შემდგომ, კონფიდენციალური ან დაცული ინფორმაცია „საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის საარბიტრაჟო პროცესის ტრანსპარენტულობის შესახებ“ UNCITRAL-ის წესების მე-7(2) მუხლის მნიშვნელობით, ან ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება დაცულია მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, ან რომელიც, მისი მოსაზრებით, ეწინააღმდეგება უშიშროების არსებით ინტერესებს. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეეცდება გამოაქვეყნოს ან სხვაგვარად გახადოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ზოგადი ხასიათის კანონები და რეგულაციები, ისევე როგორც საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციებზე ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. 3. წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი ან მოქმედი საარბიტრაჟო წესები ხელს არ შეუშლის ინფორმაციის გაცვლას ევროკავშირსა და უნგრეთს შორის, ან პირიქით, რომელიც შეეხება მე-13 მუხლის შესაბამისად აღძრულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართალწარმოებას. მუხლი 17🔗 შეთანხმების გამოყენება წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მისი კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე, ასევე ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებულ ინვესტიციებთან მიმართებაში, მაგრამ არ გავრცელდება ინვესტიციასთან დაკავშირებულ იმ დავასა თუ საჩივარზე, რომელიც წარმოიშვა ან მოგვარდა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე. მუხლი 18🔗 კონსულტაციები ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, მეორე ხელშემკვრელი მხარე თანხმაა გაიმართოს კონსულტაციები წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, გაიცვლება ინფორმაცია იმ ზემოქმედების შესახებ, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონებს, რეგულაციებს, გადაწყვეტილებებს, ადმინისტრაციულ პრაქტიკას, ან პროცედურებს, ან პოლიტიკას შეიძლება გააჩნდეს წინამდებარე შეთანხმებით დარეგულირებულ ინვესტიციებზე. მუხლი 19🔗 ზოგადი გამონაკლისები 1. წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი არ ზღუდავს ხელშემკვრელ მხარეს მიიღოს ან შეინარჩუნოს გონივრული ზომები, მათ შორის: a. ინვესტორების, მეანაბრეების და პოლისის მფლობელების, ან იმ პირების დაცვის მიზნით, რომელთა მიმართაც ფინანსურ მომსახურებათა მიმწოდებელს გააჩნია ფიდუციური ვალდებულება; და b. უზრუნველყოს ხელშემკვრელი მხარის ფინანსური სისტემის ერთიანობა და სტაბილურობა. თუ ამგვარი ზომები არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს, ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს ისინი, როგორც შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი თავისი ფუნქციების ან ვალდებულებების შესრულებისთვის თავის არიდების საშუალება. წინამდებარე შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს ის მხარეს ავალდებულებდეს ინდივიდუალური მომხმარებლების საქმეებთან და ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის, ან საჯარო უწყებების მფლობელობაში არსებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის ან საწარმოო საიდუმლოს გამჟღავნებას. 2. a. წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელს უშლიდეს ხელშემკვრელ მხარეს ისეთი ზომების მიღებაში ან შენარჩუნებაში, რომლებიც ზღუდავს ტრანსფერების განხორციელებას საგადასახადო ბალანსში შექმნილი სერიოზული სირთულეების ან მათთან დაკავშირებული საფრთხის გამოვლენის შემთხვევაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვები შესაბამისობაში უნდა იყოს b პუნქტთან. b. (a) პუნქტში მითითებული ზომები უნდა იყოს სამართლიანი, არათვითნებური და არც გაუმართლებლად დისკრიმინაციული, კეთილსინდისიერი, შეზღუდული ხანგრძლივობის და არ უნდა აჭარბებდეს მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა საგადასახდელო ბალანსში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის. ხელშემკვრელმა მხარემ, რომელიც აწესებს ზომებს ამ მუხლის შესაბამისად, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს და შეძლებისდაგვარად სწრაფად წარადგენს მათი გაუქმების განრიგს. ასეთი ზომები განხორციელდება შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის სხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმებით, რომელიც შესრულდა მარაკეშში 1994 წლის 15 აპრილს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჩათვლით, 3. წინამდებარე შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს ის: a. ხელს უშლის რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს გაატაროს ისეთი ზომები, რომლებსაც ის მიიჩნევს აუცილებლად თავისი უსაფრთხოების ძირითადი ინტერესების დასაცავად და რომლებიც: (i) დაკავშირებულია იარაღით, საბრძოლო მასალითა და საბრძოლო აღჭურვილობით ვაჭრობასთან და სხვა საქონლით, მასალებით, მომსახურებითა და ტექნოლოგიებით გადაზიდვასთან, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გამიზნულია შეიარაღებული ძალების ან უშიშროების სხვა ძალების მომარაგების მიზნით; (ii) ტარდება ომის ან საერთაშორისო ურთიერთობებში შექმნილი სხვა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში; ან (iii) უკავშირდება ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი საშუალებების გაუვრცელებლობის შესახებ ეროვნული პოლიტიკის ან საერთაშორისო შეთანხმებების განხორციელებას; ან b. ზღუდავდეს რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს განახორციელოს ქმედებები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. 4. იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რომ ამგვარი ზომები არ უნდა განხორციელდეს ისეთი წესით, რათა ჩაითვალოს თვითნებურ ან გაუმართლებელ დისკრიმინაციად ინვესტიციებთან ან ინვესტორებთან მიმართებაში, მე-4 მუხლი (ეროვნული და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი) და მე-7 მუხლი (ტრანსფერები) არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს ისინი ხელს უშლიდეს ხელშემკვრელ მხარეს ისეთი ზომების მიღებასა და განხორციელებაში, რომლებიც აუცილებელია: a. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი მორალის დაცვის ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით​[1]; b. ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვის მიზნით​[2]; c. იმ კანონების ან რეგულაციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს, მათ შორის, იმ დებულებებს, რომლებიც შეეხება: (i) შეცდომაში შემყვანი და თაღლითური ქმედებების აღკვეთას ან კონტრაქტების შეუსრულებლობით გამოწვეული შედეგების გამოსწორებას; (ii) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას პირად მონაცემთა დამუშავებასა და გავრცელებასთან მიმართებაში და პირადი ჩანაწერებისა და ანგარიშების კონფიდენციალურობის დაცვას; (iii) უსაფრთხოებას. მუხლი 20🔗 შეღავათებზე უარის თქმა 1. ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება უარი თქვას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ შეღავათებზე მეორე მხარის ინვესტორისთვის, რომელიც წარმოდგენს იურიდიულ პირს და ამ ინვესტორის ინვესტიციებს, თუ ინვესტორს ან ინვესტიციებს ფლობენ ან აკონტროლებენ მესამე სახელმწიფოს ან შეღავათებზე უარის მთქმელი ხელშემკვრელი მხარის ფიზიკური ან იურიდიული პირები და: a. ინვესტორი არ ეწევა არსებით ბიზნესსაქმიანობას იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომლის კანონმდებლობითაც არის ის დაფუძნებული, ან b. შეღავათებზე უარის მთქმელი მხარე იღებს ან ინარჩუნებს ზომებს იმ მესამე სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელიც კრძალავს ასეთ ინვესტორთან ფინანსური ოპერაციების განხორციელებას, ან ასეთი ინვესტორის ინვესტიციებისთვის შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათების მინიჭება გამოიწვევდა აღნიშნული ზომების დარღვევას ან მათთვის თავის არიდებას, ან c. შეღავათებზე უარის მთქმელ ხელშემკვრელ მხარეს არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები მესამე სახელმწიფოსთან. 2. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ შეღავათებზე უარი ეთქმება ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ორი ქვეყნის მოქალაქეობა, რომელთაგან ერთი ადგილსამყოფელი სახელმწიფოა. მუხლი 21🔗 დასკვნითი დებულებები, ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა, მოქმედების შეწყვეტა და ცვლილებები 1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხებით აცნობებენ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ბოლო შეტყობინების მიღებიდან სამოცი (60) დღის შემდეგ. 2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება ათი წლის ვადით და შემდგომშიც განაგრძობს მოქმედებას, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ. მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ძალაში შედის მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მისი მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, მაგრამ არაუადრეს ათწლიანი საწყისი პერიოდის გასვლისა. 3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების დებულებები ძალაში რჩება მოქმედების შეწყვეტის დღიდან ათი წლის განმავლობაში. 4. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებები შეიძლება შევიდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმებით. ნებისმიერი ცვლილება წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა იმავე პროცედურის დაცვით, რომელიც საჭიროა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის. 5. ეს შეთანხმება შეწყდება ავტომატურად და შეწყვეტს მოქმედებას სრულად, იმ თარიღიდან, როდესაც საქრთველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. რის დასტურადაც, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელმომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია ორ დედნად, ქ. ბუდაპეშტში, 2024 წლის 19 ივლისს, ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. განმარტებისას რაიმე განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) უნგრეთის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) დანართი I ქცევის კოდექსი ტრიბუნალის წევრებისთვის, რომლებიც დანიშნულნი არიან საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ფარგლებში მუხლი 1🔗 განსაზღვრებები წინამდებარე ქცევის კოდექსის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები: - „წევრი“ ნიშნავს პირს, რომელიც ინიშნება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების („შეთანხმება“) მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებათა შესაბამისად შექმნილი ტრიბუნალის წევრად. - „ასისტენტი“ ნიშნავს წევრის ხელმძღვანელობით და ზედამხედველობით მომუშავე პირს, რომელიც დახმარებას უწევს წევრს, ატარებს კვლევებს ან უზრუნველყოფს მას მხარდაჭერით თავისი მოვალეობების შესრულებისას. - „კანდიდატი“ ნიშნავს პირს, რომელიც განიხილება წევრად დანიშვნისთვის. მუხლი 2🔗 მარეგულირებელი პრინციპები ნებისმიერი კანდიდატი ან წევრი თავიდან აირიდებს შეუსაბამო ქცევას და შეუსაბამო ქცევის გარეგნულ გამოვლენას და დაიცავს ქცევის მაღალ სტანდარტებ,ს ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს დავის გადაწყვეტის პროცესის მთლიანობა და მიუკერძოებლობა. მუხლი 3🔗 გამჟღავნებასთან დაკავშირებული ვალდებულებები 1. წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის შესაბამისად წევრებად დანიშვნამდე, მოდავე მხარეები ან დამნიშვნელი ორგანო კანდიდატს გადასცემს ამ ქცევის კოდექსის ასლს. კანდიდატები მოდავე მხარეებს გაუმჟღავნებენ წარსულში თუ აწმყოში არსებულ ინტერესებს, ურთიერთობებს ან საკითხებს, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება იქონიოს მათ დამოუკიდებლობაზე ან მიუკერძოებლობაზე, ან რომლებიც, როგორც შეიძლება საფუძვლიანად ივარაუდებოდეს, ქმნის ინტერესთა პირდაპირ ან არაპირდაპირ კონფლიქტს, ან რომლებიც ქმნის, ან როგორც შეიძლება საფუძვლიანად ივარაუდებოდეს, შეიძლება ქმნიდეს შეუსაბამო ქცევის ან მიკერძოების ალბათობას. ამ მიზნით, კანდიდატები გასწევენ ყველა სახის გონივრულ ძალისხმევას, რათა მათთვის ცნობილი გახდეს ნებისმიერი ასეთი ინტერესის, ურთიერთობის ან საკითხების შესახებ. წარსული ინტერესები, ურთიერთობები ან საკითხები, რომლებიც ექვემდებარება გამჟღავნებას, უნდა მოიცავდეს არანაკლებ ბოლო ხუთ (5) წელს იმ დღემდე, როდესაც კანდიდატისთვის ცნობილი გახდა, რომ განიხილება მისი დანიშვნა წევრად წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დავის განხილვის მიზნით. 2. დანიშვნის შემდეგ წევრები მუდმივად განაგრძობენ ყველა სახის გონივრული ძალისხმევის გაწევას, რათა მათთვის ცნობილი გახდეს წინამდებარე ქცევის კოდექსის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნებისმიერი ინტერესის, ურთიერთობის ან საკითხის შესახებ. თავიანთი მოვალეობების შესრულების მთლიანი პერიოდის განმავლობაში, წევრები ნებისმიერ დროს გაამჟღავნებენ ამგვარ ინტერესებს, ურთიერთობებს ან საკითხებს დავაში მონაწილე მხარეებისა და ხელშემკვრელი მხარეებისთვის აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდების გზით. ისინი დავაში მონაწილე მხარეებსა და ხელშემკვრელ მხარეებს ასევე აცნობებენ წინამდებარე ქცევის კოდექსის ფაქტობრივი ან პოტენციური დარღვევების შესახებ. მუხლი 4🔗 დამოუკიდებლობა მიუკერძოებლობა და წევრთა სხვა ვალდებულებები 1. წინამდებარე ქცევის კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, წევრები: a. გაეცნობიან წინამდებარე ქცევის კოდექსს; b. იქნებიან და შექმნიან შთაბეჭდილებას, რომ არიან დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი და თავიდან აიცილებენ ინტერესთა ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ კონფლიქტს; c. არ მიიღებენ რომელიმე ორგანიზაციის ან მთავრობის ინსტრუქციებს ტრიბუნალისთვის წარდგენილ იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლის განსახილველადაც არიან ისინი დანიშნულნი; d. არ შექმნიან მიკერძოებულის შთაბეჭდილებას და მათზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს პირადი ინტერესები, გარედან მომდინარე წნეხი, პოლიტიკური შეხედულებები, საზოგადოებრივი პროტესტი, ხელშემკვრელი მხარის, დავაში მონაწილე მხარის ან პროცესში ჩართული ან მონაწილე ნებისმიერი სხვა პირის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, კრიტიკის შიში, ან ფინანსური, სამეწარმეო, პროფესიული, ოჯახური ან სოციალური ურთიერთობები ან ვალდებულებები; e. არ იკისრებენ პირდაპირ ან არაპირდაპირ რაიმე ვალდებულებას, ან არ მიიღებენ რაიმე სარგებელს, არ დაამყარებენ რაიმე ურთიერთობას, ან არ გამოავლენენ რაიმე ფინანსურ დაინტერესებას, რომელიც რაიმენაირად შეაფერხებდა ან შექმნიდა შთაბეჭდილებას, რომ აფერხებს მათ მიერ თავიანთი მოვალეობების სათანადოდ შესრულებას, ან რომელიც სავარაუდოდ ზემოქმედებას იქონიებს მათ მიუკერძოებლობაზე; f. არ გამოიყენებენ თავიანთი, როგორც წევრის სტატუსს ნებისმიერი პირადი ან კერძო ინტერესის დასაკმაყოფილებლად და თავიდან აირიდებენ ისეთ ქმედებებს, რომლებმაც შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ სხვებს უკავიათ განსაკუთრებული პოზიცია, იმისთვის რომ მათზე ზეგავლენა მოახდინონ; g. მთელი პროცესის განმავლობაში, შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ზედმიწევნით და ეფექტიანად, ასევე კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით; h. თავიდან აირიდებენ მეორე მხარესთან შეუთანხმებელ კონტაქტებს პროცესთან დაკავშირებით; i. განიხილავენ მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც დასმულ იქნა პროცესის ფარგლებში და რომლებიც აუცილებელია დადგენილების ან გადაწყვეტილების გამოსატანად და არ გადასცემენ ამ მოვალეობას რომელიმე სხვა პირს. 2. წევრები გაატარებენ ყველა შესაბამის ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი ასისტენტები ინფორმირებულნი იყვნენ და ასრულებდნენ წინამდებარე ქცევის კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლებს, მე-4 მუხლის პირველი პუნქტს და მე-5 და მე-6 მუხლებს შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით. მუხლი 5🔗 ყოფილი წევრების ვალდებულებები 1. ყოფილი წევრები თავიდან აიცილებენ ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებმაც შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ისინი მიკერძოებულნი იყვნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას ან იღებდნენ სარგებელს ტრიბუნალის მიერ გამოტანილი დადგენილებებიდან ან გადაწყვეტილებებიდან. 2. თუ დავაში მონაწილე მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ყოფილი წევრები კისრულობენ ვალდებულებას, რომ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დავის გადაწყვეტის პროცესთან მიმართებაში თავიანთი ფუნქციების დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში, ისინი: a. არ ჩაერთვებიან რაიმე ფორმით იმ საინვესტიციო დავებში, რომლებიც დაკავშირებულია იმავე ზომებთან, იმავე ან მათთან ასოცირებულ მხარეებთან, ან წინამდებარე შეთანხმების იმავე დებულებებთან; b. არ იმოქმედებენ როგორც დავაში მონაწილე მხარის მიერ დანიშნული წევრი, იურისკონსულტი ან დავაში მონაწილე მხარის მიერ დანიშნული მოწმე ან ექსპერტი იმ საინვესტიციო დავებთან მიმართებაში, რომლებიც აღიძრა წინამდებარე ან სხვა ორმხრივი ან მრავალმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებების ფარგლებში. 3. თუ ICSID-ის გენერალური მდივანი მიიღებს ინფორმაციას ან სხვაგვარად შეიტყობს, რომ ყოფილი წევრი, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აღძრულ საინვესტიციო დავაში ტრიბუნალის წევრის ფუნქციების შესრულებისას მოქმედებდა ქცევის კოდექსის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით ან ქცევის კოდექსის სხვა ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსაბამოდ, ის შეისწავლის ამ საკითხს, ყოფილ წევრს მისცემს აზრის გამოთქმის შესაძლებლობას და დადასტურების შემდეგ, აღნიშნულის შესახებ აცნობებს: a. პროფესიონალურ დაწესებულებას ან სხვა ისეთ დაწესებულებას, რომელთანაც აფილირებულია ყოფილი წევრი; b. ხელშემკვრელ მხარეებს; c. კონკრეტულ დავაში მონაწილე მოდავე მხარეებს; d. ნებისმიერ სხვა შესაბამის საერთაშორისო სასამართლოს ან ტრიბუნალს. 4. ICSID-ის გენერალური მდივანი საჯაროს გახდის თავის გადაწყვეტილებას მიიღოს მე-3(a)-მე-3(d) ქვეპუნქტებში მითითებული ზომები და დაასაბუთოს აღნიშნული ზომების მიღება. მუხლი 6🔗 კონფიდენციალურობა 1. არც ერთი წევრი ან ყოფილი წევრი არასდროს არ გაამჟღავნებს ან არ გამოიყენებს რომელიმე არა-საჯარო ინფორმაციას, რომელიც შეეხება სასამართლო პროცესს, ან რომლის შესახებაც მან შეიტყო სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ემსახურება ამ პროცესის მიზნებს, და ნებისმიერ შემთხვევაში, არ გაამჟღავნებს ან არ გამოიყენებს რომელიმე ამგვარ ინფორმაციას პირადი სარგებლის მიღების, ან სხვებისთვის სარგებლის მოტანის ან სხვების ინტერესებზე ნეგატიური ზემოქმედების მოხდენის მიზნით. 2. წევრები არ გაამჟღავნებენ განკარგულებას, დადგენილებას ან გადაწყვეტილებას ან მათ რომელიმე ნაწილს მათ მიღებამდე ან გამოქვეყნებამდე. 3. წევრები ან ყოფილი წევრები არასდროს არ გამოაქვეყნებენ ტრიბუნალის განხილვებს, ან ტრიბუნალის სხვა წევრების შეხედულებებს, გარდა მიღებულ განკარგულებაში, დადგენილებაში ან გადაწყვეტილებაში. 4. წევრები არ გააკეთებენ საჯარო განცხადებას ტრიბუნალისთვის განსახილველად გადაცემული საქმის არსებით დეტალებზე. მუხლი 7🔗 ხარჯები თითოეული წევრი აღრიცხავს და წარმოადგენს პროცედურისთვის დათმობილი დროისა და გაწეული ხარჯების, ასევე მათი ასისტენტების მიერ დახარჯული დროისა და გაწეული ხარჯების საბოლოო ანგარიშს. [​1] საზოგადოებრივი უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის გამონაკლისები შეიძლება მოხმობილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საზოგადოებრივ ინტერესს ნამდვილად ემუქრება სერიოზული საფრთხე. [​2] ხელშემკვრელი მხარეები აცნობიერებენ, რომ (b) ქვეპუნქტში მითითებული ზომები მოიცავს გარემოსდაცვით ზომებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დასაცავად.