,,პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ქვეპროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი კრედიტის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“
მიღების თარიღი 27.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 01/04/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ქვეპროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი კრედიტის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 57.55pt 1.0in 57.55pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №79
2008 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
პროგრამა „იაფი კრედიტის“ ქვეპროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი კრედიტის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისა და საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე:
1. დამტკიცდეს პროგრამა „იაფი კრედიტის“ ქვეპროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი კრედიტის გაცემის წესი და პირობები.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (გ. ნოდია) უზრუნველყოს:
ა) პროგრამა „იაფი კრედიტის“ ქვეპროგრამა „ცოდნის კარის“ შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
ბ) პროგრამა „იაფი კრედიტის“ ქვეპროგრამა „ცოდნის კარის“ განხორციელება დანართის შესაბამისად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადებათა საფუძველზე უზრუნველყოს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში პროგრამა „იაფი კრედიტის“ ქვეპროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელ ასიგნებებათა გათვალისწინება.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
პროგრამა „იაფი კრედიტის“ ქვეპროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი კრედიტის გაცემის წესი და პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს დოკუმენტი განსაზღვრავს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამა „იაფი კრედიტის“ ქვეპროგრამა „ცოდნის კარის“ (შემდგომში – ქვეპროგრამა) ფარგლებში კრედიტის გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბანკი – საქართველოს კომერციული ბანკი;
ბ) სამინისტრო – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
გ) საკრედიტო რესურსი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ბანკისათვის შეღავათიანი სტუდენტური კრედიტების გასაცემად გადაცემული თანხა;
დ) შეღავათიანი სტუდენტური კრედიტი (კრედიტი) – ბანკის მიერ სტუდენტისათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით გადაცემული თანხა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ ფარავს სწავლის, ცხოვრების, მგზავრობისა და სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს;
ე) სტუდენტი – საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში სამინისტრო ბანკებისათვის გასცემს საკრედიტო რესურსს 2007-2008 და 2008-2009 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეებისათვის შეღავათიანი სტუდენტური კრედიტების გაცემის მიზნით.
მუხლი 4🔗. საკრედიტო რესურსის მიღებისათვის უფლებამოსილი სუბიექტი
საკრედიტო რესურსის მიღების უფლება აქვს ბანკს, რომელიც სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობით აცნობებს თანხმობას ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობებით შეღავათიანი სტუდენტური კრედიტის გაცემის შესახებ.
მუხლი 5🔗. საკრედიტო რესურსის გაცემის პირობები
საკრედიტო რესურსი ბანკებს მიეცემათ შემდეგი პირობებით:
ა) საკრედიტო რესურსით სარგებლობის ვადაა 10 წელი;
ბ) საკრედიტო რესურსი გაიცემა უპროცენტოდ;
გ) საკრედიტო რესურსი გაიცემა შეღავათიანი სტუდენტური კრედიტების გასაცემად პროგრამა „იაფი კრედიტის“ ქვეპროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში კრედიტის გაცემის წესისა და პირობების მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად;
დ) საკრედიტო რესურსის სახით ბანკის მიერ მიღებული თანხა შეადგენს ბანკის მიერ შეღავათიანი სტუდენტური კრედიტის სახით გაცემული თანხის 50 პროცენტს, ხოლო შეღავათიანი სტუდენტური კრედიტის სახით გაცემული თანხის 50 პროცენტი არის ბანკის საკრედიტო რესურსი.
მუხლი 6🔗. საკრედიტო რესურსის გაცემის წესი
1. ყოველი სამუშაო კვირის პირველ დღეს ბანკი სამინისტროს აწვდის წერილობით ინფორმაციას გასული სამუშაო კვირის განმავლობაში შეღავათიანი სტუდენტური კრედიტის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ სამინისტროს მიერ მითითებული ფორმით, აგრეთვე კრედიტის მიღების თაობაზე შესული ყველა განცხადებისა და გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების ასლებს.
2. ბანკიდან შესაბამისი ფორმით მიღებული ინფორმაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სამინისტრო ბანკს ურიცხავს მოთხოვნილ საკრედიტო რესურსს.
3. ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს საკრედიტო რესურსი შეღავათიანი სტუდენტური კრედიტის გა-ცემის პერიოდულობის შესაბამისად – სრულად ან ნაწილ-ნაწილ (წლიურად ან სემესტრულად).
4. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის გაცემა ხდება ნაწილ-ნაწილ, ბანკიდან კრედიტის შემდგომი ნაწილის გაცემის თაობაზე შესაბამისი ფორმით მიღებული ინფორმაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სამინისტრო ბანკს ურიცხავს საკრედიტო რესურსის შესაბამის ნაწილს.
მუხლი 7🔗. საკრედიტო რესურსის დაბრუნების წესი
1. ბანკი საკრედიტო რესურსის სახით მიღებულ თანხას სახელმწიფოს უბრუნებს სამინისტროს მიერ მითითებულ ანგარიშზე სტუდენტის მიერ შეღავათიანი სტუდენტური კრედიტის დაბრუნების დაწყებიდან ეტაპობრივად, კრედიტის გადახდის გრაფიკის შესაბამისად სესხის დასაბრუნებლად სტუდენტის მიერ განხორციელებული თითოეული შენატანიდან არა უგვიანეს ორი თვისა.
2. სტუდენტის მიერ კრედიტის გადახდის გრაფიკით კრედიტის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ბანკი სახელმწიფოს თანხას უბრუნებს სტუდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გადახდის გრაფიკის შესაბამისად გრაფიკით გათვალისწინებული თარიღიდან არა უგვიანეს ორი თვისა.
3. ბანკის მიერ მიღებული საკრედიტო რესურსის დასაბრუნებელი თანხა განისაზღვრება სტუდენტის მიერ ბანკისათვის კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად დაბრუნებული კრედიტის ძირითადი თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ვერ აითვისებს საკრედიტო რესურსის სახით მიღებულ თანხას, ვალდებულია, ორი თვის ვადაში დააბრუნოს მიღებული თანხა სამინისტროს მიერ მითითებულ ანგარიშზე.
5. ბანკი უფლებამოსილია სტუდენტს კრედიტი მისცეს ბანკისათვის მისაღებ ვალუტაში. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი კრედიტს გასცემს ლარისაგან განსხვავებულ ვალუტაში, სახელმწიფო საკრედიტო რესურსს გასცემს ეროვნულ ვალუტაში ჩარიცხვის დღისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული კურსის შესაბამისად. ბანკის მხრიდან სახელმწიფოსათვის კრედიტის დაბრუნება მოხდება კრედიტის ვალუტის შესაბამისად ლარებში, დაბრუნების დღისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული კურსის მიხედვით.
მუხლი 8🔗. შეღავათიანი სტუდენტური კრედიტის გაცემის პირობები
შეღავათიან სტუდენტურ კრედიტს ბანკი გასცემს შემდეგი პირობებით:
ა) კრედიტით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 10 წელი;
ბ) საშეღავათო პერიოდია 3 წელი (სტუდენტი უფლებამოსილია კრედიტის გადახდა დაიწყოს კრედიტის მიღებიდან 3 წლის შემდეგ);
გ) კრედიტით სარგებლობის წლიური განაკვეთია არა უმეტეს 9 პროცენტი;
დ) კრედიტი მიეცემა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც 2007-2008 ან 2008-2009 სასწავლო წელს ჩაირიცხა უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
ე) კრედიტი სრულად ან ნაწილობრივ ფარავს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის, ცხოვრების, მგზავრობისა და სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს;
ვ) კრედიტის გაცემა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მითითებული პერიოდულობით – სრულად ან ნაწილ-ნაწილ (წლიურად ან სემესტრულად). იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის გაცემა ხდება ნაწილ-ნაწილ, კრედიტის ყოველი შემდგომი ნაწილი გაიცემა სტუდენტის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე; კრედიტის ნაწილ-ნაწილ გაცემის შემთხვევაში კრედიტისათვის გათვალისწინებული პროცენტი დაერიცხება მხოლოდ გაცემულ თანხას;
ზ) ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვროს კრედიტით სარგებლობასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით სტუდენტის სხვა უფლებები და ვალდებულებები;
თ) ბანკი უფლებამოსილია სტუდენტთან მოლაპარაკების შედეგად განსაზღვროს სტუდენტის მიერ კრედიტის დაბრუნების გრაფიკი;
ი) ბანკი ვალდებულია გააკონტროლოს სტუდენტის მიერ კრედიტის მიზნობრივი ხარჯვა;
კ) იმ შემთხვევაში, თუ ბანკი დაადგენს სტუდენტის მიერ კრედიტის არამიზნობრივად ხარჯვას (კერძოდ, სტუდენტი არ სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში), ბანკი უფლებამოსილია, რომ სტუდენტის მიერ კრედიტის მიზნობრივი ხარჯვის შეწყვეტის დღიდან არ გაავრცელოს მასზე შეღავათიანი სტუდენტური კრედიტისათვის დადგენილი კრედიტით სარგებლობის წლიური განაკვეთი;
ლ) ბანკი ვალდებულია, რომ მიიღოს ყველა ზომა კრედიტის სტუდენტის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე გადარიცხვის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ვადებში;
მ) კრედიტის მიმღები ვალდებულია კრედიტი დააბრუნოს ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები;
ნ) ბანკი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს კრედიტის უზრუნველყოფა;
ო) ბანკი უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს კრედიტის გაცემის კრიტერიუმები, მათ შორის შეზღუდვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.
მუხლი 9🔗. შეღავათიანი სტუდენტური კრედიტის გაცემის წესი
1. ბანკი ვალდებულია, რომ უზრუნველყოს კრედიტის მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა.
2. კრედიტის გაცემა განხორციელდება ბანკის მიერ დადგენილი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.
3. განცხადების მიღების დაწყების ვადას ადგენს ბანკი. განცხადებების მიღების დაწყებას ბანკები უზრუნველყოფენ არა უგვიანეს 2008 წლის 10 აპრილისა. კრედიტის მიღების შესახებ განცხადების მიღება წარმოებს 2008 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
4. ბანკი კრედიტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.
5. კრედიტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველზე ბანკი ხელშეკრულებას აფორმებს სტუდენტთან.
მუხლი 10🔗. ბანკის ანგარიშგება სახელმწიფოს წინაშე
ბანკი ანგარიშგებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას წარუდგენს სამინისტროს, სამინისტროს მიერ მითითებული პერიოდულობითა და ფორმით.