⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2011)
გაუქმებულია:

„საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.03.2006
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №178
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.249
გამოქვეყნების წყარო სსმ, 32, 10/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,296 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.2006 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 2
გადამხდელის დასახელება
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt 45.0pt 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.249 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №178 2006 წლის 10 მარტი ქ. თბილისი ,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის, 97​1 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და 139-ე მუხლის მე-12-13 ნაწილების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2). 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა 2006 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატების ამ ბრძანებით განსაზღვრული თვითწებადი ლუქების შესაბამისი რაოდენობებით დაბეჭდვის ორგანიზება და საგადასახადო დეპარტამენტისათვის გადაცემა, მათი საგადასახადო ინსპექციებზე გადანაწილების მიზნით. 3. 2006 წლის 1 აპრილამდე საგადასახადო დეპარტამენტმა უზრუნველყოს თვითწებადი ლუქების დიზაინის, ფორმის, ზომების, მასზე დასატანებელი რეკვიზიტების შემუშავება და შესაბამისი საგადასახადო ინსპექციებისათვის წლის განმავლობაში სავარაუდოდ საჭირო რაოდენობების განსაზღვრა. 4. საგადასახადო ორგანოებმა ამ ბრძანებით გათვალისწინებული საკონტროლო-სალარო აპარატების ლუქების გამოყენება დაიწყონ 2006 წლის 1 სექტემბრიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ, ხოლო 2006 წლის 1 სექტემბრამდე  დარეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვა, ამ ბრძანებით დადგენილი წესით, განხორციელდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან არა უგვიანეს 2007 წლის 1 იანვრამდე. 5. 2007 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები ლუქის გარეშე მუშაობისათვის ან მისი დაზიანებისათვის გავრცელდეს მხოლოდ იმ გადამხდელებზე, რომელთა საკონტროლო-სალარო აპარატები დაექვემდებარა დალუქვას ამ ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად და მათი მხრიდან დალუქვის შემდეგ იქნა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევა. 6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ალექსიშვილი ინსტრუქცია საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის და 97​1 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების (შემდგომში – სსა) დალუქვასთან დაკავშირებულ პროცედურებს. 2. სსა-ების დალუქვა ხორციელდება იმ საგადასახადო ინსპექციაში, რომელშიც რეგისტრირებულია სსა.     მუხლი 2🔗. საკონტროლო-სალარო აპარატის დალუქვის წესი 1. სსა-ის პირველადი დალუქვა ხორციელდება მისი საგადასახადო ინსპექციაში (შემდგომში – ინსპექცია) რეგისტრაციის პროცედურის დამთავრებისთანავე. 2. სსა-ის დალუქვას ახორციელებს ინსპექციის უფროსის/მოადგილის მიერ ამ მიზნისათვის განსაზღვრული საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს უფლებამოსილი პირი. 3. სსა-ის დალუქვა ხორციელდება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) მიერ ამ კონკრეტულ მოდელზე რეკომენდებულ ლუქის დასადებ ადგილებზე. 4. თუ სააგენტოს მიერ სსა-ის კონკრეტულ მოდელზე ლუქის დასადები ადგილი არ არის განსაზღვრული, ინსპექცია სსა-ს ლუქავს იმ ადგილებში, რომელიც მაქსიმალური ალბათობით გამორიცხავს სსა-ის კორპუსის გახსნას ლუქის დაზიანების გარეშე. 5. ლუქი უნდა დაიდოს ისე, რომ ლუქზე არსებული აღნიშვნები (ლუქის ნომერი და ინსპექციის დასახელება) არ ემთხვეოდეს სსა-ის კორპუსის გამყოფ ჭრილს. 6. სსა-ის დალუქვა ხორციელდება სპეციალური დამცავი ნიშნების მქონე თვითწებადი ლუქით (შემდგომში – ლუქი) ამისათვის განსაზღვრულ ადგილებზე დაწებების გზით. ამასთან, თვითწებად ლუქში გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი სახის წებო, რომელიც არ იძლევა სსა-დან ლუქის აძრობის საშუალებას დაზიანების გარეშე. 7. თვითწებად ლუქზე აღნიშნულ უნდა იყოს ინსპექციის დასახელება და ლუქის ნომერი. 8. სსა-ის პირველადი და შემდგომი (დაზიანების და სხვა შემთხვევებში) დალუქვა რეგისტრირდება სსა-ის დალუქვის ჟურნალში (დანართი №1), სადაც აღინიშნება: ა) გადამხდელის დასახელება; ბ) სსა-ის განთავსების ადგილი; გ) დადებული ლუქის ნომერი; დ) ლუქის დადების თარიღი; ე) შენიშვნა. 9. სსა-ის დალუქვის ჟურნალში შეიტანება მისი ყოველი ხელახალი დალუქვის შემთხვევები. 10. სსა-ის დაზიანების შემთხვევაში, თუ მისი შეკეთება საჭიროებს ლუქის მოხსნას ან იმ შემთხვევაში, თუ ლუქი მექანიკურად დაზიანდა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დაზიანების აღმოფხვრამდე (ხოლო ლუქის მექანიკური დაზიანების შემთხვევაში – ინსპექციის მიერ სსა-ის ხელახალ დალუქვამდე) შეაჩეროს საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება. ამ შემთხვევაში იგი ინსპექციას უგზავნის შეტყობინებას დანართი №2 ფორმის მიხედვით, სსა-ის ან ლუქის დაზიანების დაფიქსირებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა. 11. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება ჩაბარებულ უნდა იქნეს სსა-ის განთავსების ადგილის მიხედვით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ინსპექციის ადმინისტრირების სამმართველოს განყოფილებაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ ერთეულში ადმინისტრირების სამმართველოს არ აქვს განყოფილება, მაშინ შეტყობინება უნდა ჩაბარდეს ამ სამმართველოს შესაბამის თანამშრომელს აღნიშნულ ერთეულში. ის გადასახადის გადამხდელები, რომელთა სსა-ები რეგისტრირებულია ინსპექციის ადმინისტრაციული შენობის განთავსების ტერიტორიაზე, შეტყობინებას აბარებენ ინსპექციის კანცელარიაში. 12. ლუქის მოხსნის ან ლუქის მექანიკური დაზიანების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ თუ არ იქნა უზრუნველყოფილი ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ინსპექციაში შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა, აღნიშნული ჩაითვლება საგადასახადო სამართალდარღვევად, რომელიც იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მიხედვით. 13. სსა-ის დაზიანების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს და ტექნიკური მომსახურების ცენტრს (ან სხვა სარემონტო საწარმოს) უფლება აქვთ ახსნან (ლუქის გაჭრის გზით) ლუქი ისე, რომ რომ არ დაზიანდეს ლუქზე ინსპექციის დასახელებისა და ნომრის შემცველი ინფორმაციის განთავსების ადგილები და ამის შემდგომ უზრუნველყონ სსა-ების შეკეთების სამუშაოთა დაწყება. 14. სსა-ის შეკეთების (მასში დაზიანების მიზეზების აღმოფხვრის) შემდეგ, მისი ექსპლუატაციის დაწყებამდე, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სსა წარადგინოს ინსპექციაში მისი ხელახალი დალუქვის მიზნით. 15. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ინსპექციაში გაგზავნილ იქნა შეტყობინება სსა-ზე დადებული ლუქის მექანიკურად დაზიანების შესახებ, ინსპექციის შესაბამისმა თანამშრომელმა ამ შეტყობინების მიღებიდან (გაგზავნიდან) ორი სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს სსა-ის განთავსების ადგილზე გასვლა და სსა-ის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული შესაბამისი ჩანაწერების ამობეჭდვის გზით იმის დადგენა, შეტყობინებაში მითითებული თარიღის შემდეგ გადამხდელის მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი სსა-ის გამოყენების ფაქტს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ფაქტი არ გამოვლინდა (ხოლო ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ), ინსპექციის თანამშრომელი ადგილზევე უზრუნველყოფს სსა-ის დალუქვას. დანართი №1 საკონტროლო-სალარო აპარატის დალუქვის ჟურნალი № გადამხდელის დასახელება სსა-ის განთავსების ადგილი დადებული ლუქის ნომერი ლუქის  დადების თარიღი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 ხელახალი დალუქვის შემთხვევაში „შენიშვნის” გრაფაში გაკეთდება აღნიშვნა „ხელახალი დალუქვა” და მიეთითება, თუ მერამდენედ ილუქება აღნიშნული სსა. დანართი №2                           შეტყობინება საკონტროლო-სალარო აპარატის (ან მასზე დადებული ლუქის) დაზიანების შესახებ –––––––––––––––––––––––––––––––––––––-–––––––––––––––––საგადასახადო ინსპექციის გადასახადების                                                               (ინსპექციის სრული დასახელება)  ადმინისტრირების სამმართველოს–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                              (განყოფილება/მთავარი ინსპექტორი ადმინისტრციულ-ტერიტორიულ ერთეულში) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                               (გადასახადის გადამხდელის დასახელება, საიდენტიფიფიკაციო ნომერი, მისამართი)  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად გაცნობებთ,   რომ - საკონტროლო-სალარო აპარატი მოდელი----, საქარხნო ნომერი------------, განთავსების ადგილი------------------------------------------------, სარეგისტრაციო N-----------      მიმდინარე წლის ,,-------“ ,,-------------“ --------სთ --------წთ დაზიანდა. დაზიანების აღმოფხვრა საჭიროებს სსა-ის გახსნას და შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის გაჭრას. შეკეთებამდე სსა-ის მაჯამებელი მრიცხველის ჩვენება (გაუნაშთავი ჯამი) შეადგენს---------------, ხოლო ამ სსა-ზე ამობეჭდილი ბოლო Z ანგარიშის ნომერია ---------------, თანხით-----------------------. - საკონტროლო-სალარო აპარატზე -------------------------------------------------------------------------------                                                                                      (მოდელი, საქარხნო ნომერი, განთავსების ადგილი, სარეგისტრაციო ნომერი) საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის მექანიკური დაზიანება მოხდა მიმდინარე წლის ,,-------“ ,,-------------“ --------სთ --------წთ. გთხოვთ, უზრუნველყოთ სსა-ის ხელახალი დალუქვა. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე  მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, შეჩერებულია. გადასახადის გადამხდელი/მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ––––––––––––––––––––––––––––                                                                                                                                                                    (ხელმოწერა)                                                                                                                             ––––––––––––––––––––––––––––                                                                                                                                                                        (თარიღი)