„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.154.016550
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2024 წლის 23 დეკემბერი

დაბა თიანეთი

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის  საფუძველზე,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016357) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.

საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) არ აღემატება თვეში 895 ლარს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი