„საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მიღების თარიღი 17.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №421
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.024816 1021
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 18/12/2024
154 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“ კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 17.12.2024 საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% 01.02.2025 „1966 წლის სატვირთო მარკის შესახებ საერთაშორისო კონვენციის 1988 წლის ოქმთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 12.02.2019 „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპულ შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 84% 22.06.2016 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის თაობაზე“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 26.03.2021

დოკუმენტის ტექსტი

„საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №421 2024 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი „საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, საქართველო შეურთდეს 1987 წლის 20 მაისის „საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ კონვენციას. მუხლი 2🔗 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ: ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული კონვენციის დადების შესახებ; ბ) შეატყობინოს ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე; გ) აცნობოს ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს, რომ კონვენციის 15ა მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ იგი ეთანხმება კონვენციის მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ ერთობლივი კომიტეტის რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებული იქნება მოწვევის თარიღსა (2024 წლის 21 ოქტომბერი) და იმ თარიღს შორის, როდესაც შეერთება შევა ძალაში კონვენციის 15ა მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე