,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №670 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№197
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.22.033.008.277
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 20/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.008.277

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №197

2006 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №670 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

     მუხლი 1. ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 2 აგვისტოს №670 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №91, მუხ. 1034) დამტკიცებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას, რეგისტრაციის გაუქმებასა და ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კომისია უფლებამოსილია განიხილოს და დასკვნა მიიღოს შემდეგ საკითხებზე:

ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;“.

3. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. კომისიას უფლება აქვს, ფორმების სრულყოფის მიზნით, არ დაეთანხმოს განსახილველად წარმოდგენილ მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშს და მიიღოს დასკვნა ფორმის რეკვიზიტების, დამცავი ნიშნების სახისა და რაოდენობის (კატეგორიის) შესახებ ან თავად განსაზღვროს ისინი.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. კომისიის სხდომის მოწვევა და   დასკვნის მიღების წესი

1. კომისიის სხდომის მოწვევას, კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მასალების შემოსვლის შესაბამისად, უზრუნველყოფს კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.

2. კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა უბრალო უმრავლესობა.

3. კომისია ვალდებულია განიხილოს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი, აგრეთვე სხვა საკითხი, რომელიც სხდომის დაწყებამდე დამატებით იქნება შემოტანილი კომისიის წევრის ან წევრთა ჯგუფის მიერ.

4. კომისია დასკვნას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

5. კომისიის სხდომის შედეგებზე ფორმდება კომისიის სხდომის ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ კომისიის თავმჯდომარე და პასუხისმგებელი მდივანი. კომისიის ოქმში შეიტანება დღის წესრიგით გათვალისწინებული და დამატებით შემოსული ყველა საკითხი და მათი განხილვის შედეგები. ოქმს დაერთვის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი ყველა დოკუმენტის თითო ეგზემპლარი.“.

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. კომისიის დასკვნის აღსრულება

კომისიის სხდომის ოქმი, კომისიის მიერ მიღებული დასკვნა აღსასრულებლად (მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაცია შესაბამის ჟურნალში, სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება, კომისიის მიერ მიღებული დასკვნის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისა და პირებისათვის მიწოდება) და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესანახად, კომისიის პასუხისმგებელი მდივნის მიერ გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.“.

    მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი