საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (1)
- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი 06.12.2018
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
1. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 9 პარლამენტის წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ 5 წევრი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე.“.
3. 189-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით, ამ რეგლამენტის 28-ე მუხლის პირველი და 61 პუნქტებით დადგენილი წესით. ამ კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელებსა და შემადგენლობას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.“.
4. 190-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 190. მეგობრობის ჯგუფები
1. სხვა სახელმწიფოების პარლამენტებთან რეგულარული ურთიერთობის დასამყარებლად პარლამენტში დადგენილებით იქმნება მეგობრობის ჯგუფები.
2. მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებსა და შემადგენლობას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
3. მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რომელიც გაწეული საქმიანობის ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
4. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და ამ სახელმწიფოში გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და ვიზიტის თაობაზე მოსაზრებებს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს.“.
5. 202-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 202. ოლქის დელეგატის ბიურო
1. პარლამენტის წევრის მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული ოლქის დელეგატის ბიურო.
2. ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
3. ოლქის დელეგატის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან და ექვემდებარება ჩამოწერას ოლქის დელეგატის ბიუროს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვისთანავე. ოლქის დელეგატი ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წელიწადში ერთხელ, 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, მიაწოდოს ინფორმაცია ოლქის დელეგატის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ.
4. თუ ოლქის დელეგატს ვადამდე შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე პარლამენტის წევრს ფრაქციის წევრთაგან ასახელებს შესაბამისი ოლქის დელეგატის წარმდგენი პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი ფრაქცია.“.
6. 228-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.07.2024, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.102317) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის 2025 წლის 1 მაისამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პირველად დაკომპლექტებისთვის შესარჩევი კომისიის წევრებად საქართველოს პარლამენტის 3 წევრის დასანიშნად გამოყენებულ იქნეს ამ რეგლამენტის 210-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევი კომისიის წევრების დანიშვნის წესი.“.
1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 12 დეკემბერი 2024 წ. N79-Iმს-XIმპ |