⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2026)
გაუქმებულია:

შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის საზღვარგარეთ სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2024
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №437
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.024832 190
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 24/12/2024
566 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2024 მიღება
01.01.2026 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
შემსყიდველი ორგანიზაცია
შპს „საქაერონავიგაცია“
მუხლი 2
მომსახურება
შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის საზღვარგარეთ სწავლება, მომზადება/გადამზადება
მუხლი 2
ერთ პირთან მოლაპარაკება
შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და ითვალისწინებს პოტენციურ მიმწოდებელთან წერილობითი ან/და სიტყვიერი მოლაპარაკების გამართვას, შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი საკითხის დაზუსტებისა და შესყიდვის პირობების შეთანხმების მიზნით.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის საზღვარგარეთ სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №437 2024 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის საზღვარგარეთ სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის საზღვარგარეთ სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 შესყიდვები, რომლებსაც არ არეგულირებს ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის საზღვარგარეთ სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო „შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის საზღვარგარეთ სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი“ (შემდგომში – წესი),  საქართველოს საჰაერო სივრცესა და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურების, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, არეგულირებს შპს „საქაერონავიგაციაში“  დასაქმებული პერსონალის საზღვარგარეთ სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის განხორციელებას. მუხლი 2🔗. ცნებათა და ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „საქაერონავიგაცია“; ბ) მომსახურება – შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის საზღვარგარეთ სწავლება, მომზადება/გადამზადება; გ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და ითვალისწინებს პოტენციურ მიმწოდებელთან წერილობითი ან/და სიტყვიერი მოლაპარაკების გამართვას, შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი საკითხის დაზუსტებისა და შესყიდვის პირობების შეთანხმების მიზნით. მუხლი 3🔗. შესყიდვის საშუალება 1. ამ წესის თანახმად, შესყიდვის საშუალება არის ერთ პირთან მოლაპარაკება. 2. ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვა ხორციელდება,  თუ ამ წესით განსაზღვრული ყოველი კონკრეტული შესასყიდი მომსახურების ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს. 3. ამ წესით  განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ხელშეკრულების წერილობით გაფორმების გზით, გარდა ინტერნეტის გზით შესყიდვის განხორციელებისა. ასეთ შემთხვევაში შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი, მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შემცველი და შესყიდვის ობიექტის რაოდენობა-ღირებულებების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (სალაროს ჩეკი, ქვითარი, ანგარიშფაქტურა, დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურა ან სხვა) საფუძველზე. მუხლი 4🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა და წინასწარი ანგარიშსწორება 1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებელს მოსთხოვოს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენა, რომელიც უნდა შეადგენდეს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევებისა. 2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია:  ა) მიმწოდებლის საქმიანი რეპუტაციის, მის მიერ წარმოებული საქონლის, გაწეული მომსახურების ხარისხისა და მისი ცნობადობის გათვალისწინებით; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესყიდვის თავისებურებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე. 3. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ პირობებს. 4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებელს დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიზეზით; ბ) თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის ურთიერთშეთანხმებით, გარდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა; გ) თუ მიმწოდებელი შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ  ვალდებულებებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 5. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებელს დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. 6. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევებისა. 7. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია: ა) თუ მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ განკუთვნილ ცალკე საბანკო ანგარიშზე და ეს თანხა გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში; ბ) მიმწოდებლის საქმიანი რეპუტაციის, მის მიერ წარმოებული საქონლის, გაწეული მომსახურების ხარისხისა და მისი ცნობადობის გათვალისწინებით; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესყიდვის თავისებურებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე;  დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.