“სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის №386 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№171
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.008.269
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 23/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.008.269

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №171

2006 წლის 14 მარტი

 ქ. თბილისი

„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის №386 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რეს­­პუბ­ლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართვე­ლოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფ­ლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დად­­­გე­ნი­­ლების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის №386 ბრძანებით დამტკიცებულ „სარგებლობის ლი­ცენ­ზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწ­ყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ დებულე­ბაში (სსმ III, 2005 წელი, №116, მუხ. 1277) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილე­ბები და დამატება:

ა) დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი და ლიცენზიის გამცემი ორგანოები

1. დებულება არეგულირებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით აუქციო­ნის ჩატარებისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერ­თობებს და ადგენს აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესსა და პირობებს.

2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენ­ზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო „აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუ­წყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებ­რივი რესურ­სების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგი­რების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილებით განსაზღვრულ შემ­თხვე­ვებში – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარე­მოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართვე­ლო.“.

ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აუქციონი შეიძლება გაიმართოს:

ა) ლიცენზიის გამცემი ორგანოს შენობაში;

ბ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ სხვა მისამართზე.“.

გ) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუ­ნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენ­ზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსი­ლების დელე­გირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვე­ვებში აუქციონის საწყისი ფასი ყოველ კონკრე­ტულ შემ­თხვევაში დგინდება აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებუ­ლება – გარემოს დაც­ვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ამ მუხლით განსაზღვრული სარგებლობის ლიცენზიის აუქ­ციონის საწყისი ფასის განსაზღვრის ფორმულის შესაბა­მისად.“.

დ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მაძიე­ბელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეიტანოს ,,ბე“, რომელიც კონკრეტული სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ფასის 20%-ის ტოლია.“.

ე) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ აუქციონის გამართვამდე შეიძლება დაწესდეს ანგარიშსწორების განსხვავებული წესი, რომელიც აისახება აუქციონის გამარ­თვის თაობაზე გამოქვეყნებულ განაცხადში.“.

ვ) დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონს ორგანიზებას უწევს და ატარებს ლი­ცენ­ზიის გამცემი ორგანოს შესაბამისი ქვედანაყოფი (შემდგომში – მეაუქციონე).“.

ზ) დებულების მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ლიცენზიის გამცემ ორგანოში არ იქნა წარმოდ­გე­ნი­ლი არც ერთი განაცხადი აუქციონში მონაწი­ლეობის მიღების თაობაზე.“.

თ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააუქციონო ვაჭრობის დამთავრებიდან 3 დღის ვადაში დგება ოქმი, რომელშიც აისახება ვაჭრო­ბის მსვლელობა და შედეგები. ოქმს ხელს აწერს გამარჯვე­ბული, ლიცენზიის გამცემი ორგანოს შესაბამისი ქვედა­ნაყოფის უფროსი და მდივანი (ოქმის შედგენაზე უფლე­ბამოსილი პირი).“.

ი) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ჩაიშალა, დაუყოვნებლივ ფორმდება არშემდგარი აუქციონის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ლიცენზიის გამცემი ორგანოს შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსი და მდივანი, აგრეთვე ის ,,პრეტენდენტები“, რომლებიც ესწრებოდნენ აუქ­ციონს, მაგრამ საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიიღეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი