დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3 826,6 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2024 წლის გეგმა
03 00
დასუფთავება და გარემოს დაცვა
3,826.6
03 01
დასუფთავება და ნარჩენების გატანა
3,422.3
03 02
მწვანე ნარგავების გაშენება, მოვლა-პატრონობა
394.3
03 02 01
მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა
284.7
03 02 02
მწვანე ნარგავების გაშენება
109.6
03 03
უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები
10.0
პროგრამის დასახელება
კოდი
დასუფთავება და ნარჩენების გატანა
2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში
03 01
3,422.3
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“
პროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველყოფა
პროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც ერთიანი სტრუქტურის მიმართებაში, ასევე მისი ცალკეული ფრაგმენტების კონტექსტში. მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის აუცილებელია მისი იერსახის ჰიგიენური და ესთეტიკური მოწესრიგება, ქუჩებსა და სკვერებში სისუფთავის დაცვა, ეპიდემიური დაავადებების კერების მოსპობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობისა და ვიზიტორთა კეთილდღეობას.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცალკეული ტერიტორიის მწვანე საფარის, ქუჩების, გზების, სულ 179,420 კვ.მ. ფართობის დაგვა-დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა (დღეში 50 ტონა ნარჩენი) 45 კმ-ზე კასპის ნაგავსაყრელზე 12 ნაგავმზიდით, სანაგვე კონტეინერების (1,1 მ³ ტევადობის 1570 ერთეული კონტეინერი) მოვლა-პატრონობა, გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელება; ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხებისა და ჭების გაწმენდა წვიმის ნიაღვრისგან ჩამოტანილი ნარჩენებისგან.
ნარჩენების მართვის პროცესში მოხდება გენდერული ასპექტების გათვალისწინება.
პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებები მოიცავს ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ ადმინისტრაციულ ხარჯებს.
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია დასუფთავების მუნიციპალური სერვისის ხარისხიანი ფუნქციონირება, ეკოლოგიურად სუფთა გარემო;
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა
2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში
03 02 01
284.7
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“
პროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველყოფა, სარეკრეაციო და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა.
პროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის აუცილებელია მისი იერსახის ჰიგიენური და ესთეტიკური მოწესრიგება, ქუჩებსა და სკვერებში სისუფთავის დაცვა, ეპიდემიური დაავადებების კერების მოსპობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობისა და ვიზიტორთა კეთილდღეობას.
ქვეპროგრამის ფარგლებში სეზონური და მრავალწლიანი მცენარეებით დეკორატიულად იქნება გაფორმებული ქალაქის სხვადასხვა ტერიტორია.
მუნიციპალიტეტში მწვანე საფარის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად სისტემატურად იქნება ჩატარებული სხვადასხვა სახის სამუშაოები: მწვანე საფარის გაცელვა, მწვანე ბალახის დაგროვება და გატანა, ხე-მცენარეების დეკორატიული სხვლა, გადამხმარი და დაზიანებული ხე-მცენარეების ამოძირკვა და გატანა, ხე-მცენარეების გადაბელვა, ხე-მცენარეების შეხვევა/გახსნა სეზონურად, მწვანე ნარგავების დარგვა, მორწყვა, შეწამლა, საჭიროების შემთხვევაში შხამქიმიკატების შეტანა, ხე-მცენარეების ირგვლივ შემობარვა, გათოხნა-გაფხვიერება, სეზონური მოყვავილე ერთწლიანი ყვავილების დარგვა და ამოღება, მცენარეების ირგვლივ გამარგვლა-გამოხილვა;
მოსალოდნელი შედეგი
განხორციელებულია გამწვანების ღონისძიებები, უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტში არსებული მწვანე საფარის და ნარგავების მოვლა-პატრონობა, გაუმჯობესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მწვანე ნარგავების გაშენება
2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში
03 02 02
109.6
პროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია;
მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური;
პროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველყოფა, სარეკრეაციო და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა.
პროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის აუცილებელია მისი იერსახის ჰიგიენური და ესთეტიკური მოწესრიგება, ქუჩებსა და სკვერებში სისუფთავის დაცვა, ეპიდემიური დაავადებების კერების მოსპობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობისა და ვიზიტორთა კეთილდღეობას.
ქვეპროგრამის ფარგლებში სეზონური და მრავალწლიანი მცენარეებით დეკორატიულად იქნება გაფორმებული ქალაქის სხვადასხვა ტერიტორია, განხორციელდება ხე-მცენარეების გადაბელვა.
მოსალოდნელი შედეგი
განხორციელებულია გამწვანების ღონისძიებები, უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტში არსებული მწვანე საფარის და ნარგავების მოვლა-პატრონობა, გაუმჯობესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა.
პროგრამის დასახელება
კოდი
უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები
2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში
03 03
10.0
პროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
პროგრამის მიზანი
უმეთვალყურეოდ დარჩენილი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობა და პოპულაციის რეგულირება
პროგრამის აღწერა
დაგეგმილია უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების პოპულაციის რეგულირების ღონისძიებები: დაჭერა, ვაქცინაცია, სტერილიზაცია, დაბრუნების (TVNR) პროგრამა, მოსახლეობის შეტყობინებაზე დროული და ეფექტური რეაგირება;
მოსალოდნელი შედეგი
განხორციელებულია უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ცხოველების პოპულაციის რეგულირების ღონისძიებე