“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 აპრილის №429 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.027.008.254
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №320
2006 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 აპრილის №429 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგ-ვისტოს №70 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 აპრილის №429 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №41, მუხლი 340) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3.
ა) სტაჟირება – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში), იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ ტერიტორიულ ორგანოებში (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო), მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) ამ წესით რეგულირე-ბადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად იუსტიციის სამინისტროში შეაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4.
ეს წესი არ ვრცელდება:
ა) იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე;
ბ) იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.“.
3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების პერიოდში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელძღვანელის უშუალო მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის ჩვენებით. პირადი მოსწრების დღიური (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტაჟიორმა სტაჟირების ვადის გასვლის მომენტისათვის უნდა წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს მის მიერ გაწეული მუშაობის შედეგე-ბის შეჯამებისას.“.
4. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 23.
ამ წესის ძალადაკარგულად ცნობა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
5. დანართი №2 (განაცხადი სტაჟირებაზე) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
დანართი 2

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
განაცხადი სტაჟირებაზე
1. გვარი,სახელი-----------------------------------------------------------------------------
2. დაბადების ადგილი, თარიღი -------------------------------------------------------------
3. მოქალაქეობა--------------------------------------------------------
4. პირადობის მოწმობის ნომერი----------------------------------------------------------
5. ოჯახური მდგომარეობა -----------------------------------------------
6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული
ფოსტა, ფაქსი
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
7. განათლება ( როდის რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ)
| როდიდან | როდემდე | სასწავლებელი | ფაკულტეტი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად
9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) დადიპლომის ნომერი
| სპეციალობა | კვალიფიკაცია | დიპლომის № |
|
|
|
|
|
|
|
|
10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე
შეაფასეთ ენის ცოდნის დონეშემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად
| ენა | კითხვა | მეტყველება | წერა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
--------------------------------------------------------------------------------------------------------
12. რატომ აირჩიეთ აღნიშნული სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენიპროფესიონალური გეგმები და მიზნები
13. იუსტიციის სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში (დაწესებულება)გსურთ სტაჟირების გავლა. მიუთითეთ სამი სტრუქტურულ ქვედანაყოფი (ან დაწესებულება) პრიორიტეტების მიხედვით.
14. თქვენი ინტერესთა სფეროები
15.რა სახის გრანტები და სტიპენდიები გაქვთ მოპოვებული წარსულში:
| როდის | ორგანიზაცია - დაწესებულება | თანხის ოდენობა |
|
|
|
|
|
|
|
|
16. შრომითი საქმიანობა
| როდიდან-როდემდე
| უწყება, ორგანიზაცია | თანამდებობა | ორგანიზაციის სადაც, მუშაობდით მისამართი უწყება |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
|
17. ხართ თუ არა საზღვარგარეთ ნამყოფი კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა
პროფესიული მიზნით:სად, როდის?
----------------------------------------------------------------------------------------------------------
18. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო
წოდება: როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანო-დაწესებულებისგან
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
19. ერთი რეკომენდაცია
(მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი და გვარი და საკონტაქტო მონაცემები)
20. გთხოვთ ცალკე ფურცელზე დეტალურად დაასაბუთოთ, თუ რას ელით იუსტიციის სამინისტროში სტაჟირებისაგან. დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები ფორმატისა და შინაარსის შესახებ.
ფორმატი
· არაუმეტეს ერთი ნაბეჭდი გვერდისა 1,5 ინტერვალით;
შინაარსი:
· თქვენი პროფესიული მიზნები;
· რა როლს ითამაშებს იუსტიციის სამინისტროში სტაჟირება აღნიშნული მიზნების მისაღწევად?
· რატომ აირჩიეთ თქვენს მიერ ზემოთ მითითებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი (დაწესებულება) სტაჟირებისათვის?
· როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი წვლილი აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფის (დაწესებულება) საქმიანობაში?
· მოკლედ აღწერეთ იუსტიციის სამინისტროში ჩვენი სტაჟირების სავარაუდო შედეგები და მათი გამოყენება თქვენს შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში;
21. გთხოვთ, ცალკე წარმოადგინოთშშემდეგი საბუთები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) თქვენი აქტუალური CV;
გ) ფოტოსურათი;
დ) დიპლომის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
ე) რეკომენდაცია/შუამდგომლობა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სტაჟირების გავლის კანდიდატმა საკადრო საკითხთა დეპარტამენში დამატებით უნდა წარმოადგინოს
ა) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
ბ) სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
22. შენიშვნები
შევსების თარიღი------------------------------------------
პირადიხელმოწერა------------------------------------------