საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი თბილზნიეპის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.008.233
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/166
2006 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ცენტრი თბილზნიიეპის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 25 ოქტომბრის №421 ბრძანებულების ,,საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებასა და ,,საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს პრეზიდენტის 25.10.01 წლის №421 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი ,,თბილზნიიეპი“ ჩაითვალოს რეორგანიზებულად იმავე სახელწოდების მქონე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად.
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და საპროქტო ინსტიტუტი“ (იურიდიული მისამართი: სანდრო ეულის ქ. №5ა) არის სსიპ თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და საპროქტო ინსტი-ტუტის ,,თბილზნიიეპის“ უფლებამონაცვლე.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ცენტრი თბილზნიიეპის“ წესდების დამტკიცების შესახებ.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილე კ. დამენიას.
ი. ჩოგოვაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი თბილზნიეპის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი თბილზნიეპის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.02.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი თბილზნიეპის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“?
- „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი თბილზნიეპის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ მიღებულია 28.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/116. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.024.008.233.
- სად არის „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი თბილზნიეპის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი თბილზნიეპის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“, №1-1/116, 28.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.008.233 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63328/