„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№167-Iმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
140080000.05.001.102441
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„4. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე განწესების დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა. ამ თანამდებობის პირის უფლებამოსილების პერიოდში პერსონალური დაცვა ენიშნებათ აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს. აღნიშნულ თანამდებობის პირს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება პერსონალური დაცვა, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად არ დაუდასტურებია ამ თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ანდა თუ აღნიშნულ თანამდებობის პირს უფლებამოსილება არ შესწყვეტია მის მიერ დანაშაულის ჩადენის შედეგად.

41. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად არ დაუდასტურებია ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ანდა თუ აღნიშნულ პირს უფლებამოსილება არ შესწყვეტია მის მიერ დანაშაულის ჩადენის შედეგად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს/შეუნარჩუნდეს:

ა) აღნიშნულ პირს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, თუ მას ამ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ბოლოს ეკავა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურიდან მიღებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;

ბ) აღნიშნულ პირს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მას ამ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობებიდან არცერთი არ ეკავა და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურიდან მიღებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;

გ) აღნიშნული პირის ოჯახის წევრებს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურიდან მიღებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2024 წ.

N167-Iმს-XIმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.12.2024.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.12.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №167-Iმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.05.001.102441.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №167-Iმს-XIმპ, 13.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 140080000.05.001.102441 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6330338/