⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.01.2011)
გაუქმებულია:

“საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 14.03.2006
ძალის დაკარგვა 14.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-44
სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.264
გამოქვეყნების წყარო სსმ, 33, 14/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,402 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2006 მიღება
14.01.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:15.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:red;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.25in 42.5pt 35.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.264 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-44 2006 წლის 14 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის თანდართული დებულება. 2. დაევლოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება. 3. ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „წყლის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „საქმინხილწყალის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2004 წლის 1 ნოემბრის №2-215 ბრძანება და „აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამასახურის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 2 მარტის №2-104 ბრძანება. 4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ლილი ბეგიაშვილს. 5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მ. სვიმონიშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულება პრეამბულა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ ინსპექტირება ხორციელდება „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის        მე-8-მე-10 პუნქტებით დადგენილი ეტაპობრიობით კანონის ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ამოქმედების შემდეგ, ამასთანავე, კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და 36-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით. თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სტატუსი 1. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების, საქალაქო სამმართველოების მეშვეობით ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის, სანიტარიულ-ჰიგიენური, ვეტერინარული, მცენარეთა დაცვის და აგროქიმიური ღონისძიებების ზედამხედველობას, მონიტორინგსა და სახელმწიფო კონტროლს. 2. მხოლოდ აღნიშნული სამსახურია უფლებამოსილი განახორციელოს სურსათის სფეროში ზედამხედველობა, მონიტორინგი და სახელმწიფო კონტროლი. 3. სამსახური უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით, საქართველოს სანიტარიული კოდექსით, „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“, „ვეტერინარიის შესახებ“, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“, „პესტიციდებისა და აგროქიმაკატების შესახებ“, „წყლის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 4. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე და ასრულებს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 6. სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, ემბლემა, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში. 7. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა. თავი II სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლება-მოვალეობები     მუხლი 2🔗. სამსახურის მიზნები სამსახურის ძირითადი მიზნებია: ა) მომხმარებელთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა, ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათთან, ასევე ცხოველის საკვებთან დაკავშირებით, შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით; ბ) ცხოველებისა და მცენარეების დაცვის კონტროლის განხორციელებით ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევა; გ) ცხოველთა გადამდები და არაგადამდები სნეულებების, მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმებისაგან, ცხოველთა და მცენარეთა დაცვა გადამდები დაავადებებისაგან, ამ დაავადებების კერების აღმოფხვრა.     მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია: ა) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ბ) ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიო-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებები), პესტიციდების, აგროქიმიკატების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; გ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სურსათის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის საფუძველზე სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ე) სახელმწიფო კონტროლის შედეგების წლიური ანგარიშის წარდგენა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, აგრეთვე ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიოფარმაცევტული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სანიტარიული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი; ზ) ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს კრიზისული მართვის გეგმის შემუშავება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა; თ) სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ფალსიფიკაციის ფაქტების გამოვლენა და აღმკვეთი ზომების გატარება. აგრეთვე, ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობისათვის მავნებელი და მაღალი რისკის შესახებ მოსახლეობის სისტემატური ინფორმირება სურსათის ან ცხოველის საკვების მოხმარებისაგან დროებით თავის შეკავების შესახებ; ი) სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელთა დადგენილი წესით რეგისტრირება; კ) სურსათის და ცხოველის საკვების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ლ) რისკის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; მ) საგანგებო ზომების გატარების მიზნით სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად, შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, შემდეგი ზომების განხორციელება: მ.ა) ადგილობრივი წარმოშობის სურსათისა და ცხოველის საკვებთან მიმართებაში: მ.ა.ა) გარკვეული ვადით სურსათისა ან ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების შეჩერება; მ.ა.ბ.) მოსახლეობის დროული ინფორმირება სურსათისა ან ცხოველის საკვების მოხამრებისაგან დროებით თავის შეკავების შესახებ; მ.ა.გ) მაღალი რისკის სურსათთან და ცხოველის საკვებთან დაკავშირებით სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრა: მ.ბ.) იმპორტირებული სურსათის ან ცხოველის საკვებთან მიმართებაში: მ.ბ.ა.) სურსათისა და ცხოველის საკვების იმპორტის ექსპორტიორი ქვეყნიდან ან ამ ქვეყნის რომელიმე ნაწილიდან, აგრეთე საჭიროების შემთხვევაში, ტრანზიტის ქვეყნიდან გარკვეული ვადით შეჩერება; მ.ბ.ბ.) ექსპორტიორ ქვეყანასთან, ამ ქვეყნის რომელიმე რეგიონთან ან ტრანზიტის ქვეყანასთან მიმართებაში მაღალი რისკის სურსათის ან ცხოველის საკვებთან დაკავშირებით სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრა; ნ) საზოგადოების უზრუნველყოფა დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე; ო) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შინაური ცხოველების რეგისტრაციაპასპორტიზაციის ორგანიზება; პ) ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქციასთან მიმართებაში ვეტერინარულ-სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ჰიგიენური მოთხოვნებისა და წესების დაცვის ზედამხედველობა და კონტროლი; ჟ) სანიტარიულ-ჰიგიენურ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების აღრიცხვა; რ) ცხოველების გადამდები და არაგადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების კონტროლი: ს) მცენარეთა დაცვა მავნე ორგანიზმებისაგან; ტ) ლაბორატორიული კვლევის, ექსპერტიზის ორგანიზება და ჩატარება; უ) ინსპექტორული კონტროლის განხორციელება; ფ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის, ფიტოსანიტარიული კარანტინისა და აგროქიმიის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი; ქ) კერძო ვეტერინარული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა; ღ) ფიტოსანიტარიული დიაგნოსტიკა, მავნე ორგანიზმების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების კონტროლი; ყ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის და გამოყენების წესების განხორციელების კონტროლი; შ) ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჩ) მეცნიერების მიღწევების, უახლესი ტექნოლოგიების, ტექნიკური საშუალებების დანერგვა, პროპაგანდა და საინფორმაციო მომსახურების ორგანიზება; ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კონსულტაციისა და საინფორმაციო დახმარების გაწევა, თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის, უფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; ც) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელების დაკისრება; ძ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.     მუხლი 4🔗. სამსახურის ძირითადი უფლება-მოვალეობანი 1. სამსახურის უფლება–მოვალეობები სურსათის უვნებლობის სფეროში: ა) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით რისკის მართვა და კომუნიკაცია რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით; ბ) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, გამაფრთხილებელი და მაკორექტირებელი ზომების გატარება სურსათის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი რისკების შემცირების, აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით; გ) რისკის შეფასების საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად ან მოქმედ ნორმებთან შეუსაბამობაზე საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირება; დ) კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის კონკრეტულად განსაზღვრა იმ ქმედებებისა და ღონისძიებების ჩამონათვალით, რომლებიც აუცილებელია კრიზისის სამართავად, კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის, გამჭვირვალობისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვისა და საინფორმაციო სტრატეგიის ჩათვლით; ე) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით პერსონალის ჰიგიენის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმება; ვ) დადგენილი წესით ნიმუშების აღება და დასახელებული საგამოცდო ლაბორატორიისათვის გადაცემა; ზ) საბაჟო ორგანოებთან სისტემატური თანამშრომლობა პოტენციურად საშიში ტვირთის, მისი ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის დროებით შეჩერებისა და აღკვეთის თაობაზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით; თ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, იმპორტირებული, გადამუშავებული, დამზადებული ან სადისტრიბუციოდ გამზადებული სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ზომების გატარება; ი) სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოებად რეგისტრირება; კ) რეგისტრირებულ სურსათის მწარმოებელ საწარმოთა წინასწარ დადგენილი წესით ინსპექტირება. 2. ინსპექტორული კონტროლი გულისხმობს: 1. რეგისტრირებული სურსათის მწარმოებელი საწარმოების სამსახურის უფლებამოსილი მოხელის (მოხელეების) მიერ წინასწარდადგენილი წესითა და პერიოდულობით ინსპექტირებას, მათ მიერ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 2. ერთი და იმავე მწარმოებელის/ობიექტის სამსახურის მიერ ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კომბინირებული მიდგომით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით. დაუშვებელია ზემოაღნიშნული სფეროების მიხედვით სპეციალიზებული ინსპექტირების ჩატარება. 3. სამსახურის უფლებამოსილი მოხელე უფლებამოსილია: ა) სახელმწიფო კონტროლის მიზნით დადგენილი წესით აიღოს ნიმუშები საგამოცდო ლაბორატორიისათვის გადაცემის მიზნით; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უნვებლობის მაჩვენებლების შეუსაბამობის ლაბორატორიული გამოცდის შედეგად დადგენის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები; გ) დადგენილი უფლებების განხორციელებისას სათანადო ქმედებებთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის თხოვნის საფუძველზე წარადგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა; დ) გაათავისუფლოს შეჩერებული სურსათი და ცხოველის საკვები, თუ დადასტურდა, რომ ამ კანონის მოთხოვნები დაცულია დაკავებულ სურსათთან ან ცხოველის საკვებთან დაკავშირებით; ე) არ გაამჟღავნოს განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ან რისკის ანალიზის შედეგად მოპოვებული სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მწარმოებლის/დისტრიბუტორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. 3. სამსახურის უფლება–მოვალეობები ვეტერინარიის სფეროში: ა) ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან; ბ) ცხოველებით, მეცხოველეობის პროდუქტებითა და ნედლეულით ვაჭრობაზე (რეალიზაციაზე) კანონით დადგენილი წესით ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა; გ) ბიოლოგიური, სადიაგნოსტიკო, ქიმიურ-ფარმაცევტული, სხვა ვეტერინარული პრეპარატების, საკვებდანამატების წარმოების, შენახვის, რეალიზაციის, ასევე იმპორტული ბიოლოგიური პრეპარატების შემოტანა-გატანის და გამოყენების ზედამხედველობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე; დ) ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში მასობრივი გადამდები სნეულებების გაჩენაგავრცელების მიზეზების დადგენა და შესაბამისად პრევენციის, პროფილაქტიკის, ლოკალიზაციისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების კონტროლი; ე) ცხოველთა სნეულებების ვეტერინარულ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის და ცხოველთა საკვების ვეტერინარული კეთილსაიმედოობის განსაზღვრა; ვ) ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის განხორციელება; ზ) ქვეყნის ტერიტორიაზე სტაბილური ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში და იმ სნეულებათა ნუსხის დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება, რომელთა გამო ცხოველთა პროფილაქტიკური ვაქცინაცია და საკარანტინო აღმკვეთი ღონისძიებები ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით; თ) ქვეყანაში საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების და ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის შემოტანის გავრცელების აღკვეთის მიზნით ვეტერინარულ-სანიტარიული საკარანტინო კონტროლის განხორციელება. 4. სამსახურის უფლება-მოვალეობები მცენარეთა დაცვის სფეროში: ა) საკარანტინო და სხვა საშიში, მავნე ორგანიზმების გამოვლენა, მათი მასობრივი გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილება, ლოკალიზაცია და კერების ლიკვიდაცია; ბ) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან, სახელმწიფო ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება მცენარეთა დაცვისა და საკარანტინო წესების დარღვევების აღმოჩენისა და აღკვეთის მიზნით; გ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარიული დიაგნოსტიკა, მავნე ორგანიზმების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის კონტროლი; დ) აგროსისტემებში ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნება და სასარგებლო მწერებისა და სხვა ბიოაგენტების ინტროდუქციაზე, გამრავლებაზე და გავრცელებაზე კონტროლი; ე) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, უსაფრთხო გამოყენების რეგლამენტების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ვ) მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მასობრივი