📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016099 114
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/12/2024
2,773 სიტყვა · ~14 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საწყისი პოზიცია 91% 05.01.2018 კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 14.02.2024 საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესის დადგენის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 87% 30.09.2022 საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 87% 05.06.2024 ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 86% 09.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №9 2024 წლის 25 დეკემბერი ქ.თბილისი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 28 მაისის №5 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ მიმოქცევისთვის უვარგისი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გადათვლა – განადგურების ოპერაციების წარმოების საკითხებს. 2. ამ წესის მიზნებისთვის მიმოქცევისთვის უვარგის ლარის ბანკოტებსა და მონეტებს (შემდგომში – ბანკნოტები და მონეტები) განეკუთვნება: ა) ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი დონის შესაბამისი ფიზიკური ცვეთის ან/და სხვა დაზიანების მქონე ბანკნოტები და მონეტები; ბ) ქარხნული წუნის მქონე ბანკნოტები და მონეტები; გ) ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიმოქცევიდან ამოღებული ბანკნოტები და მონეტები. 3. ბანკოტების და მონეტების განადგურება ხორციელდება: ა) ბანკნოტების – ავტომატურ რეჟიმში ან/და კომისიური წესით; ბ) მონეტების – კომისიური წესით. 4. კომისიური წესით განადგურებას ექვემდებარება ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი), საკასო ცენტრის საცავში (შემდგომში –საცავი) არსებული ბანკნოტები და მონეტები, რომელთა განადგურება ხორციელდება სპეციალური გამანადგურებელი აგრეგატების (შემდგომში – გამანადგურებელი აგრეგატი) მეშვეობით. 5. ავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურება ხორციელდება ავტომატური სორტირების მანქანის (შემდგომში – სორტირების მანქანა) მეშვეობით (სპეციალური ამომცნობი სენსორების, ავტომატური შეფუთვისა და განადგურების სისტემების მქონე ავტომატური დამუშავების მანქანა), კომერციული ბანკებისგან და მიკრობანკებისგან მიღებული ბანკნოტების გადათვლა-დახარისხების პროცესში. 6. კომისიური წესით ბანკნოტების და მონეტების განადგურება ხორციელდება ეროვნული ბანკის თანამშრომლებით (შესაძლებელია სხვა სახელმწიფო უწყებებიდან წარმომადგენლების მოწვევა) დაკომპლექტებული კომისიის მიერ. 7. კომისიის თავმჯდომარე, წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა, გასანადგურებელი ბანკნოტების და მონეტების ოდენობა, აგრეთვე, განადგურების პროცესის დაწყებისა და დასრულების ვადა განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით. 8. გამანადგურებელი აგრეგატების ტექნიკური მომსახურება ხორციელდება ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის საკასო ცენტრის (შემდგომში - საკასო ცენტრი) ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრების მიერ. 9. ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების პროცესის აღრიცხვის მიზნით, გამოიყენება ძირითადი საბანკო სისტემის კონტროლის მექანიზმისა და ავტომატური აღრიცხვის შემცველი ნაღდი ფულის მართვის ფუნქციონალი (შემდგომში – საკასო მოდული). 10. ბანკნოტებისა და მონეტების გადათვლა-განადგურების პროცესი ხორციელდება საკასო ცენტრში ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ხედვის არეალში, ერთიანი დახურული და უსაფრთხო სივრცის პრინციპის გათვალისწინებით, სადაც კატეგორიულად აკრძალულია უცხო პირთა დაშვება. 11. გადათვლა-განადგურების პროცესში მონაწილე პირებს კატეგორიულად ეკრძალებათ პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღება, ასევე ისეთი პირადი ნივთების შეტანა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ბანკნოტებისა და მონეტების გატანა. 12. გადათვლა-განადგურების პროცესში მონაწილე პირებთან ფორმდება შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ. 13. გადათვლა-განადგურების პროცესში მონაწილე პირები ვალდებული არიან მკაცრად დაიცვან ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, აგრეთვე ყველა ის პროფესიული საიდუმლო, რომელიც დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან. 14. გადათვლა-განადგურების პროცესში მონაწილე პირები, სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების არცოდნის გამო არ თავისუფლდებიან დაკისრებული პასუხისმგებლობისგან. 15. ავტომატურ რეჟიმში განადგურებული ბანკნოტების შესახებ ანგარიში ეროვნული ბანკის საბჭოს წარედგინება ყოველწლიურად, ხოლო კომისიური წესით განადგურებული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ – განადგურების პროცესის დასრულების შემდეგ. 16. კომისიური წესით განადგურების შესახებ დოკუმენტები და ვიდეოჩანაწერები ექვემდებარება 6 წლის ვადით შენახვას, ხოლო ავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურების შესახებ ვიდეოჩანაწერები ინახება 6 თვის ვადით. მუხლი 2🔗. ბანკნოტების ავტომატურ რეჟიმში გადათვლა - განადგურების პროცესში მონაწილე პირთა ვალდებულებები 1. გადათვლა-დამუშავების ჯგუფის უფროსის (შემდგომში - ჯგუფის უფროსი) ვალდებულებებია: ა) საკონტროლო გადათვლისა და განადგურების საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია; ბ) გადასათვლელი ბანკნოტების მოლარეებზე განაწილება; გ) სორტირების მანქანაში ბარათის მეშვეობით სამუშაო დღის გახსნა და რეჟიმის არჩევა; დ) სორტირების მანქანაში მოლარეების რეგისტრაციის უზრუნველყოფა, მათი ბარათების მეშვეობით; ე) შესრულებული სამუშაოების საკასო მოდულში ყოველდღიური აღრიცხვის უზრუნველყოფა; ვ) სორტირების მანქანის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, საკასო ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრების გამოძახება. 2. დამხმარე მოლარის ვალდებულებებია: ა) მიღებული კონტეინერების ნომინალების მიხედვით გახსნა სორტირების მანქანაში არჩეული რეჟიმის შესაბამისად; ბ) კონტეინერის ეტიკეტსა და დასალუქ საშუალებაზე არსებული მონაცემების ურთიერთშედარება და მათი მონაცემების ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მიერ დაფიქსირების მიზნით, მაგიდის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე განთავსება; გ) კონტეინერის ეტიკეტის და მასში განთავსებული კონების მონაცემების ურთიერთშედარება, კონებზე შეფუთვის მოხსნა, კასეტებში ნომინალების მიხედვით განთავსება და სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარისთვის გადაცემა. 3. შემკრები მოლარე ვალდებულია მოახდინოს სორტირების მანქანის საეჭვო ჯიბეში განთავსებული ბანკნოტების ფორმირება კატეგორიებისა და ნომინალების მიხედვით. 4. სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარის ვალდებულებებია: ა) მიღებული ბანკნოტების ნომინალების მიხედვით სორტირების მანქანაში ჩატვირთვა არჩეული რეჟიმის შესაბამისად; ბ) სორტირების მანქანის მიერ საკონტროლოდ გადათვლის შედეგად ზედმეტობის, დანაკლისის, ან საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ჯგუფის უფროსისთვის ინფორმაციის მიწოდება. 5. დაუშვებელია სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარის მიერ მისთვის მინდობილი ბანკნოტების სხვა პირთათვის გადაბარება და სორტირების მანქანასთან სხვა პირის დაშვება. მუხლი 3🔗. ბანკნოტების ავტომატურ რეჟიმში გადათვლა - განადგურების სამუშაოების ორგანიზება და წარმართვა 1. ბანკნოტების ავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურება ხორციელდება რეჟიმით – „გადათვლა-დახარისხება განადგურებით“,  ჯგუფის უფროსის, დამხმარე მოლარის, შემკრები მოლარის და სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარის მიერ. 2. ბანკნოტების ავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურების დროს სორტირების მანქანის ექსპლატაცია ხორციელდება სპეციალური პერსონალური ბარათების (შემდგომში – ბარათი) მეშვეობით. 3. დაუშვებელია დროის ერთ მონაკვეთში ერთი და იმავე მოლარის რეგისტრაცია ერთზე მეტ სორტირების მანქანაში. 4. სორტირების მანქანასთან დაშვების დონეები, ასევე სორტირების მანქანის გასანადგურებელი მოწყობილობის გასაღებების შესაბამის პირებზე გადაცემა ხორციელდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის განკარგულების საფუძველზე. 5. დაუშვებელია სორტირების მანქანის გასანადგურებელი მოწყობილობის გასაღებების ერთ პირზე გადაცემა. 6. ჯგუფის უფროსის მიერ გადასათვლელი ბანკნოტების მიღება წარმოებს კონტეინერისა და დასალუქი საშუალების სიმრთელის, ასევე კონტეინერზე არსებული ეტიკეტის რეკვიზიტების შემოწმებით. 7. ჯგუფის უფროსი მიღებულ კონტეინერებს აღრიცხავს შტრიხ-კოდის წამკითხველის მეშვეობით საკასო მოდულში და ადასტურებს მათ მიღებას. 8. კონტეინერების მიღების შემდეგ, ჯგუფის უფროსის მიერ ხორციელდება დამხმარე მოლარეებისთვის კონტეინერების გადაცემა. 9. კონტეინერების მიღების შემდეგ, დამხმარე მოლარე სორტირების მანქანის რეჟიმის შესაბამისად, ახორციელებს მიღებული კონტეინერების გახსნას, კონტეინერის ეტიკეტის და დასალუქი საშუალების მონაცემების ურთიერთშედარებას და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით დაფიქსირების მიზნით, ეტიკეტისა და დასალუქი საშუალების მაგიდის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე განთავსებას. 10. კონტეინერის გახსნის შემდეგ, დამხმარე მოლარე ახორციელებს კონტეინერის ეტიკეტისა და მასში განთავსებული კონების ნომინალების მონაცემების ურთიერთშედარებას, ვაკუუმური ცელოფნის მოხსნას, კასეტებში განთავსებას და გადათვლა-განადგურების მიზნით, სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარისთვის გადაცემას. 11. სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარე, გადათვლა-განადგურების მიზნით, ახორციელებს სორტირების მანქანაში გადასათვლელი თანხის ნომინალების მიხედვით შეყვანას, მასში მიღებული ბანკნოტების ჩატვირთვას და ყოველი ნომინალის გადათვლის პროცესის დასრულების შემდეგ სორტირების მანქანის სისტემაში მონაცემების დადასტურებას. 12. სორტირების მანქანის საეჭვო ჯიბეში ბანკნოტების განთავსების შემთხვევაში, სორტირების მანქანის სისტემაში მონაცემების დადასტურება ხორციელდება აღნიშნული ბანკნოტების სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარის მიერ ფურცლობრივად გადათვლის და მათი რაოდენობის სორტირების მანქანის სისტემაში (ველი „საეჭვო“) შეყვანის შემდეგ. 13. სორტირების მანქანის საეჭვო ჯიბეში განთავსებული ნამდვილი ბანკნოტები, სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარის მიერ, ფორმირების მიზნით, გადაეცემა შემკრებ მოლარეს, ხოლო საეჭვო ბანკნოტები ფორმირებისა და ექსპერტიზაზე გადაცემის მიზნით – ჯგუფის უფროსს. 14. ბანკნოტების გადათვლა-დახარისხების ყოველი რეჟიმის დასრულების შემდეგ, სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარის მიერ უნდა განხორციელდეს სორტირების მანქანიდან სრული და არასრული ნეკნების ამოღება და ხელით ან სათვლელი მანქანის მეშვეობით ფურცლობრივად გადათვლა-ფორმირების მიზნით, შემკრები მოლარისთვის გადაცემა. 