“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№184
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.008.261
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 14/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.008.261

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №184

2006 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 77-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანების (სსმ III, 2003 წ., №56, მუხ. 489) მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის“ საბაჟო გაფორმების განყოფილებას – ქ. თბილისი, ჭირნახულის I შესახვევი №7; ქ. თბილისი, იუმაშევის №14, ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30; ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38 (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის გაფორმებისა); ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1 (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის გაფორმებისა. ამ რეჟიმში ახორციელებს მხოლოდ რკინიგზით მოძრავი ტვირთებისა და დახურული ტიპის საბაჟო საწყობის მფლობელი იმპორტიორის საქონლის საბაჟო გაფორმებას); ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ. №1; მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ. №105ა; ბორჯომის რ-ნი, სოფელი ჩითახევი; აგრეთვე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი (ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა) – მხოლოდ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №823 და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №876 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატ­რანს­პორტო საშუალებების გაფორმებისათვის.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი