ტექნიკური რეგლამენტის − თრუსოს დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №425 |
|
2024 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
ტექნიკური რეგლამენტი − თრუსოს დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
„თრუსოს დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (შემდგომში − წესი) წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს თრუსოს დაცულ ლანდშაფტში დაშვებული საქმიანობების განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.
1. ეს წესი არეგულირებს თრუსოს დაცულ ლანდშაფტში 7007 ჰექტარ ფართობზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
2. წესის ძირითადი მიზნებია:
ა) თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსებით სარგებლობის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) თრუსოს დაცულ ლანდშაფტში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, დაცული ლანდშაფტის ინტერესებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა;
გ) თრუსოს დაცულ ლანდშაფტში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება.
3. წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვას;
ბ) ხელი შეუწყოს უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნებას;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად, ხელი შეუწყოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;
ე) ხელი შეუწყოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვასა და აღდგენას;
ვ) ხელი შეუწყოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვას, აღდგენასა და რაციონალურ გამოყენებას, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვასა და შენარჩუნებას.
4. თრუსოს დაცული ლანდშაფტის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საქმიანობა და ასევე ნებისმიერი სხვა დაშვებული საქმიანობა რეგულირდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3. თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
1. თრუსოს დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს თრუსოს ხეობას.
2. თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორია მოიცავს „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით − 7007 ჰა.
1. თრუსოს დაცული ლანდშაფტი შექმნილია ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად.
2. თრუსოს დაცულ ლანდშაფტში „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა გარდა:
ა) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;
ბ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
გ) ფეხითა და ცხენით გადაადგილებისა;
დ) გზებზე უმატორო და მოტორიანი ტრანსპორტით გადაადგილებისა;
ე) ვიზიტორთა ყოფნა-გადაადგილებისა;
ვ) გზების მოვლის, ბილიკების მოვლისა და მოწყობისა;
ზ) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობისა;
თ) დაცვისა და მოვლის ღონისძიებებისა;
ი) გარემოსა და ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვისა, მოვლა-პატრონობისა და აღდგენისა;
კ) არამანიპულაციური და მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარებისა;
ლ) ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაციისა და აღდგენისა;
მ) რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელებისა;
ნ) განახლებადი ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობისა;
ო) ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელებისა, მათ შორის, მხოლოდ თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქლის ქვით) სარგებლობა;
პ) ტურიზმისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტის განვითარებისა და დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობისა;
ჟ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობისა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისა, მათ შორის, არაუმეტეს 6 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობისა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, თრუსოს დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად;
რ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;
ს) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა;
ტ) სპორტული და სამოყვარულო თევზჭერისა;
უ) სასაზღვრო ზონასა და ზოლში, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საზღვრის დაცვისათვის დადგენილი საქმიანობისა;
ფ) სახელმწიფო თავდაცვის მიზნებიდან გამომდინარე საქმიანობისა;
ქ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელებისა.