წყალმომარაგების სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 24.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016727 62
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბუნებრივი გაზის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის დამტკიცების შესახებ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/23/1652 გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №2/23/1652 განჩინებასთან დაკავშირებით „ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
წყალმომარაგების სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება
№43
2024 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
წყალმომარაგების სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 149-ე მუხლის და 165-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
1. წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატი საწარმოებისთვის ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის მიზნით დამტკიცდეს:
ა) ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციები – დანართი №1;
ბ) ანგარიშთა გეგმა – დანართი №1.1;
გ) ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციები – დანართი №2;
დ) წყალმომარაგების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №2.1;
ე) ორი ან ორზე მეტი რეგულირებული საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №2.2.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვა სავალდებულოა წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის, რომელსაც არანაკლებ 50 000 მომხმარებელი ჰყავს.
3. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვისათვის წყალმომარაგების ლიცენზიატებს განესაზღვროთ ვადა არაუგვიანეს 2030 წლის 31 დეკემბრისა.
4. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციების შესაბამისად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობის შესახებ პირველი ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება წყალმომარაგების ლიცენზიატებს განესაზღვროთ 2030 წლის ანგარიშგების პერიოდზე.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანიაკომისიის წევრიგიორგი ფანგანიკომისიის წევრიგივი სანიკიძეკომისიის წევრიგიორგი ფრუიძეკომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი