„საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო საფოსტო კავშირს შორის მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოში, ქ. თბილისში დაფუძნების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მიღების თარიღი 23.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №433
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.024828 1021
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო საფოსტო კავშირს შორის მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოში, ქ. თბილისში დაფუძნების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო საფოსტო კავშირს შორის მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოში, ქ. თბილისში დაფუძნების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №433
2024 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო საფოსტო კავშირს შორის მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოში, ქ. თბილისში დაფუძნების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2024 წლის 23 სექტემბერს ქ. თბილისში და 2024 წლის 18 ოქტომბერს ქ. ბერნში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო საფოსტო კავშირს შორის მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოში, ქ. თბილისში დაფუძნების შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2🔗
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს მსოფლიო საფოსტო კავშირს (UPU) ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე