შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის საზღვარგარეთ სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №437 |
|
2024 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
„შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის საზღვარგარეთ სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი“ (შემდგომში – წესი), საქართველოს საჰაერო სივრცესა და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურების, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, არეგულირებს შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის საზღვარგარეთ სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის განხორციელებას.
ამ წესში გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „საქაერონავიგაცია“;
ბ) მომსახურება – შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის საზღვარგარეთ სწავლება, მომზადება/გადამზადება;
გ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და ითვალისწინებს პოტენციურ მიმწოდებელთან წერილობითი ან/და სიტყვიერი მოლაპარაკების გამართვას, შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი საკითხის დაზუსტებისა და შესყიდვის პირობების შეთანხმების მიზნით.
1. ამ წესის თანახმად, შესყიდვის საშუალება არის ერთ პირთან მოლაპარაკება.
2. ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვა ხორციელდება, თუ ამ წესით განსაზღვრული ყოველი კონკრეტული შესასყიდი მომსახურების ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს.
3. ამ წესით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ხელშეკრულების წერილობით გაფორმების გზით, გარდა ინტერნეტის გზით შესყიდვის განხორციელებისა. ასეთ შემთხვევაში შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი, მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შემცველი და შესყიდვის ობიექტის რაოდენობა-ღირებულებების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (სალაროს ჩეკი, ქვითარი, ანგარიშფაქტურა, დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურა ან სხვა) საფუძველზე.
1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებელს მოსთხოვოს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენა, რომელიც უნდა შეადგენდეს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევებისა.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია:
ა) მიმწოდებლის საქმიანი რეპუტაციის, მის მიერ წარმოებული საქონლის, გაწეული მომსახურების ხარისხისა და მისი ცნობადობის გათვალისწინებით;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესყიდვის თავისებურებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე.
3. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ პირობებს.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებელს დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიზეზით;
ბ) თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის ურთიერთშეთანხმებით, გარდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა;
გ) თუ მიმწოდებელი შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებელს დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
6. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევებისა.
7. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია:
ა) თუ მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ განკუთვნილ ცალკე საბანკო ანგარიშზე და ეს თანხა გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში;
ბ) მიმწოდებლის საქმიანი რეპუტაციის, მის მიერ წარმოებული საქონლის, გაწეული მომსახურების ხარისხისა და მისი ცნობადობის გათვალისწინებით;
გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესყიდვის თავისებურებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.