ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს N28 და N29 ქუჩებისთვის ეკატერინე ბაღდავაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2024
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-65. 65243593
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016020
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/12/2024
264 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს N11 ქუჩისთვის გელა ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 12.03.2025 ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს N12 ქუჩისათვის ნიკოლოზ აგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 14.07.2021 ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N1 ქუჩისთვის მერაბ კოსტავას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 17.04.2024 თიანეთის მუნიციპალიტეტის ჟებოტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჟებოტაში და ლელოვანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 09.08.2021 ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N12 ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 17.04.2024

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს N28 და N29 ქუჩებისთვის ეკატერინე ბაღდავაძის სახელის მინიჭების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-65.65243593 2024 წლის 24 დეკემბერი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს №28 და №29 ქუჩებისთვის ეკატერინე ბაღდავაძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 25 ნოემბრის №44 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს  №28 ქუჩას მიენიჭოს ცნობილი ფერმწერის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ეკატერინე ბაღდავაძის სახელი, ხოლო ამავე სოფლის №29 ქუჩას ეწოდოს „ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩის I შესახვევი“ (რუკა თან ერთვის). 2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების (აბრების, ფირნიშების დამზადება და გავრცელება) გატარება. 3. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრს“ შემდგომი რეაგირებისათვის. 4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, ასევე გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1). ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი     გიორგი ივანიაძე