“საქართველოს თავდაცვის სამინიტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№69
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.22.026.008.256
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 14/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.008.256

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №69

2006 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წ., №76, მუხლი 809) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ)“ქვეპუნქტი:

,,ზ) ადამიანური რესურსების პოლიტიკის განსაზღვრა და ჩამოყალიბება.”.

ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

,,91. თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს სტრუქტურული ერთეულია ადამიანური რესურსების პოლიტიკის განყოფილება.“.

გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

,,111. ადამიანური რესურსების პოლიტიკის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: თავდაცვის სამინისტროში ადამიანური რესურსების პოლიტიკის განსაზღვრა, ჩამოყალიბება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სამხედრო და სამოქალაქო განათლების მიმართულებებისა და სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განათლების სფეროში განხორციელებული ღონისძიებების კოორდინირება და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში.“.

დ) დებულების მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. სამმართველოებს და განყოფილებას ხელმძღვანელობენ შესაბამისად, სამმართველოს უფროსები და განყოფილების უფროსი, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.“.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

ი. ოქრუაშვილი