⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.12.1999)
გაუქმებულია:

მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე

მიღების თარიღი 13.07.1998
ძალის დაკარგვა 24.12.1999
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №178
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).003.000320 108
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 14/07/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
2,089 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.07.1998 მიღება
24.12.1999 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №178 1998 წლის 13 ივლისი ქ. თბილისი „მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: დამტკიცდეს საქართველოს საგადასახადო ინსპექციის მიერ შემუშავებული და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული ინსტრუქცია „მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“. მინისტრი                                                                                         მ. ჭკუასელი ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 კარის, სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს მიწის გადასახადის გამოანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებსა და წესს. მუხლი 1🔗. გადასახადის გადამხდელები მიწის გადასახადის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთი. მუხლი 2🔗. დაბეგვრის ობიექტი მიწის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა: ა) სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბები და საძოვრები; ბ) არსებული წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწები; გ) საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები; დ) დასახლებული პუნქტების ფარგლებს გარეთ მდებარე მრეწველობის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით; ე) ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მოქცეული მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და სასოფლო-სამეურნეო მიზნით მათი გამოყენება ნებადართულია არსებული წესის მიხედვით; ვ) სამელიორაციო ქსელებით დაკავებული მიწები; ზ) სხვა მიწა, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. 2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ანუ მიწა, რომელიც მოცემული მუხლის 1 ნაწილით არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. 3. დასაბეგრი მიწის ფართობი მოიცავს შენობა-ნაგებობებით დაკავებულ, ასევე მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობების სანიტარულ-ტექნიკურ ზონას, თუ ის არ იმყოფება სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სარგებლობაში. თუ მიწის ნაკვეთი არ იქნა ოფიციალურად რეგისტრირებული და საზღვრები არ იქნა ოფიციალურად განსაზღვრული, მაშინ ამ ნაკვეთის საზღვრებად ჩაითვლება მისი ღობე, კედელი ან სხვა სასაზღვრო ნიშანი, რომელსაც აღიარებენ (ცნობენ) შესაბამისი ნაკვეთების კანონიერი მოსარგებლე პირები. მუხლი 3🔗. მიწის გადასახადით დაბეგვრის პრინციპები 1. გადასახადის განსაზღვრის საფუძველია მიწის ფართობის საკუთრებისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. შენობა-ნაგებობებით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის სარგებლობაში ან საკუთრებაშია, გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე ნაგებობისათვის თითოეული პირის სარგებლობაში ან თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად. მაგალითი: თუ მიწის ნაკვეთზე დგას სამი ფიზიკური პირის მფლობელობაში მყოფი 200 მ​2 ფართობის შენობა-ნაგებობა და ერთ ფიზიკურ პირს დაკავებული აქვს 100 მ​2-ის, მეორეს – 55 მ​2-ის, ხოლო მესამეს – 45 მ​2-ის ფართობი, მაშინ პირველი პირი ვალდებულია გადაიხადოს მთლიანი გადასახადის 50 პროცენტი (100:200 x100 ,მეორემ – 27,5 პროცენტი (55 : 200 x 100), ხოლო მესამემ – 22,5 პროცენტი (45:200 100). 3. მიწის გადასახადის ოდენობა არ არის დამოკიდებული მიწის გადასახადი გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის შედეგებზე და დგინდება ფიქსირებული წლიური გადასახადის სახით მიწის ფართობის ერთეულზე. მიწის გადასახადი გადაიხდება მაშინაც კი, როცა მიწა ეკონომიკური საქმიანობის შედეგად არ იძლევა შემოსავალს. ამასთან, პირი, რომელიც არ ამუშავებს მიწის ნაკვეთს, იბეგრება ისევე როგორც პირი, რომელიც ამუშავებს მიწის ნაკვეთს, ხოლო სამოსახლო მიწის ფართობი, რომელზეც არ არის აშენებული სახლი, იბეგრება ისევე, როგორც სამოსახლო მიწის ფართობი, რომელზეც მდებარეობს სახლი. 4. მიწის გადასახადი დიფერენცირებულია მიწის ხარისხისა და  ადგილმდებარეობის მიხედვით. 5. სხვა სახელმწიფოსათვის სარგებლობაში გადაცემული მიწის გადასახადი გადაიხდება ამ ინსტრუქციაში მოცემული წესითა და პირობებით, თუ ხელშეკრულებით საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 4🔗. მიწის გადასახადის განაკვეთები 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მიწის გადასახადის საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით და დადგენილია ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ლარებში: ა) ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებს გარეთ არსებული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის: ადმინისტრაციული ერთეულების დასახელება საბაზისო განაკვეთი, ჰა/ლარი საშუალო რაიონული (საქალაქო) მიწის ხარისხი კარგი მწირი 1 2 3 4 1. თბილისი, მარნეული 2. ბოლნისი, გარდაბანი 3. რუსთავი 4. ბათუმი, გაგრა, გალი, გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე, სოხუმი 5. ქობულეთი, ხელვაჩაური, გურჯაანი, დედოფლისწყარო 6. თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი, 7. ყვარელი, გორი, მცხეთა, ახალციხე, ახმეტა, დმანისი, ერედვი, 8. თეთრიწყარო, კასპი, სამტრედია 9. საგარეჯო, ქარელი, ხაშური 10. ქურთა, წალკა, 11. აბაშა, ზუგდიდი, 12 ახალქალაქი 13. მარტვილი, სენაკი, ხობი, ფოთი 14. ნინოწმინდა 15. ახალგორი, ვანი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი 16. ბაღდათი, თერჯოლა, ხონი, ქუთაისი, 17. წალენჯიხა, წყალტუბო, ჩხოროწყუ 18. საჩხერე, ცაგერი, ცხინვალი 19. ამბროლაური, დუშეთი, თიანეთი, ადიგენი, ბორჯომი 20. ასპინძა, ტყიბული, ხულო, ქედა 21. შუახევი, ხარაგაული, ჭიათურა, ლენტეხი, ონი, ჩოხატაური, მესტია, ყაზბეგი, ჯავა 57 52 51 51 44 43 39 38 36 34 34 34 33 33 30 28 24 22 18 17 13 31 27 27 27 24 22 21 20 20 19 18 19 17 17 15 15 13 12 11 9 8 47 43 43 43 36.5 35 30 27 26 26 25 22 23.5 19 20.5 20.5 17 16 13 12 9 ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის: ადმინისტრაციული ერთეულების დასახელება საბაზისო განაკვეთი, ჰა/ლარი სათიბები საძოვრები მაკულტურებელი საძოვრები სათიბები საძოვრები 1 2 3 4 5 1. აბაშა, ახალქალაქი, ახალციხე, გორი, ბათუმი, ბოლნისი, გაგრა, გალი, გარდაბანი, გუდაუთა, გულრიფში, გურჯაანი, დედოფლისწყარო, დმანისი, ზუგდიდი, თბილისი, თეთრიწყარო, თელავი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, ნინოწმინდა, ოზურგეთი, ოჩამჩირე, რუსთავი, სამტრედია, სენაკი, სიღნაღი, სოხუმი, ქუთაისი, ქობულეთი, ყვარელი, წალკა, წყალტუბო, ხელვაჩაური, ხობი, ფოთი 6 3 8 4 1 2 3 4 5 2. ადიგენი, ასპინძა, ახალგორი, ბაღდათი, ბორჯომი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, თიანეთი, კასპი, მარტვილი, საგარეჯო, საჩხერე, ტყიბული, ქარელი, ქედა, შუახევი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ. წალენჯიხა, ხარაგაული, ხაშური, ხონი, ხულო 4 2 7 3 3. ამბროლაური, ახმეტა, დუშეთი, ლენტეხი, მესტია, ონი, ყაზბეგი, ცაგერი, ცხინვალი, ჭიათურა, ჯავა 2,5 1,5 4 2 გ) მოცემული მუხლის 1 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული განაკვეთებით გადასახადი იანგარიშება 1999 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 1998 წელში – ინსტრუქციის №4 დანართის შესაბამისად; დ) საქალაქო (სადაბო) ადმინისტრაციული ერთეულების ფარგლებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის ამ მუხლის 1 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული გადასახადის განაკვეთი იზრდება 20 პროცენტით; ე) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული მიწის გადასახადის საბაზისო განაკვეთი კონკრეტული მიწის ნაკვეთებისათვის, მიწის ხარისხისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება გადიდებული ან შემცირებულ იქნეს 20 პროცენტამდე ადმინისტრაციული ერთეულისათვის გადასახადის საერთო მოცულობის შეუცვლელად; ვ) გადასახადის განაკვეთებს კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ადგენენ სასოფლო-სამეურნეო ადმინისტრაციული რაიონების (ქალაქების) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები (ან სადაც არ არიან არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოები, სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები) მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარდგინებით. 2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის გადასახადის განაკვეთებია: ა) მიწის გადასახადის საბაზისო განაკვეთი დადგენილია მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 0.24 ლარის ოდენობით; ბ) მიწის ერთჯერადი გადასახადი ყველა კატეგორიის მიწათსარგებლობისთვის ქალაქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ახალი მიწის გამოყოფისას განსაზღვრულია გადასახადის განაკვეთის ოცმაგი ოდენობით; გ) მიწის ერთჯერადი გადასახადი ქალაქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მიწის ნაკვეთით დროებითი სარგებლობისათვის, აგრეთვე მიწის ნაკვეთზე იჯარის უფლების გადაცემისას (მემკვიდრეობით გადაცემის გარდა) განსაზღვრულია გადასახადის განაკვეთის ათმაგი ოდენობით. მუხლი 5🔗. მიწის გადასახადის გაანგარიშება სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებით სარგებლობისათვის გადასახადი გამოიანგარიშება სხვადასხვა განაკვეთებით, რომელიც განისაზღვრება მიწის ხარისხის, ტერიტორიის განთავსებისა და სხვა ფაქტორების მიხედვით (სასოფლო-სამეურნეო მიწის შემთხვევაში ჰექტრებში და არასასოფლო, სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის – კვადრატულ მეტრებში). 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის განაკვეთის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფართობზე (ჰექტარებში) ნამრავლით. მაგ: მიწის მართვის სახელმწიფო დეპერტამენტის ადგილობრივი სამსახურიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე შ.პ.ს. „იმედს“ სარგებლობაში გააჩნია: ა) 1000 ჰა – სახნავი მიწა, მ.შ. კარგი  – 800 ჰა, მწირი –200 ჰა, 100 ჰა – სათიბი, გ) 50 ჰა – სხვა მიწები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ აღნიშნული მიწების ჰა – ზე დამტკიცებულია შემდეგი საგადასახადო განაკვეთები: ა) სახნავ მიწებისათვის შესაბამისად – 40 ლარი და 21 ლარი; სათიბისათვის – 4 ლარი, სხვა მიწებისათვის – 31 ლარი. ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე შ.პ.ს „იმედისათვის“ მიწის გადასახადის თანხა შეადგენს 38150 ლარს (800 ჰა X 40 ლ + 200 ჰა X 21 ლ + 10 ჰა X 4 ლ + 50ჰა X 31 ლ). 2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადი გამოიანგარიშება მიწის წლიური საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტსა და მიწის ფართობზე ფორმულით T=B x R x A, სადაც : T – გადასახდელი გადასახადის თანხა; B – საბაზისო განაკვეთი (0.24 ლარი 1 მ​2-ზე); R – ტერიტორიული კოეფიციენტი; A – ნაკვეთის ფართობი მ​2-ში. მაგ: სააქციო საზოგადოება „კოლხეთს“ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახურიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე სარგებლობაში გააჩნია 20000 მ​2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. აღნიშნული მიწებიდან 15000 მ​2–ზე  დამტკიცებული ტერიტორიული კოეფიციენტი 0.5, ხოლო 5000 მ​2-ზე – 0.1. აქედან გამომდინარე მიწის გადასახადის თანხა შეადგენს 1920 ლარს (15000 მ​2X 0.24ლ X 0.5 + 5000მ​2 0.24ლ X 0.1). ამასთან: ა) მიწის გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტების დიფერენცირება ხდება ნაკვეთების ადგილმდებარეობისა და ზონების მიხედვით; ბ) ზონის საზღვრების დადგენა და მიწის გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება ტერიტორიის ექსპერტული სოციალურ- ეკონომიკური შეფასების საფუძველზე დასახლებული პუნქტის განაშენიანების გეგმის ან სხვა ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების მონაცემთა გათვალისწინებით, რომელთაც ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარდგინებით. მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვა, გადასახადის გამოანგარიშება და კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება მინიჭება წარმოებს საგადასახადო ინსპექციის მუშაკის მიერ ამ ინსტრუქციის №2 დანართი ფორმის მიხედვით. მუხლი 6🔗. მიწის გადასახადის გადასახადისგან განთავისუფლება 1. მიწის გადასახადით არ იბეგრება: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწებისა; ბ) სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოები ფინანსდება ბიუჯეტის სახსრებით; გ) ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება უსინათლოების, ყრუ-მუნჯების გონებრივად ჩამორჩენილი და ფიზიკურად განუვითარებელი ბავშვების, ომის ვეტერანთა საზოგადოების, მოხუცთა და ბავშვთა სახლების, მოზარდთა სოციალური ადაპტაციისა და შრომითი რეაბილიტაციის ცენტრების მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის და ფინანსდება ბიუჯეტიდან ნაკვეთები, გამოყენებული ბავშვთა სახლების, სპეციალური სკოლა-ინტერნატების და საბავშვო ბაღების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას, თუ ეს ნაკვეთები არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის; დ) ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციების მიწის ფართობები, რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურის ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის; ე) ბუნებრივი პარკები, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღები კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკები და სასაფლაოები, ზოოლოგიური ბაღები და პარკები, ოკეანერიუმები, სკვერები, ხეივნები, დაცული ტერიტორიები, სატყეო ორგანიზაციები, ასევე, ღია საუწყებო პარკები, ბაღები და ტყე-ბაღები, გარდა ამ ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა; ვ) ქალაქის წყალსაცავები და მათი აკვატორიები, ის მიწები, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის და არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის; ზ) ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრების, გარემოს დაბინძურების კონტროლის სადგურებისა და დანადგარების ფუნქციონირებისათვის გამოყენებული მიწები; თ) სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისათვის, ელექტროსადგურებისა და სამელიორაციო სისტემებისა და მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი წყალსაცავებით დაკავებული მიწები და ამ ობიექტების სანიტარულ-დაცვითი და ტექნიკური ზონები; ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და გამოუყენებელი სათიბები, საძოვრები, სარეკულტივაციო და სამარაგო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები; კ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიური მოვლენების შედეგად; ლ) ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახლად ასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები – მიღებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში; მ) ნასოფლარების ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები – დასახლებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში; ნ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები; ო) ქურთის, ერედვის, თიღვის თემები, სოფლები: ავნევი და ნული – დროებით, კონფლიქტის მოგვარებისა და ეკონომიკური სიტუაციის დარეგულირებამდე; პ) ის მიწები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომების, აეროპორტების ვერტოდრომებისა და აერონავიგაციის უსაფრთხოების ზონებად და მიწისქვეშ, კომუნიკაციებისათვის, აგრეთვე ნავსადგურებისათვის პერსპექტიული განვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთი, თუ ის არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის; ჟ) კომუნიკაციებისათვის, აგრეთვე ნავსადგურებისათვის პერსპექტიული განვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთი, თუ ის არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის; რ) 2000 წლის 1 იანვრამდე მიწის გადასახადისაგან თავისუფლდება მიწის ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი საქმიანობის სავაგონო და სალოკომოტივო დეპოებისა და სალიანდაგო დისტანციების მიერ და გამოიყენება ძირითადი საქმიანობისათვის, აგრეთვე არაფუნქციონირებადი რკინიგზის სადგურების მიერ დაკავებული მიწები, რომლებიც არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის. 2. მიწის გადასახადისაგან განთავისუფლების საფუძველია გადამხდელთა მიერ წარმოდგენილი ან შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ საგადასახადო შეღავათების უფლებას. 3. დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც შეღავათების მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი მის საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ან მის ნაწილს) ანდა შენობა-ნაგებობებს (ან მათ ნაწილს) იჯარით გადასცემს სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. შენობა-ნაგებობების ნაწილის იჯარით გადაცემის შემთხვევაში გადასახადი იანგარიშება მოცემული ინსტრუქციის მე-3 მუხლში მითითებული მაგალითი ანალოგიურად. მუხლი 7🔗. მიწის გადასახადის გადახდის წესი 1. გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციისა და გადასახადის თანხის განსაზღვრის მიზნით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახურები საგადასახადო ორგანოებს საანგარიშო წლის 1 მარტისათვის წარუდგენენ გადამხდელთა სიებს მიწის ფართობისა და გადასახადის განაკვეთის ჩვენებით მოცემულ ინსტრუქციაზე თანდართული №1 დანართი ფორმის მიხედვით. 2. არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაერიცხება მიწით სარგებლობის უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვიდან. მოცემულ შემთხვევაში საანგარიშო წლის გადასახადი იანგარიშება წლის ბოლომდე დარჩენილი თვეების პროპორციულად, ხოლო გადასახადი გადამხდელებს გადახდებათ თანაბარნაწილად წლის ბოლომდე დარჩენილი საგადასახადო ვადების მიხედვით. 3. საგადასახადო ორგანოები დარიცხული გადასახადების შესახებ საგადასახადო შეტყობინებას ამ ინსტრუქციის №3 დანართი ფორმით გადამხდელებს აბარებენ საანგარიშო წლის არაუგვიანეს 1 ივნისისა. 4. ახლად გამოყოფილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასახადის გაანგარიშება  (შეტყობინება) გადამხდელებს წარედგინებათ მიწის დამაგრების მომენტიდან ორი თვის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს უახლოესი საგადასახადო ვადისა. 5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი გადაიხდება საანგარიშო წლის 1 ნოემბრამდე. ამასთან იჯარით გაცემულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადახდის კონკრეტული ვადა შეიძლება განისაზღვროს საიჯარო ხელშეკრულებით, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო წლის 1 ნოემბრისა. 6. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი, გარდა მოცემული მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული შემთხვევებისა, გადაიხდება თანაბარწილად საანგარიშო წლის 15 აგვისტოსა და 15 ნოემბრამდე. 7. გადასახადზე ბიუჯეტთან ანგარიშსწორება ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება 68 საბალანსო ანგარიშის შესაბამის სუბანგარიშზე. დადგენილი წესით გამოანგარიშებული გადასახადის თანხა აისახება 68 ანგარიშის კრედიტში დანახარჯების ამსახველ შესაბამის ანგარიშებთან კორესპონდენციით. გადასახადის თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა აისახება 68 ანგარიშის დებეტით და შესაბამისი ფულადი საშუალებების ამსახველ ანგარიშებთან კრედიტით. 8. ფიზიკური პირები – მეწარმეები გამოანგარიშებულ გადასახადს მიაკუთვნებენ საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) დანახარჯების შემადგენლობას. მუხლი 8🔗. გადამხდელთა პასუხისმგებლობა და მოვალეობა მიწის გადასახადის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის საგადასახადო ინსპექციების მიერ ფინანსური სანქციები, საურავი და ადმინისტრაციული ჯარიმები ეკისრებათ გადამხდელებსა და მათ თანამდებობის პირებს საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების შესაბამისად.