საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.03.2006
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №186
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.255
გამოქვეყნების წყარო სსმ, 32, 10/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.25in 55.35pt 48.2pt 36.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.255
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №186
2006 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილისა და 971 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ,,საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესები და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტები“ დანართებთან ერთად (დანართი №1 და №2).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესები და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესები შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილისა და 971 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და ისინი განსაზღვრავენ საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულად ანგარიშსწორებაზე დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) პროცედურებსა და სალაროს ჩეკში შესატან აუცილებელ რეკვიზიტებს.
2. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ მომხმარებლებთან საქონლის/მომსახურების მიწოდების პროცესში ყოველ კონკრეტულ ობიექტზე ნაღდი ფულით ანგარიშსწორების მონაცემების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა ხდება მხოლოდ შესაბამის საგადასახადო ორგანოში დადგენილი წესით რეგისტრირებული და სათანადო წესით დალუქული საკონტროლო-სალარო აპარატებით.
3. საკონტროლო-სალარო აპარატების დანერგვასა და გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ შესაბამისი საგადასახადო ორგანოები.
მუხლი 2🔗. გამოყენებული ტერმინები და ცნებები
1. საკონტროლო-სალარო აპარატი (შემდგომში – სსა) – ფისკალური მეხსიერების და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მქონე როგორც დამოუკიდებლად მომუშავე, ასევე პროგრამულ-ტექნიკურ კომპლექსში ჩართული ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც გამიზნულია მომხმარებლების მიერ ნაღდი ფულით განხორციელებული გადახდების შესახებ მონაცემების რეგისტრაციისათვის, მათი შენახვისთვის და ამობეჭდვის გზით შესაბამისი ანგარიშგებითი დოკუმენტების ფორმირებისთვის (მათ შორის სპეციალური მოწყობილობების საშუალებით);
2. ტექნიკური მომსახურების ცენტრი (შემდგომში – ტმც) – ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელიც გადამხდელებთან ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მათი საკონტროლო-სალარო აპარატის ექსპლუატაციაში შეყვანას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას და რომელსაც აქვს ასეთი საქმიანობის განხორციელებისათვის შესაბამისი მატერიალური და საკადრო ბაზა;
3. სარეზერვო საკონტროლო-სალარო აპარატი (შემდგომში – სარეზერვო სსა) – სსა-ს დაზიანების აღმოფხვრის დროის განმავლობაში ტმც-ის მიერ გადამხდელისათვის დროებით მფლობელობაში გადაცემული სსა (თუ მათ შორის დადებული ხელშეკრულება ამას ითვალისწინებს), რომლიდანაც გადამხდელი უფლებამოსილია ამ დროის განმავლობაში განახორციელოს მომხმარებელებთან ფულადი ოპერაციები. სარეზერვო სსა-ის გამოყენების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. სარეზერვო სსა ტმც-ის მიერ რეგისტრირდება იმ საგადასახადო ორგანოში, სადაც ტმც დგას საგადასახადო აღრიცხვაზე. ამ შემთხვევაში, სსა-ის რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი სარეზერვო სსა-ს რეგისტრაციაში ატარებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოღონდ როგორც სარეგისტრაციო ჟურნალში (სსა-ის დადგმის მისამართის გრაფაში) და სარეგისტრაციო ბარათში აკეთებს აღნიშვნას ,,სარეზერვო სსა“.
4. სსა-ის მომწოდებელი – საწარმო, რომელიც სსა-ს კონკრეტული მოდელის მწარმოებლისაგან მონიჭებული შესაბამისი უფლებამოსილების (ხელშეკრულების) საფუძველზე ორგანიზებას უწევს (მათ შორის ამ უფლების სხვა საწარმოებზე დელეგირების გზით) ამ მოდელის ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს და ახდენს მის რეალიზაციას. სსა-ის მომწოდებელი, თუ ის უშუალოდ ახორციელებს ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს, საქმიანობის ამ ნაწილში წარმოადგენს ტმც-ს.
5. სსა-ის გამოყენებას დაქვემდებარებული პირი (შემდგომში – გადამხდელი) – პირი, რომელსაც საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ევალება მომხმარებელთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება განახორციელოს სსა-ს მეშვეობით.
6. მოლარე-ოპერატორი – გადამხდელის წარმომადგენელი (თანამშრომელი) რომელმაც შეისწავლა სსა-ს ექსპლუატაციის წესები და რომელთანაც გადამხდელს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ.
7. მომხმარებელი – პირი, რომელიც ნაღდი ფულით ანაზღაურებს მისთვის მიწოდებულ/მისაწოდებელ საქონელზე/მომსახურებაზე გადასახდელ თანხას (სრულად ან ნაწილობრივ), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანხის ანაზღაურება ხდება მისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განსაზღვრულ საქონლის/მომსახურების ღირებულების დასაფარავად.
8. სალაროს ჩეკი (შემდგომში – ჩეკი) – დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებულ/მისაწოდებელ საქონელზე/მომსახურებაზე ნაღდი ფულის გადახდის ფაქტი.
მუხლი 3🔗. საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაცია
1. სსა-ის ექსპლუატაცია არის მისი დადგმის, დალუქვის, ტექნიკური მომსახურების, გამოყენების და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ერთიანი პროცესი, რომლის განხორციელების უზრუნველყოფას ახდენს გადამხდელი ამ წესით მისთვის განსაზღვრული ვალდებულებათა შესაბამისად.
2. გადამხდელი ვალდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, შესაბამისი მონაცემების აღსაღრიცხავად გამოიყენოს სსა.
3. გადასახადის გადამხდელის ობიექტის ფუნქციონირება სსა-ის გარეშე მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთი:
ა) გადასახადის გადამხდელს თავის მფლობელობაში არ გააჩნია სსა;
ბ) გადასახადის გადამხდელს გააჩნია სსა, მაგრამ ის არ არის დარეგისტრირებული შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში;
გ) სსა რეგისტრირებულია საგადასახადო ინსპექციაში, მაგრამ აღნიშნული მოდელი ამოღებულია სახელმწიფო რეესტრიდან და გასულია მისი გამოყენებისათვის დაშვებული კანონმდებლობით დადგენილი ვადა;
დ) სსა-ზე არ არის ჩართული ფისკალური მეხსიერება და მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების განხორციელება ხდება არაფისკალური რეჟიმით.
4. სსა-ის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც გადასახადის გადამხდელს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული აპარატი, რომელიც შეტანილია სახელმწიფო რეესტრში, აპარატზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე აპარატის გამოყენება, რაც თავის მხრივ მოიცავს იმ მომენტს, რომ მომხმარებლისგან ყოველ ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან გადამხდელი თავისუფლდება სსა-ის გამოყენების ვალდებულებისაგან) სსა-ში ამორტყმული იყოს ერთი სალაროს ქვითარი (ჩეკი). სსა-ის გამოუყენებლობად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სსა-ის შეკეთების პერიოდში (მგრამ არა უმეტეს 7 დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების განხორციელება წარმოებს სარეზერვო სსა-ის მეშვეობით.
5. სსა-ის დაზიანების შემთხვევაში, გადამხდელი ვალდებულია ამ დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ოპერაციები. გადამხდელი სსა-ის დაზიანების აღმოფხვრას უზრუნველყოფს ტმც-ის მეშვეობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტმც-ის პირობები მისთვის მიუღებელია (მ.შ. მომსახურების ღირებულების თვალსაზრისით), სსა-ის შეკეთება შეიძლება უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მეშვეობით. ამასთან, იმ შემთხვევაში, როცა სსა-ის შეკეთება მოითხოვს მისი რომელიმე მარაგ-ნაწილის გამოცვლას, დაუშვებელია მისი არაიდენტური ნაწილით ჩანაცვლება.
6. სსა-ის დაზიანების ისეთი შემთხვევისას, როდესაც დაზიანების აღმოფხვრა მოითხოვს სსა-ის გახსნას, რაც გამოიწვევს საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის დაზიანებას, გადამხდელი ვალდებულია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს საგადასახადო ორგანოს. გადასახადის გადამხდელის (ტმც-ის ან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირის) მიერ საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული თვითწებადი ლუქის მთლიანად მოხსნა დაუშვებელია. ლუქის დაზიანება უნდა მოხდეს მისი სსა-ის კორპუსის ელემენტების შეერთების ადგილზე გაჭრის გზით ისე, რომ არ დაზიანდეს ლუქის ნომერი. დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ, ობიექტზე მისი ექსპლუატაციის დაწყებამდე, უნდა მოხდეს საგადასახადო ორგანოს მიერ სსა-ის დალუქვა დადგენილი წესების შესაბამისად.
7. ყოველ კონკრეტულ ობიექტზე სსა-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გადამხდელი ვალდებულია:
ა) სსა-თან სამუშაოდ დაუშვას მხოლოდ ის პირები (მოლარე-ოპერატორი), რომლებმაც შეისწავლეს კონკრეტული სსა-ის ტექნიკური დოკუმენტაციის და ამ წესის შესაბამისად მისი ექსპლუატაციის წესები და შეუძლიათ აპარატთან მუშაობა. გადასახადის გადამხდელის მიერ მოლარე-ოპერატორებთან გაფორმებულ უნდა იქნეს ხელშეკრულება მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ;
ბ) მოაწყოს სამუშაო ადგილი, სსა-ის საექსპლუატაციო დოკუმენტაციის და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით. აუცილებელია სსა-ის სამუშაო ადგილზე იყოს სალაროს უჯრა ან ნაღდი ფულის შესანახი სხვა სათავსი, რომელშიც მოლარე-ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს სსა-ის მიხედვით გატარებული ნაღდი ფულის მიღება და გაცემა;
გ) უზრუნველყოს სსა-ზე საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქების მთლიანობის (დაზიანებისაგან) დაცვა. სსა-ის დაზიანების შემთხვევაში, ლუქის დაზიანება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება უნდა მოხდეს ამ და დალუქვის წესების თაობაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
დ) შეასრულოს საგადასახადო ორგანოების კანონიერი მოთხოვნები სსა-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს მათი უფლებამოსილი თანამშრომლების დაუბრკოლებელი დაშვება სსა-თან;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თითოეული სსა გახსნას და ორგანიზება გაუწიოს მოლარე-ოპერატორის მხრიდან ჟურნალის წარმოების პროცესს;
ვ) უზრუნველყოს თითოეულ ობიექტზე რეგისტრირებული სსა-ების მიხედვით, სარეგისტრაციო ბარათების, მათი პასპორტების (ანალოგიური შინაარსის მქონე დოკუმენტების), ამ წესით განსაზღვრული აქტების და სსა-ების ექსპულატაციასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის შენახვა 6 წლის განმავლობაში;
ზ) უზრუნველყოს სსა-ის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ექსპლუატაცია;
თ) უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
8. მოლარე-ოპერატორი ვალდებულია:
ა) მუშაობის დაწყებამდე უზრუნველყოს სსა-ში შესაბამისი ლენტების ჩადება;
ბ) ჩართოს აპარატი ელექტროქსელში და ნულოვანი ჩეკების მიღებით შეამოწმოს მისი მუშაობა. შეამოწმოს ამობეჭდილ ჩეკებში აუცილებელი რეკვიზიტების ასახვის მდგომარეობა, თარიღის და დროის ჩვენების სიზუსტე;
გ) სსა-ის ექსპლუტაცია აწარმოოს საექსპლუატაციო დოკუმენტაციის და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით;
დ) მომხმარებლის მიერ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ყველა ოპერაციაზე ამობეჭდოს და შესთავაზოს (დადოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილას) მომხმარებელს ამობეჭდილი ჩეკი. თუ მომხმარებლის მიერ მიწოდებელი/მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ანგარიშში გადახდილი თანხიდან მომხმარებელს უნდა დაუბრუნდეს ხურდა, ჩეკში ამოსაბეჭდად სსა-ში შესაძლებელია გატარებულ იქნეს მხოლოდ ის თანხა, რომელიც რჩება სალაროში;
ე) როდესაც სსა-ის ჩეკში შეცდომით ამოირტყმება არასწორი თანხა, უნდა შედგეს დანართი № 1-ით განსაზღვრული ფორმის აქტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს როგორც მოლარე-ოპერატორმა, ასევე მოლარე-ოპერატორზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.). ამასთან შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი უნდა დაეკრას ამ აქტს. ასეთივე აქტი 2 ეგზემპლარად დგება იმ შემთხვევაშიც, როცა მომხმარებლის მიერ ხდება იმ დღეს ნაყიდი საქონლის დაბრუნება ჩეკის საფუძველზე და ამასთან, მოლარე-ოპერატორს გააჩნია იმის უფლება, რომ მიიღოს საქონელი და დაუბრუნოს მომხმარებელს მასში გადახდილი თანხა. ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირების გარდა აქტს ხელი უნდა მოაწეროს მომხმარებელმაც, რომელსაც უნდა გადაეცეს აქტის ერთი ეგზემპლარი. მოლარე-ოპერატორთან დარჩენილ აქტს უნდა დაეკროს მომხმარებლის მიერ მოცემული ჩეკი;
ვ) თავისი სამუშაო ცვლის ბოლოს ამობეჭდოს Z ანგარიში, რომელსაც უნდა დაეკროს ნულოვანი ჩეკები და დღის განმავლობაში შედგენილი აქტები გადასცეს შესაბამისად უფლებამოსილ პირს. ყოველი Z ანგარიშის ამობეჭდვის შემდეგ შესაბამის ფორმებში უზრუნველყოს ამ სსა-ის მიხედვით მაჯამებელი მრიცხველის ჩვენების (გაუნაშთავი ჯამის) დაფიქსირება.
9. სსა-ის გაუმართაობის (დაზიანების) შემთხვევაში მოლარე-ოპერატორი ვალდებულია:
ა) გამორთოს სსა;
ბ) გადამხდელთან (საწარმოს დირექციასთან)ერთად განსაზღვროს გაუმართაობის (დაზიანების) ხასიათი;
გ) თუ სსა-ის გაუმართაობის (დაზიანების) გამო შემდგომი მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია. მოლარე-ოპერატორი ამთავრებს მუშაობას სსა-თან და წყვეტს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას.
10. გაუმართავად (დაზიანებულად) უნდა ჩაითვალოს სსა რომელიც:
ა) არ ბეჭდავს, გაუგებრად (ბუნდოვნად) ბეჭდავს ან არ ბეჭდავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა რეკვიზიტს ჩეკზე (მ.შ. არასწორი თარიღის და დროის ჩვენებით);
ბ) არ ბეჭდავს, ბუნდოვნად ან არასრულად ბეჭდავს საკონტროლო ლენტს ან სხვა დოკუმენტებს, აგრეთვე არ ასრულებს ან შეცდომით ასრულებს იმ ოპერაციებს, რომლებიც გათვალისწინებულია სსა-ის ტექნიკური მოთხოვნებით;
გ) ვერ ღებულობს მონაცემებს, რომელიც დაცულია სსა-ის ფისკალურ მეხსიერებაში, რაც აუცილებელია საგადასახადო ორგანოების მხრიდან სათანადო კონტროლის განსახორციელებლად.
11. კონკრეტულ სსა-ს შესაძლებელია ჰქონდეს გაუმართავი მუშაობის სხვა მიზეზებიც, რომელიც როგორც წესი გათვალისწინებული უნდა იყოს მისი ტექნიკური ექსპლუატაციის წესებში.
12. სსა-ში დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო დროის პერიოდში გადამხდელი აჩერებს მომხმარებელთან ნაღდი ფულით განსახორციელებელ ყველა ოპერაციას (წყვეტს ნაღდი ფულის მიღებას). ამ პერიოდში მას შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ ტმც-ის მიერ დროებით მფლობელობაში გადმოცემული სარეზერვო სსა.
13. ტმც სსა-ის ტექნიკურ მომსახურებას და/ან რემონტს ახორციელებს სსა-ის მფლობელთან დადებული რამდენიმე საანგარიშო თვის მომცველი ხელშეკრულების საფუძველზე ან ერთჯერადად, ხელშეკრულების გარეშე დაზიანების აღმოფხვრის ან/და შესაბამისი მარაგნაწილის რეალიზაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ხელშეკრულება, ტმც, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, უზრუნველყოფს სსა-ის ტექნიკური გამართულობას მისი საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შესაბამისად. გარდა ამისა, ტმც გადამხდელთან გაფორმებული ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პერიოდში უზრუნველყოფს:
ა) სსა-ის ექსპლუატაციაში გაშვებისათვის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას, მის დაპროგრამირებას, სარემონტო სამუშაოების განხორციელებას, აღმოჩენილი დაზიანებების აღმოფხვრას და სსა-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოების ჩატარებას;
ბ) გადამხდელის ან საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ადგენს ტექნიკურ დასკვნებს სსა-ის გამართულობის შესახებ;
გ) საგადასახადო ორგანოში იმ სსა-ების დარეგისტრირებას, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნენ როგორც სარეზერვო სსა-ები;
დ) სსა-ის შესაკეთებლად წაღების და დაბრუნების შემთხვევაში ორ ეგზემპლარად ადგენს შესაბამის აქტს დანართი №2-ით გათვალისწინებული ფორმის მიხედვით;
ე) საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის დაზიანების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ორგანოს დაუყოვნებლივ ინფორმირებას აღნიშნულის თაობაზე;
ვ) მოლარე-ოპერატორების სწავლების ორგანიზებას.
14. სსა-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანო ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სსა-ის ფისკალური მეხსიერების ჩართვა და საგადასახადო ინსპექტორის პაროლის შეყვანა;
ბ) დადგენილი წესით ტმც-სთან ერთად მოახდინოს სსა-ის დალუქვა;
გ) შეკეთებული (გარემონტებული) აპარატის ხელახალი დალუქვა;
დ) აწარმოოს ზედამხედველობა სსა-ის ექსპლუატაციის (გამოყენების) წესების დაცვაზე და შესაბამისი სამართალდარღვევის გამოვლენისას განახორციელოს საგასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.
მუხლი 4🔗. სალაროს ჩეკში შესატანი რეკვიზიტები
1. ჩეკის გაცემა ხდება ნაღდი ფულის გადახდისთანავე ან/და ხურდის დაბრუნებასთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელი ნაღდი ფულის გადახდას ახორციელებს იმ პირთან, რომელიც არ წარმოადგენს მოლარე-ოპერატორს (მაგ., საზკვების ობიექტში მომსახურე პერსონალი), მომხმარებელზე ჩეკი მიცემულ უნდა იქნეს გონივრულ ვადაში.
2. მომხმარებლისათვის გაცემულ ჩეკზე უნდა აისახოს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) გადამხდელის დასახელება;
ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) სსა-ის საქარხნო ნომერი;
დ) ჩეკის ნომერი;
ე) გადახდილი თანხის ოდენობა, თარიღი და დრო;
ვ) სსა-ის ფისკალურ რეჟიმში ყოფნის დამადასტურებელი ნიშანი.
3. ჩეკზე, გადამხდელის სურვილისამებრ, შესაძლებელია ასახულ იქნეს სხვა დამატებითი მონაცემებიც.
დანართი №1
მომხმარებელზე ფულის დაბრუნების (ჩეკის განაღდების) ან მოლარე-ოპერატორის მიერ შეცდომით ამორტყმული ჩეკის ფაქტის ფიქსაციის
აქტი
თარიღი: ,,---------“ ,,-------------“ 200 წ. აქტი შედგენილია ----------- სთ ------------- წთ-------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საწარმოს დასახელება, მისამართი, სადაც რეგისტრირებულია სსა, სსა-ის მოდელი, საქარხნო ნომერი
შეცდომით ამორტყმული ჩეკის შემთხვევაში:
(აქტი უნდა შედგეს დაუყოვნებლივ)
მოლარე-ოპერატორის --------------------------------------------მიერ ------------------------ საათსა და
(გვარი, სახელი)
----------- წუთზე ამორტყმულ იქნა ჩეკის №, რომელშიც ნაცვლად ----------------------------ისა
(თანხის ოდენობა, ლარი,თეთრი)
შეცდომით შეყვანილ იქნა -------------------------------------- , რის გამოც შესაბამისი ოდენობით
(თანხის ოდენობა, ლარი,თეთრი)
უნდა მოხდეს z ანგარიშში დასაფიქსირებელი ამონაგები თანხის კორექტირება.
მოლარე-ოპერატორი: ------------------------------------------------
(ხელმოწერა)
მოლარე-ოპერატორის
საქმიანობაზე ზედამხედველობის
განმახორციელებელი პირი: -----------------------------------------------
(გვარი, სახელი, თანამდებობა)
მომხმარებელზე ფულის დაბრუნების (ჩეკის განაღდების) შემთხვევაში:
(მოლარე-ოპერატორის მიერ მომხმარებელზე ფულის დაბრუნება დასაშვებია
მხოლოდ იმ დღის განმავლობაში, რომელშიც ამპრტყმულია და გაცემულია ჩეკი.
აქტი უნდა შედგეს მომხმარებელზე ფულის გადაცემამდე)
მომხმარებლის -----------------------------------------------------------------------------------------------------
(მომხმარებლის გვარი, სახელი, პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, დოკუმენტის ნომერი)
მიერ წარმოდგენილ №------- ჩეკის------------------------------------------------------------------ მიხედვით
(ჩეკის რეკვიზიტები: თანხა, ნომერი, გაცემის თარიღი და დრო (საათი, წუთი)
მასზე დაბრუნებულ იქნა --------ლარი -------თეთრი და უკან მიღებულ იქნა ამ ჩეკით შეძენილი საქონელი---------------------------------------------------------------------, რის გამოც შესაბამისი
(საქონლის დასახელება, რაოდენობა)
ოდენობით უნდა მოხდეს z ანგარიშში დასაფიქსირებელი ამონაგები თანხის კორექტირება.
განაღდებული (გაუქმებული) ჩეკი აქტს თან ერთვის.
მოლარე-ოპერატორი: ------------------------------------------------------------
(ხელმოწერა)
მომხმარებელი: ------------------------------------------------------------
(ხელმოწერა)
მოლარე-ოპერატორის
საქმიანობაზე ზედამხედველობის
განმახორციელებელი პირი: -----------------------------------------------------------
(გვარი, სახელი, თანამდებობა)
დანართი №2
სსა-ის შესაკეთებლად გადაცემისას და უკან დაბრუნების
აქტი №
სსა-ის შესაკეთებლად გადაცემის:
თარიღი: ,,---------“ ,,-------------“ 200 წ. ----------------------- სთ ------------------------- წთ
სსა-ის უკან დაბრუნების:
თარიღი: ,,---------“ ,,-------------“ 200 წ. ----------------------- სთ ------------------------- წთ
-------------------------- ხელმძღვანელმა (სხვა უფლებამოსილმა პირმა) --------------------------
(საწარმოს დასახელება) (გვარი,სახელი)
სსა-ზე მომუშავე მოლარე-ოპერატორმა (ან უფროსმა მოლარემ) ----------------------------
(გვარი, სახელი)
ტმც-ის (სხვა სარემონტო საწარმოს)------------------- წარმომადგენელს -----------------------------------
(დასახელება) (გვარი, სახელი)
შესაკეთებლად გადავეცით ----------------- არსებულ ჩვენს ობიექტზე დარეგისტრირებული სსა
(მისამართი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- .
(სსა-ის მოდელის დასახელება, საქარხნო ნომერი)
რომელიც რეგისტრირებულია ------------------------------- საგადასახადო ინსპექციაში.
(ინსპექციის დასახელება)
ბოლო z ანგარიშის ნომერი: ---------------
მთავარი მაჯამებელი მრიცხველის ჩვენებები (გაუნაშთავი ჯამი)
შეკეთებამდე ----------------------------------------------------------------------------
შეკეთების შემდეგ ---------------------------------------------------------------------------------
სსა-ის გაუმართავობის (დაზიანების) მოკლე აღწერა და ფისკალური მეხსიერების ბლოკის მდგომარეობა:-------------------------------------------------------------------------------------------------------
(ივსება ტმც-ს ან რემონტის განმახორციელებელი პირის მიერ)
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შესაკეთებლად გადაცემის დადასტურება: უკან დაბრუნების დადასტურება:
ხელმძღვანელი (სხვა უფლებამოსილი პირი) -------------------------- --------------------------------
(ხელმოწერა) (ხელმოწერა)
მოლარე-ოპერატორი (ან უფროსი მოლარე) ---------------------------- --------------------------------
(ხელმოწერა) (ხელმოწერა)
ტმც (სხვა სარემონტო) საწარმოს წარმომადგენელი ----------------------------- ----------------------------
(ხელმოწერა) (ხელმოწერა)