15. ბანკნოტების ავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურების პროცესის დასრულების შემდეგ, ჯგუფის უფროსი პროგრამაში ახორციელებს ავტომატური გადათვლის ფუნქციის და შესაბამისი სორტირების მანქანების არჩევას, რის შემდეგაც გადათვლა-განადგურების შედეგები ავტომატურად აისახება პროგრამაში. 16. პროგრამაში ინფორმაციის სრულად აღრიცხვის შემდეგ, ჯგუფის უფროსი ახორციელებს მონაცემების პროგრამულ დადასტურებას, „საეჭვო ფულის ექსპერტიზის შესახებ“ ცნობის, „შემოტანილი ნაღდი ფულის გადათვლის შედეგების”, „მიღებული ნაღდი ფულის გადათვლის შედეგების“ ამობეჭდვას და ხელმოწერით დადასტურებას. 17. ჯგუფის უფროსის მიერ ექსპერტიზაზე გადასაცემი საეჭვო ბანკნოტების ფორმირება ხორციელდება „საეჭვო ფულის ექსპერტიზის შესახებ“ცნობასთან ერთად. 18. დოკუმენტების ამობეჭდვის შემდეგ, ჯგუფის უფროსი ახორციელებს ფაქტობრივად არსებული ბანკნოტების ნომინალებისა და კატეგორიების მიხედვით დოკუმენტებთან შედარებას და ბანკნოტების  საცავში გაგზავნას, ხოლო „საეჭვო ფულის ექსპერტიზის შესახებ“ ცნობასთან ერთად ფორმირებული საეჭვო ბანკნოტები ჯგუფის უფროსის მიერ იგზავნება საცავში ან ექსპერტიზაზე. 19. გადათვლა-განადგურების პროცესში შექმნილი დოკუმენტების თითო ეგზემპლარი, „საეჭვო ფულის ექსპერტიზის შესახებ“ ცნობის გარდა, ჯგუფის უფროსის მიერ გადაეცემა საკასო ცენტრის მაკონტროლებელ პირს. 20. გადათვლა-განადგურების პროცესის დასრულების შემდეგ, ჯგუფის უფროსისა და მოლარეების მიერ, სორტირების მანქანაში ბანკნოტების არარსებობის გადამოწმების მიზნით, უნდა განხორციელდეს სორტირების მანქანის მიწოდების, ტრანსპორტირების, შეფუთვის და სხვა კვანძების შემოწმება. 21. მუშაობის პროცესში, სორტირების მანქანის ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარე ვალდებულია იმოქმედოს სორტირების მანქანის ეკრანზე გამოსახული ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად, ხოლო თუ მის მიერ ვერ ხდება შეფერხების გამოსწორება, გამოიძახოს საკასო ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრი და ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ სორტირების მანქანის მიერ მოთხოვნილი მონაცემები შეიყვანოს ჯგუფის უფროსისა და საკასო ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრის კონტროლის ქვეშ. 22. სორტირების მანქანის გასანადგურებელ მოწყობილობაში ბანკნოტის (ან მისი ნაწილების) გაჭედვის შემთხვევაში, მოწყობილობის გახსნა, ბანკნოტის ამოღება და შემდეგი რეაგირება ხორციელდება სორტირების მანქანის ეკრანზე გამოსახული ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად, ჯგუფის უფროსის, პასუხისმგებელი მოლარეების, საკასო ცენტრის უფროსის, საკასო ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრისა და გასანადგურებელი მოწყობილობის გასაღების მფლობელი პირების მეთვალყურეობის ქვეშ. 23. იმ შემთხვევაში, თუ სორტირების მანქანის ეკრანზე გამოსახული ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად, ბანკნოტები უნდა განადგურდეს მექანიკური წესით, ამ მუხლის 22-ე პუნქტში მითითებული პირების მიერ ბანკნოტების იმავდროული განადგურება ხორციელდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ხედვის არეალში. სორტირების მანქანის შეფერხებისა და ბანკნოტის განადგურების შესახებ დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერს პროცესში მონაწილე ყველა პირი. მუხლი 4🔗. ბანკნოტების და მონეტების კომისიური წესით განადგურების პროცესში მონაწილე პირთა ვალდებულებები 1. კომისიის თავმჯდომარის ვალდებულებებია: ა) საკონტროლო გადათვლისა და განადგურების საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია; ბ) საცავიდან, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, დასალუქი საშუალებების მიღების და გამოუყენებლობის შემთხვევაში, მათი უკან დაბრუნების უზრუნველყოფა; გ)   სამუშაო დღის ბოლოს, შესვენების და სხვა საჭიროების შემთხვევაში, განადგურების უბნის დაკეტვის უზრუნველყოფა; დ) ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის საკასო მოდულში აღრიცხვის, ამობეჭდვის და შენახვის უზრუნველყოფა; ე) მოლარის მიერ ზედმეტობის, დანაკლისის, განსხვავებული კატეგორიის ან ნომინალის, ასევე საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენისას შესაბამისი დოკუმენტის შედგენის, ამობეჭდვის და შენახვის უზრუნველყოფა; ვ) გამანადგურებელი აგრეგატის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, საკასო ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრების გამოძახება; ზ) განადგურების პროცესის დასრულების შემდეგ, ყოველდღიური მონაცემების (დოკუმენტების) საფუძველზე, ნაერთი აქტის შედგენა, მისი დადასტურება კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად შემდგომი შენახვის მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა; თ) ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისთვის (პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი) წინადადებების დაუყოვნებლივ წარდგენა; ი) კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის წინადადებების წარდგენა; კ) განადგურების უბანზე დასაქმებული მოლარეების შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, ან ვადის გაგრძელების თაობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის წინადადებების წარდგენა; ლ) განადგურების პროცესის დასრულების შემდეგ, კომისიური წესით განადგურებული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ ანგარიშის მომზადება და ეროვნული ბანკის საბჭოსთვის წარდგენა. 2. კომისიის წევრების ვალდებულებებია: ა) განადგურების პროცესის ზედამხედველობა; ბ) განადგურების პროცესში შექმნილი დოკუმენტების სისწორის ხელმოწერით დადასტურება; გ) განადგურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, კომისიის თავმჯდომარისთვის წინადადებების წარდგენა. 3. დაუშვებელია კომისიის წევრების მიერ: ა) კომისიის თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, განადგურების პროცესის განხორციელება; ბ) კომისიის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე განადგურების  უბნის დატოვება, ასევე წინასწარ შეტყობინების გარეშე უბანზე გამოუცხადებლობა. 4. მოლარის ვალდებულებებია: ა) კომისიის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ ბანკნოტების გადათვლა; ბ) ბანკნოტების საკონტროლოდ გადათვლის შედეგად ზედმეტობის, დანაკლისის, განსხვავებული კატეგორიის ან ნომინალის, ასევე საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარისთვის ინფორმაციის მიწოდება; გ) საკონტროლოდ გადათვლის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ ბანკნოტების არარსებობის გადამოწმების მიზნით, სათვლელი მანქანების კვანძების შემოწმება. 5. დაუშვებელია მოლარის მიერ: ა) მისთვის მინდობილი ბანკნოტების სხვა პირთათვის გადაბარება და მის მიერ გახსნილი  ყუთის გადაუთვლელად სამუშაო ადგილზე დატოვება; ბ) კომისიის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე განადგურების უბნის დატოვება, ასევე წინასწარ შეტყობინების გარეშე უბანზე გამოუცხადებლობა. მუხლი 5🔗. ბანკნოტების კომისიური წესით განადგურების სამუშაოების ორგანიზება და წარმართვა 1. ბანკნოტების განადგურება ხორციელდება მოლარეების მიერ კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ხედვის არეალში, მხოლოდ მათი საკონტროლო გადათვლის შემდეგ, მათ შორის: ა) მექანიკური წესით ფორმირებული ბანკნოტების გადათვლა ხორციელდება სრულად ფურცლობრივად; ბ) ავტომატურ რეჟიმში დახარისხებული და შეფუთული ბანკნოტების მთელი მოცულობის გადათვლა ხორციელდება კონებად და ნეკნებად, შიგთავსის ვიზუალური შემოწმებით. 2. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, საცავიდან ბანკნოტების განადგურების მიზნით გაცემა და კომისიის მიერ მიღება წარმოებს დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით დამოწმებული „ფულის ნიშნების განადგურების შესახებ“ დავალების საფუძველზე. 3. კომისიის მიერ საცავის მატერიალურად პასუხისმგებელი პირებისგან ბანკნოტების მიღება ხორციელდება კონებით და ნეკნებით, შეფუთვის სიმრთელის და ეტიკეტზე არსებული წარწერების შემოწმებით. მიღებას არ ექვემდებარება დაზიანებული ან სხვა დეფექტის მქონე შეფუთვის ბანკნოტები. 4. კომისიის თავმჯდომარის მიერ ბანკნოტების მიღება საკასო მოდულში დასტურდება „ფულის ნიშნების განადგურების შესახებ“ დავალების, ორ ეგზემპლარად შედგენილი „განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული ბანკნოტების შესახებ“ ნუსხის მონაცემებისა და ნაღდი ფულის ურთიერთშედარების შემდეგ. 5. კომისიის წევრებისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერით დადასტურებული „განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული ბანკნოტების შესახებ“ ნუსხის ერთი ეგზემპლარი რჩება კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო მეორე გადაეცემა საკასო ცენტრის მაკონტროლებელ პირს. 6. ბანკნოტების მიღების შემდეგ, კომისია მიღებულ კონებს ათავსებს სპეციალურ ყუთებში, რომელთა დალუქვაც ხდება კომისიის თავმჯდომარის მიერ. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბანკნოტების სპეციალურ ყუთებში განთავსება და დალუქვა ხორციელდება ერთმანეთისგან განცალკევებით. 8. მოლარის მიერ ბანკნოტების ფურცლობრივად საკონტროლოდ გადათვლა ხორციელდება კონების შეფუთვის სიმრთელის, ეტიკეტზე არსებული წარწერებისა და მასში განთავსებული ბანკნოტების ვიზუალური შემოწმების შემდეგ. 9. საკონტროლოდ გადათვლის შემდეგ მოლარე ახორციელებს გადათვლილი ბანკნოტების ყუთებში განთავსებას, რომელიც იმავდროულად ილუქება კომისიის თავმჯდომარის მიერ. 10. ბანკნოტების ვიზუალური დათვალიერების ან საკონტროლოდ გადათვლის შედეგად ზედმეტობის, დანაკლისის ან სხვა შეუსაბამობის (განსხვავებული კატეგორიის ან ნომინალის) გამოვლენის შემთხვევაში, ბანკნოტები ექვემდებარება ხელმეორედ საკონტროლოდ გადათვლას. 11. ზედმეტობის, დანაკლისის ან სხვა შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მიერ იმავდროულად ფორმდება „დანაკლისის, ზედმეტობის ან სხვა შეუსაბამობის გამოვლენის შესახებ“ ცნობა ორ ეგზემპლარად, რომელიც დასტურდება როგორც კომისიის თავმჯდომარის, ისე კომისიის წევრებისა და მოლარის ხელმოწერებით. აღნიშნული ცნობის ერთი ეგზემპლარი ბანკნოტის თანდართულ პირველად ეტიკეტთან ერთად გადაეცემა საკასო ცენტრის მაკონტროლებელ პირს. 12. ბანკნოტების ვიზუალური დათვალიერების ან საკონტროლოდ გადათვლის შედეგად საეჭვო ბანკნოტების გამოვლენის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად ადგენს „საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნის შესახებ“ ცნობას და ბეჭდავს ორ ეგზემპლარად, რომელიც დასტურდება როგორც კომისიის თავმჯდომარის, ისე კომისიის წევრებისა და მოლარის მიერ. 13. საკონტროლო გადათვლის მთლიანი პროცესის დასრულების შემდეგ კომისიის მიერ ხორციელდება ყუთების გახსნა და ბანკნოტების გამანადგურებელ აგრეგატში განთავსება. 14. განადგურების დასრულების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის მიერ ხორციელდება „დანაკლისის, ზედმეტობის ან სხვა შეუსაბამობის გამოვლენის შესახებ“, „საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნის შესახებ“ ცნობებისა და ფაქტობრივად განადგურებული ბანკნოტების შესახებ მონაცემების საკასო მოდულში აღრიცხვა. 15. საკასო მოდულში ინფორმაციის სრულად აღრიცხვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს „ლარის ბანკნოტების საკონტროლო გადათვლისა და განადგურების შესახებ“ და „საეჭვო ფულის ექსპერტიზის შესახებ“ ცნობებს ორ ეგზემპლარად, რომლებიც დასტურდება კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით. 16. საკასო მოდულში მონაცემების სრულად აღრიცხვის შემდეგ, განსხვავებული კატეგორიის ან ნომინალის ფულის ნიშნების ფორმირების მიზნით, კომისიის თავმჯდომარე ახორციელებს საკასო მოდულში ეტიკეტის შექმნას, ამობეჭდვას და ვაკუუმური ცელოფნის მეშვეობით ფორმირებას, ხოლო საეჭვო ფულის ნიშნების ფორმირებას – „საეჭვო ფულის ექსპერტიზის შესახებ“ ცნობასთან ერთად ვაკუუმური ცელოფნის მეშვეობით. 17. საცავის მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ ბანკნოტების მიღება საკასო მოდულში დასტურდება კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი „განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული ბანკნოტების შესახებ“ ნუსხის მონაცემებისა და ნაღდი ფულის ურთიერთშედარების შემდეგ. 18. განადგურების დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარის მიერ ხორციელდება: ა) „განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული ბანკნოტების შესახებ“ ნუსხის, „დანაკლისის, ზედმეტობის ან სხვა შეუსაბამობის გამოვლენის შესახებ“, „საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნის შესახებ“, „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლისა და განადგურების შესახებ“ ცნობების თითო ეგზემპლარის გადაცემა საკასო ცენტრის მაკონტროლებელი პირისთვის; ბ) ფორმირებული ფულის ნიშნების საცავის მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე გადაცემის მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვა საკასო მოდულში; გ) ფორმირებული საეჭვო ფულის ნიშნების გადაცემის მიზნით საკასო მოდულში აღრიცხვა და „საეჭვო ფულის ექსპერტიზის შესახებ ცნობასთან“ ერთად საკასო ცენტრის ექსპერტიზის ჯგუფის წევრისთვის გადაცემა. 19. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ განადგურების შესახებ დოკუმენტები ინახება კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის ქვეშ. 20. განადგურების პროცესის დასრულების შემდეგ, ბანკნოტების არარსებობის გადამოწმების მიზნით, ტრანსპორტირების და გამანადგურებელი აგრეგატის სხვა კვანძები ექვემდებარება კომისიის წევრების მიერ შემოწმებას. 21. იმ შემთხვევაში, თუ ბანკნოტების გამანადგურებელი აგრეგატის მწყობრიდან გამოსვლის ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ხერხდება განადგურების პროცესის გაგრძელება, საკონტროლოდ გადათვლილი/გადაუთვლელი ბანკნოტები ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარის მიერ დალუქული ყუთებით „განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული ბანკნოტების შესახებ“ ნუსხის საფუძველზე საცავში შესანახად გადაცემას. 22. ბანკნოტების განადგურების მთლიანი პროცესის დასრულების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის მიერ მასთან არსებული დოკუმენტების საფუძველზე ხორციელდება ანგარიშის შედგენა. 23. განადგურების პროცესში გამოვლენილი დანაკლისი, ასევე ექსპერტიზის შედეგების შესაბამისად დადგენილი ყალბი ფულის ნიშნები ექვემდებარება მაფორმირებელი პირის მიერ ანაზღაურებას. მუხლი 6🔗. მონეტების კომისიური წესით განადგურების სამუშაოების ორგანიზება და წარმართვა 1. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში საცავიდან მონეტების განადგურების მიზნით გაცემა და კომისიის მიერ მიღება წარმოებს დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით დამოწმებული „ფულის ნიშნების განადგურების შესახებ“ დავალების საფუძველზე. 2. კომისიის მიერ საცავის მატერიალურად პასუხისმგებელი პირებისგან მონეტების მიღება ხორციელდება პაკეტებით, შეფუთვის სიმრთელის და ეტიკეტზე არსებული წარწერების შემოწმებით. მიღებას არ ექვემდებარება დაზიანებული ან სხვა დეფექტის მქონე შეფუთვის მონეტები. 3. კომისიის თავმჯდომარის მიერ მონეტების მიღება საკასო მოდულში დასტურდება „ფულის ნიშნების განადგურების შესახებ“ დავალების, ორ ეგზემპლარად შედგენილი „განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული მონეტების შესახებ“ ნუსხის მონაცემებისა და ნაღდი ფულის ურთიერთშედარების შემდეგ. 4. კომისიის წევრებისა და საცავის მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერით დადასტურებული „განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული მონეტების შესახებ“ ნუსხის ერთი ეგზემპლარი რჩება კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო მეორე გადაეცემა საკასო ცენტრის მაკონტროლებელ პირს. 5. მონეტების მიღების შემდეგ, კომისიის მიერ ხორციელდება თითოეული პაკეტის გახსნა და გამანადგურებელ აგრეგატში მოთავსება. 6. გამანადგურებელ აგრეგატში, ხორციელდება მხოლოდ ერთი და იგივე ნომინალის მონეტების მოთავსება. დაუშვებელია სხვა ნომინალის მონეტების განადგურების პროცესის დაწყება ერთი ნომინალის მონეტების განადგურების პროცესის სრულად დასრულებამდე. 7. განადგურების პროცესის დასრულების შემდეგ, მონეტების არარსებობის გადამოწმების მიზნით, ტრანსპორტირების და გამანადგურებელი აგრეგატის სხვა კვანძები ექვემდებარება კომისიის წევრების მიერ შემოწმებას. 8. თითოეული ნომინალის მონეტების განადგურების პროცესის დასრულებისთანავე, კომისია უზრუნველყოფს განადგურების შედეგად მიღებული ნედლეულის (ჯართი) ყუთებში განთავსებას, დალუქვას და თითოეული ყუთისთვის კომისიის ყველა წევრის მიერ ხელმოწერით დადატურებული ზედდებულის დართვას, რომელიც უნდა მოიცავდეს ყუთის ნომერს, ლუქის ნომერს, ნედლეულის (ჯართის) შენადნობის დასახელებას, ბრუტო და ნეტო წონებს. 9. განადგურების პროცესის დასრულების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე: ა) საკასო მოდულში აღრიცხავს ინფორმაციას განადგურებული მონეტების შესახებ და ბეჭდავს   „ლარის მონეტების განადგურების შესახებ“ ცნობას ორ ეგზემპლარად, რომლებიც დასტურდება კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით; ბ)   „განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული მონეტების შესახებ“ ნუსხის და „ლარის მონეტების განადგურების შესახებ“ ცნობების თითო ეგზემპლარს გადასცემს საკასო ცენტრის მაკონტროლებელ პირს. 10. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ განადგურების შესახებ დოკუმენტები ინახება კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის ქვეშ. 11. იმ შემთხვევაში, თუ მონეტების გამანადგურებელი აგრეგატის მწყობრიდან გამოსვლის ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ხერხდება განადგურების პროცესის გაგრძელება, გასანადგურებელი მონეტები ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარის მიერ დალუქული ყუთებით „განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული მონეტების შესახებ“ ნუსხის საფუძველზე საცავში შესანახად გადაცემას. 12. მონეტების განადგურების მთლიანი პროცესის დასრულების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის მიერ ხორციელდება მიღებული ნედლეულის (ჯართი) ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა, დალუქული ყუთებით, კომისიის ყველა წევრის მიერ ხელმოწერით დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტით.