„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟაო გარიგებების შესახებ" წესში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი040.170.280.12.005.008.281
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება№63
2006 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ წესში” ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამჭვირვალობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ წესში“ (სსმ III,11.12.02., №119, მუხლი 1044) (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. წესის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ” ქვეპუნქტი:
„ზ) საწესდებო კაპიტალში შენატანის საჯარო ფასიანი ქაღალდ(ებ)ით შესრულებისას”.
„ზ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „თ“ ქვეპუნქტად:
„თ) სხვა გარიგებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს”.
2. წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს რედაქციით:
„2. არასაბირჟო გარიგება დადებულად ჩაითვლება, თუ იგი განხორციელდა საბროკერო კომპანიის მეშვეობით, ამასთან, საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდ(ებ)ის ნასყიდობა სატენდერო შეთავაზებით, მსხვილი პაკეტის ნასყიდობა, საწესდებო კაპიტალში შენატანის საჯარო ფასიანი ქაღალდ(ებ)ით შესრულება და გამოსყიდვა „მეწარმეთა შესახებ“საქართველოს კანონის 531 მუხლის თანახმად – საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაფიქსირების მოთხოვნის დაცვით. არასაბირჟო გარიგების შედეგად საჯარო ფასიან ქაღალდ(ებ)ზე საკუთრების უფლება წარმოშობილად, შეცვლილად ან/და შეწყვეტილად ჩაითვლება:
ა) ამ გარიგების ფაქტთა შესახებ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სათანდო ჩანაწერის გაკეთების მომენტიდან, რისთვისაც მას უნდა წარედგინოს საბროკერო კომპანიის მეშვეობით შედგენილი განკარგულება;
ბ) ნომინალურ მფლობელებთან სათანადო ჩანაწერის გაკეთების მომენტიდან, თუ გარიგების ყველა მხარე ერთი და იმავე ნომინალური მფლობელის კლიენტია და გარიგების საგნად არსებული ფასიანი ქაღალდ(ებ)ი ამ ნომინალურ მფლობელს აქვს გადაცემული.”.
3. წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. „დ“ქვეპუნქტი ჩაითვალოს „გ“ქვეპუნქტად, ხოლო “დ.ა), დ.ბ), დ.გ) დ.დ) და დ.ე)“ქვეპუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს „გ.ა), გ,ბ), გ.გ) გ.დ) და გ.ე)“ქვეპუნქტებად.
„გ) საწარმოს საწესდებო კაპიტალის ოდენობას ან/და სტრუქტურასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ემიტენტის მიერ განხორციელებული კორპორაციული საქმიანობის შედეგად, კერძოდ:
გ.ა) საწარმოს დაფუძნებისას საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების წარმოშობა საწარმოს დამფუძნებლისათვის (შენატანის შესრულება);
გ.ბ) „მეწარმეთა შესახებ“საქართველოს კანონის 3.5. მუხლის მიხედვით საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვისას საჯარო ფასიან ქაღალდ(ებ)ზე საკუთრების უფლების შეწყვეტა, ასევე საკუთრების უფლების შეწყვეტა, ასევე საკუთრების უფლების წარმოშობა ამ ფასიან ქაღალდ(ებ)ის სხვა პარტნიორ(ებ)ზე გადაცემისას;
გ.გ) საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა საწარმოს გარდაქმნის, შერწყმის ან ნატურით გაყოფის შედეგად;
გ.დ) საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების წარმოშობა ემიტენტის მიერ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემისიის (მათ შორის, აქციონერთა უპირატესი შესყიდვის უფლების განხორციელების) შედეგად, აგრეთვე, საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ფასიანი ქაღალდის მფლობელის თხოვნით მის მფლობელობაში არსებული საჯარო ფასიანი ქაღალდის საჯარო შეთავაზებაში შეტანის შედეგად;
გ.ე) საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა საჯარო ფასიანი ქაღალდის დანაწევრების, შერწყმის ან კონვერსიის შედეგად.”.
4. წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო ფასიანი ქაღალდების არასაბირჟო გარიგებით შეძენა-გასხვისებისას (ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა, გამოსყიდვა “მეწარმეთა შესახებ“საქართველოს კანონის 531 მუხლის თანახმად, საწესდებო კაპიტალში შენატანის საჯარო ფასიანი ქაღალდ(ებ)ით შესრულება) საბროკერო კომპანიის მიერ შედგენილ უნდა იქნეს გასხვისების განკარგულება, ამ წესის დანართი 1-ით გათვალისწინებული ფორმით, ხოლო დაგირავებისას – გირავნობის განკარგულება, დანართი 2-ით გათვალისწინებული ფორმით”.
5. წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა მსხვილი პაკეტის ნასყიდობად ჩაითვლება, თუ:
ა) სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:
ა.ა) გაყიდვა ხდება რეგისტრირებული მფლობელის ან დაკავშირებული პირების მიერ თავის საკუთრებაში არსებული საჯარო ფასიანი ქაღალდების წინასწარ ცნობილ პირსა ან დაკავშირებულ პირებზე;
ა.ბ) იყიდება ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ გამოშვებული ხმის უფლების მქონე საჯარო ფასიანი ქაღალდები იმ რაოდენობით, რომლის შედეგადაც მყიდველი პირის ან დაკავშირებული პირების საკუთრებაში აღმოჩნდება ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 50 პროცენტი და კიდევ ერთი ხმა;
ა.გ) ნასყიდობის მხარეები საწარმოს კორპორაციულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებასა ან/და კომერციულ პარტნიორობაზე თანხმდებიან, ანუ დაითქმება ისეთი დამატებითი ერთი ან რამდენიმე პირობაც, რომელსაც შესასყიდი ფასიანი ქაღალდი თავისთავად არ მოიცავს (მაგ., საწარმოს ვალების სრულად ან ნაწილობრივად გადახდა, საწარმოსათვის სუბორდინირებული სესხის მიცემა, საწარმოს სარგებლობაში ძირითადი ან წარმოებისათვის მნიშვნელოვანი საბრუნავი საშუალებების ან მიწის გადაცემა და სხვ.);
ა.დ) გარიგება დაფიქსირებულია საფონდო ბირჟაზე – იმ შემთხვევაში, როდესაც ფასიანი ქაღალდი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ლისტინგშია დაშვებული;
ბ) დასადები გარიგების ღირებულება აღემატება 400 000 ლარს, ამასთან, გარიგების პირობები მყიდველსა და გამყიდველს შორის წინასწარ შეთანხმებულია.”.
6. წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ მსხვილი პაკეტის მყიდველს უფრო მეტი რაოდენობის საჯარო ფასიანი ქაღალდის შესყიდვა სურს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის „ა.ბ” ქვეპუნქტით და ეს ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ საფონდო ბირჟაზეა დაშვებული, მაშინ ნამეტი რაოდენობა მან საბირჟო ვაჭრობის გზით უნდა შეისყიდოს.”.
7. წესის დანართი 1-ის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით:
| 2. მონაცემები გასხვისებისა და გასხვისებული ფასიანი ქაღალდების შესახებ: ●ემიტენტის სახელწოდება: _______________________________________________________________ ●კლასი: ________________________________________________________________________________ ●ფქსსნ (თუ მინიჭებული აქვს): ___________________________________________________________ ●რაოდენობა: ___________________________________________________________________________ ●გარიგების სახე:________________________________________________________________________ - ჩუქება - გაცვლა - სესხება - ნასყიდობა. ამასთან, თუ ნასყიდობა შემდეგი სახით ხდება, შესაბამისი უჯრედი აღინიშნოს: ნასყიდობა სატენდერო შეთავაზებით მსხვილი პაკეტის ნასყიდობა გამოსყიდვა (,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 531 მუხლის მიხედვით) ------------------------------------------------- საწესდებო კაპიტალში შენატანის საჯარო ფასიანი ქაღალდ(ებ)ით შესრულება
|
8. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი თ. გოდერძიშვილი