გავრცელების აღკვეთის მიზნით, მცენარეთა დაცვის საკარანტინო ღონიძიებების შესრულებაზე კონტროლი; ზ) მცენარეთა დაცვის, ფიტოსანიტარიული კარანტინის ღონისძიებების სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი; თ) საკარანტინო ობიექტების ნუსხის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ი) სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოტანილი ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის რეჟიმით მოძრავი ტვირთების, შესაფუთი მასალის, ტარის, სატრანსპორტო საშუალებების საკარანტინო დახედვა (შემოწმება) და ექსპერტიზა კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე, მასალასა და ობიექტებზე კარანტინის დადებისა და მოხსნის, ასევე გარკვეულ ტერიტორიაზე კარანტინის გამოყენებისა და მოხსნის ორგანიზების უზრუნველყოფა; ლ) მცენარეული წარმოშობის პროდუქციის, სატრანსპორტო საშუალებების, საწყობების, სხვა საქვეკარანტინო პროდუქციისა და ობიექტის გაუსნებოვნების ორგანიზება; მ) მცენარეთა დაცვისათვის, ქიმიურ, ბიოლოგიურ საშუალებებისა და აგროქიმიკატების საჭირო რაოდენობის პროგნოზირება, სარეზერვო ფონდის შექმნის ხელშეწყობა და არსებული რეზერვების გამოყენებაზე კონტროლი; ნ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციის განხორციელება, სახელმწიფო კატალოგის წარმოება, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა; ო) სარეალიზაციოდ გამიზნული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი. თავი III ხელმძღვანელობა და სამსახურის სტრუქტურა     მუხლი 5🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას, ორგანიზებას უწევს სამსახურს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით და წარმოადგენს სამსახურს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობებში; გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს წარუდგენს სამსახურის უფროსის მოადგილეების კანდიდატურებს; დ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და სამსახურის მოხელეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; ე) ხელს აწერს სამსახურიდან გასულ ინფორმაციას, შეიმუშავებს და გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანანმდებობაზე ნიშნავს და თანანმდებობიდან ათავისუფლებს საჯარო მოხელეებს; ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სამსახურის დებულებას, სამსახურის სტრუქტურას, საშტატო განრიგსა და სამსახურის წლიური ბიუჯეტის ხარჯთა ნუსხას; თ) აყენებს საკითხს იმ გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, რომლებიც ზღუდავენ სამსახურის საქმიანობას; ი) უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამების შესრულებას; კ) აფორმებს ხელშეკრულებებს და გასცემს მინდობილობებს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 3. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი იმავდროულად არის მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი. 4. სამსახურის უფროსის მოადგილეთა ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით.     მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ზედამხედველობის დეპარტამენტი; ბ) ვეტერინარული ზედამხედველობის დეპარტამენტი; გ) მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი; დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ე) რისკის მართვისა და კომუნიკაციის სამმართველო; ვ) საფინანსო და საბუღალტრო სამსახური; ზ) სამდივნო; თ) იურიდიული სამმართველო; ი) რეგისტრაციისა და ნებართვების სამმართველო. 2. სამსახური მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას უწევს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის საქვეუწყებო სამსახურებს. 3. სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია: 3.1. თბილისის საქალაქო სამმართველო; 3.2. რუსთავის საქალაქო სამმართველო; 3.3. ფოთის საქალაქო სამმართველო; 3.4. ქუთაისის საქალაქო სამმართველო; 3.5. ოზურგეთის რაიონული სამმართველო; 3.6. ლანჩხუთის რაიონული სამმართველო; 3.7. ჩოხატაურის რაიონული სამმართველო; 3.8. ბაღდათის რაიონული სამმართველო; 3.9. ვანის რაიონული სამმართველო; 3.10. ზესტაფონის რაიონული სამმართველო; 3.11. თერჯოლის რაიონული სამმართველო; 3.12. სამტრედიის რაიონული სამმართველო; 3.13. საჩხერის რაიონული სამმართველო; 3.14. ტყიბულის რაიონული სამმართველო; 3.15. წყალტუბოს რაიონული სამმართველო; 3.16. ჭიათურის რაიონული სამმართველო; 3.17. ხარაგაულის რაიონული სამმართველო; 3.18. ხონის რაიონული სამმართველო; 3.19. თელავის რაიონული სამმართველო; 3.20. ახმეტის რაიონული სამმართველო; 3.21. გურჯაანის რაიონული სამმართველო; 3.22. დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო; 3.23. ლაგოდეხის რაიონული სამმართველო; 3.24. საგარეჯოს რაიონული სამმართველო; 3.25. სიღნაღის რაიონული სამმართველო; 3.26. ყვარლის რაიონული სამმართველო; 3.27. მცხეთის რაიონული სამმართველო; 3.28. ახალგორის რაიონული სამმართველო; 3.29. დუშეთის რაიონული სამმართველო; 3.30. თიანეთის რაიონული სამმართველო; 3.31. სტეფანწმინდის რაიონული სამმართველო; 3.32. ამბროლაურის რაიონული სამმართველო; 3.33. ლენტეხის რაიონული სამმართველო; 3.34. ონის რაიონული სამმართველო; 3.35. ცაგერის რაიონული სამმართველო; 3.36. ზუგდიდის რაიონული სამმართველო; 3.37. აბაშის რაიონული სამმართველო; 3.38. მარტვილის რაიონული სამმართველო; 3.39. მესტიის რაიონული სამმართველო; 3.40. სენაკის რაიონული სამმართველო; 3.41. ჩხოროწყუს რაიონული სამმართველო; 3.42. წალენჯიხის რაიონული სამმართველო; 3.43. ხობის რაიონული სამმართველო; 3.44. ახალციხის რაიონული სამმართველო; 3.45. ადიგენის რაიონული სამმართველო; 3.46. ასპინძის რაიონული სამმართველო; 3.47. ახალქალაქის რაიონული სამმართველო; 3.48. ბორჯომის რაიონული სამმართველო; 3.49. ნინოწმინდის რაიონული სამმართველო; 3.50. ბოლნისის რაიონული სამმართველო; 3.51. გარდაბნის რაიონული სამმართველო; 3.52. დმანისის რაიონული სამმართველო; 3.53. თეთრიწყაროს რაიონული სამმართველო; 3.54. მარნეულის რაიონული სამმართველო; 3.55. წალკის რაიონული სამმართველო; 3.56. გორის რაიონული სამმართველო; 3.57. კასპის რაიონული სამმართველო; 3.58. ქარელის რაიონული სამმართველო; 3.59. ხაშურის რაიონული სამმართველო.     მუხლი 7🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები სამსახურის შემადგენლობაში არიან შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: ა) სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა.ა) სურსათისა და ცხოველის საკვების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ჰიგიენური და სანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა; ა.ბ) სასმელი წყლის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მათი დასამზადებელი ნახევარფაბრიკატების და ნახშირორჟანგად გაზის წარმოების დარგში სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა; ა.გ) მინერალური წყლებისთვის კატეგორიის მინიჭების უზრუნველყოფა; ა.დ) სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად რისკის მართვა; ა.ე) საფუძვლიანი ეჭვის არსებობის დროს იმპორტირებული, გადამუშავებული, დამზადებული ან სადისტრიბუციო სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ა.ვ) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დოკუმენტური მასალის შემოწმება, ლაბორატორიული გამოცდისათვის ნიმუშების აღება; ა.ზ) სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოების რეგისტრირება; ა.თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. ბ) ვეტერინარული ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციებია: ბ.ა) ცხოველთა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის კონტროლი ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური და არაგადამდები სნეულებებისაგან; ბ.ბ) სხვა ქვეყნებიდან ცხოველთა სნეულებების აღმძვრელის შემოტანის აღმკვეთი ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი; ბ.გ) ბიოლოგიური, სადიაგნოსტიკო, ქიმიურ-ფარმაცევტული, სხვა ვეტერინარული პრეპარატების, საკვებდანამატების წარმოების, შენახვის, რეალიზაციის, ასევე იმპორტული ბიოლოგიური პრეპარატების შემოატნა-გატანის, გამოყენების ზედამხედველობა და კონტროლი; ბ.დ) ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში მასობრივი გადამდები სნეულებების გაჩენა-გავრცელების მიზეზების დადგენა და შესაბამისად პრევენციის, პროფილაქტიკის, ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის უზრუნველყოფაზე კონტროლი; ბ.ე) ცხოველთა სნეულებების ვეტეინარულ-ლაბორატორიული დაიგნოსტიკა, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის და ცხოველთა საკვების ვეტერინარული კეთილსაიმედოობის განსაზღვრა; ბ.ვ) ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობისა და ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის განხორციელება; ბ.ზ) ცხოველთა აღრიცხვა-რეგისტრაცია, აღნიშვნა და იდენტიფიცირება და რეესტრში გატარება; ბ.თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. გ) მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციებია: გ.ა) ქვეყნის ტერიტორიაზე საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში ორგანიზმების გამოვლინებაში, მათ მასობრივ გავრცელებასა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით, ლოკალიზაციისა და დაავადებათა კერების ლიკვიდაციის ღონისძიებების განხორციელება; გ.ბ) საკარანტონო ღონისძიებების განხორციელება; გ.გ) მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან ქვეყნის ტერიტორიის დაცვა; გ.დ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარიული დიაგნოსტიკა მავნე ორგანიზამების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების კონტროლის განხორციელება; გ.ე) აგროსისტემაში ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნება და სასარგებლო მწერებისა და სხვა ბიოაგენტების ინტროდუქციაზე, გამრავლებასა და გავრცელებაზე კონტროლის უზრუნველყოფა; გ.ვ) საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა დაცვა, ფიტოსანიტარიული კარანტინის ორგანიზება და კონტროლის უზრუნველყოფა; გ.ზ) მავნებლების, დაავადებების და სარეველების მასობრივი გავრცელების აღკვეთის მიზნით, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მცენარეთა დაცვისა და საკარანტინო ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა; გ.თ) საკარანტინო ობიექტების ნუსხის შემუშავება; გ.ი) კარანტინის დაქვემდებარებული პროდუქციის ქვეყნიდან გატანა-შემოტანისას ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმება და ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩატარება; გ.კ) მცენარეული წარმოშობის პროდუქციის, სატრანსპორტო საშუალებების, საწყობების, სხვა საქვეკარანტინო პროდუქციისა და ობიექტის გაუსნებოვნების ორგანიზება; გ.ლ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია, გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნუსხის შემშავება, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა; გ.მ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: დ.ა) სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების, რაიონული და საქალაქო სამმართველოების მიერ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და ორგანიზაციული მომსახურების უზრუნველყოფა; დ. ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; დ.გ) სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; დ.დ.) სამსახურის ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე, სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, თავისი კომპენტეციის ფარგლებში სამსახურის უფროსის ინდივიდულური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია; დ.ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; დ.ვ) სამსახურის კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, კომპიუტერული ქსელის გაფართოვება, პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელება და მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და ეფექტური ადმინისტრირება. ე) რისკის მართვისა და კომუნიკაციის სამმართველოს ფუნქციებია: მომხმარებლის ჯანმრთელობაზე საფრთხით გამოწვეული არასასურველი ზეგავლენისა და მისი სიმძიმის ალბათობის დადგენა; რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით გადაწყვეტილების შერჩევა და გამაფრთხილებელი, ეფექტური და ადეკვატური ზომების გატარება სურსათის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი რისკების შემცირების, აღმოფხვრის ან პრევენციის მიზნით; რისკის ანალიზის პროცესში ინფორმაციისა და დასკვნების, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლებს/დისტრიბუტორებს შორის საფრთხეებსა და რისკების, რისკის შეფასების შედეგებისა და რისკის მართვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე საჭირო განმარტებების, შეუფერხებელი გაცვლა მეცნიერებს, რისკის შემფასებლებს, რისკის მართვაზე პასუხისმგებელ პირებსა და მომხმარებლებს შორის; მწარმოებლებისა და მომხმარებლების უზრუნველყოფა დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით სურსათთან დაკავშირებული საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე. ვ) საფინანსო და საბუღალტრო სამსახურის ფუნქციებია: სახელმწიფო პროგრამებისა და სამსახურის დასაფინანსებლად ფულადი სახსრების გადანაწილების დაგეგმვა, სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა და სამსახურის ქონებრივი ურთიერთობის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, რაიონული და საქალაქო სამმართველოების მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების სისწორის კონტროლი, ნაერთი ბალანსის მომზადება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე სავალდებულო ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სამსახურის ცენტრალური აპარატის, რაიონული და საქალაქო სამმართველოების საფინასო-ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვა და ეფექტიანი წარმოების უზრუნველყოფა, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია, საბიუჯეტო სახსრებისა და ხარჯთანუსხების შესრულების ოპერაციების წარმართვა და თანხების მიზნობრივად ხარჯვის განხორციელება, სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა და ქონებრივი ურთიერთობების რეგულირება. ზ) სამდივნოს ფუნქციას წარმოადგენს სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა, ხელმძღვანელობის მიერ გამართული თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება. თ) იურიდიული სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენს სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების, რაიონული და საქალაქო სამმართველოების მიერ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა; სამსახურის უფროსის ბრძანებებისა და სხვა აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება, შესაბამისი დასკვნების მომზადება; ოფიციალური დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის ვიზირება. ი) რეგისტრაციისა და ნებართვების სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენს იმ ნებართვების გაცემა და რეგისტრაციის განხორციელება, რომელთა გაცემისა და რეგისტრაციის უფლებამოსილება კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. კ) რაიონული და საქალაქო სამმართველოები სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს ახორციელებენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე. თავი IV დასკვნითი დებულებები     მუხლი 8🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 9🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.