„საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“ კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მიღების თარიღი 17.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №420
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.024815 1021
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 18/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ კონვენცია „საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“ კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №420
2024 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“ კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, საქართველო შეურთდეს 1987 წლის 20 მაისის „საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“ კონვენციას.
მუხლი 2🔗
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული კონვენციის დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე;
გ) აცნობოს ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს, რომ კონვენციის 11ა მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ იგი ეთანხმება კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ ერთობლივი კომიტეტის რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებული იქნება მოწვევის თარიღსა (2024 წლის 21 ოქტომბერი) და იმ თარიღს შორის, როდესაც შეერთება შევა ძალაში კონვენციის 11ა მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე