„უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შენახვისა და განადგურების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 06.03.2006
ძალის დაკარგვა 21.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №295
სარეგისტრაციო კოდი 090.120.000.22.034.008.225
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30, 07/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| № | ნივთმტკიცების აღწერა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
„უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შენახვისა და განადგურების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.120.000.22.034.008.225
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №295
2006 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
„უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შენახვისა და განადგურების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მესამე პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შენახვისა და განადგურების წესის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შენახვისა და განადგურების წესის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების დროს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკო-ტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის შემდეგ (შემდგომში – ნივთიერი მტკიცებულება), ნივთიერი მტკიცებულებები ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ სპეციალურ საცავში (შემდგომში – სპეციალურ საცავში), სადაც მათ შენახვას, დაცვას და განადგურებას ორგანიზებას უკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში – კომისია).
მუხლი 2🔗.
1. ნივთიერი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნით ნარკოტიკულ საშუალებად, მის ანალოგად ან პრეკურსორად, ფსიქოტროპულ ნივთიერებად ცნობის შემდეგ, შეფუთული (შეფუთვის ფორმა უნდა გამორიცხავდეს მისი მთლიანობის დაურღვევლად შიგთავსთან შეხების შესაძლებლობას) და დალუქული უნდა იყოს ექსპერტის ლუქით. ლუქზე უნდა აღინიშნებოდეს ექსპერტის ხელმოწერა, რომელიც ბეჭდის ანასახიანი ქაღალდიდან გადადის შესაფუთ ქაღალდზე. შესაფუთ ნაწილზე ასევე უნდა აღინიშნოს ექსპერტის დასკვნის ნომერი, ნივთმტკიცების შიგთავსისა და რაოდენობის შესახებ ცნობა, ვისგან არის ამოღებული ნივთმტკიცება.
2. დალუქული ნივთმტკიცება უბრუნდება ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს, რომელიც ნივთმტკიცებას, სათანადო თანმხლებ წერილს, ნივთმტკიცებად ცნობის დადგენილებასა და ექსპერტიზის დასკვნის ასლს 10 დღის განმავლობაში აბარებს სპეციალურ საცავში.
მუხლი 3🔗.
საგამოძიებო ან სასამართლო ორგანოების მიერ საქმის წარმოების პროცესში დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ან სასამართლო განხილვისას ნივთმტკიცების ნაწილში წარმოშობილი სადავო საკითხების გასარკვევად, სპეციალური საცავიდან ნივთმტკიცების გათხოვნის საფუძველს წარმოადგენს პროცესის მწარმოებელი ორგანოს განჩინება (დადგენილება), წერილობითი მომართვა და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღებაზე პასუხისმგებელ პირზე გაცემული მინდობილობა.
მუხლი 4🔗.
გათხოვილი ნივთმტკიცების სპეციალურ საცავში უკან დაბრუნებისას მას თან უნდა ახლდეს თანმხლები წერილი ნივთმტკიცების დაბრუნების შესახებ, ხოლო განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში – ექსპერტიზის დასკვნის ასლი ან/და პროცესის მწარმოებელ ორგანოში შედგენილი ნივთმტკიცების გახსნის ოქმი.
თავი II. უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებების შენახვისა და განადგურების პირობები
მუხლი 5🔗.
სპეციალურ საცავში ჩაბარებული ნარკოტიკული საშუალებები, მისი ანალოგი ან პრეკურსორი, ფსიქოტროპული ნივთიერებები აღირიცხება ნარკოტიკულ ნივთიერებათა სარეგისტრაციო ჟურნალში და ჩამბარებელს გადაეცემა მიღება-ჩაბარების ცნობა (დანართი №1), რის შემდეგ ხდება ზემოაღნიშნული ნივთიერებების კომპიუტერული აღრიცხვა და დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი.
მუხლი 6🔗.
ყოველ შემოსულ ნივთმტკიცებაზე იქმნება სამეთვალყურეო (პირადი) საქმე და სპეციალურ საცავში მათი ჩაბარების დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს მიღება-ჩაბარების ცნობა, რომელიც თან ერთვის საბრალდებო დასკვნას სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის წარმართვისათვის.
მუხლი 7🔗.
განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების, განაჩენის ან განჩინების გასაჩივრების ვადის გასვლამდე, ნივთმტკიცებად ცნობილი ნარკოტიკული საშუალებები, მისი ანალოგი ან პრეკურსორი, ფსიქოტროპული ნივთიერებები ინახება სპეციალურ საცავში, რომელიც განლაგებული უნდა იყოს ცალკე იზოლირებულ სათავსოში, ვენტილაციით, დამცავი სიგნალიზაციითა და რკინის გისოსებით.
მუხლი 8🔗.
განადგურებას ექვემდებარება უკანონო ბრუნვიდან ამოღებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები (ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ნივთიერება და პრეკურსორი ან მისი ანალოგი).
მუხლი 9🔗.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, მათი ანალოგის და პრეკურსორის განადგურების საფუძველს წარმოადგენს მოსამართლის (სასამართლოს) კანონიერ ძალაში შესული განჩინება (დადგენილება) საქმის შეწყვეტის თაობაზე ან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.
მუხლი 10🔗.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს შუამდგომლობით საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დამთავრების შემთხვევაში შეიძლება გადაწყდეს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების მისთვის გადაცემის საკითხი.
2. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის, განჩინების ან დადგენილების ასლი წარმოადგენს სპეციალური საცავიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის საფუძველს.
მუხლი 11🔗.
1. უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, მათი ანალოგის და პრეკურსორის განადგურებას 3 (სამ) თვეში ერთხელ ახორციელებს კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლები:
ა) სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი;
ბ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო.
2. განადგურების პროცესს ესწრებიან:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირი;
ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის უფლებამოსილი პირი.
მუხლი 12🔗.
კომისიის წევრთა საკადრო გადაადგილების შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურის უფროსები წერილობით აცნობებენ შინაგან საქმეთა მინისტრს, მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში სათანადო ცვლილებების შესატანად.
მუხლი 13🔗.
უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, მათი ანალოგის და პრეკურსორის განადგურებისას დგება განადგურების აქტი, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს განადგურებაში მონაწილე კომისიის წევრთა ხელმოწერებით და დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ.
მუხლი 14🔗.
განადგურებას დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათი ანალოგები და პრეკურსორები ნადგურდება საცხოვრებელი სახლებიდან, სასმელი წყლის წყაროებიდან, საქონლის საძოვრებიდან არანაკლებ 5 კილომეტრის დაშორებით, ცეცხლში დაწვით და არანაკლებ 50 სანტიმეტრის სიღრმის ორმოში. ორმოში დაწვამდე ნივთიერებები იჟღენთება საწვავით (ნავთით, მაზუთით, ბენზინთ და სხვა), ხოლო წინასწარ დატეხილი და დაფქვილი ამპულები და აბები თავსდება ორმოში და ივსება მიწით.
მუხლი 15🔗.
უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, მათი ანალოგის ან პრეკურსორის შენახვისა და განადგურების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა ევალება შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოს.
თავი III. დასკვნითი დებულება
მუხლი 16🔗.
წინამდებარე ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
დანართი №1
ცნობა №
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის,
ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღება-ჩაბარების შესახებ
თანმხლები წერილის № ––––––– „ “ ––––––– 20 წ.
სისხლის სამართლის საქმის № –––––––
ჩამორთმეულია (ნაპოვნია) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
მიღებულია 20 წლის „ “ –––––– № ––––––––
№
ნივთმტკიცების აღწერა
რაოდენობა
წონა
სახეობა
ნივთმტკიცება ჩავაბარე და ცნობა მივიღე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნივთმტკიცება მივიღე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თანამდებობა, გვარი, სახელი)
ბ.ა.