“ფასიანი ქაღალდენის რეგისტრაციისა და ემიტენტს შორის წერილობითI შეთანხმების პირობებისადმი მოთხოვნების დაწესების შესახებ წესში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.12.005.008.282
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №64
2006 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის წერილობითი შეთანხმების პირობებისადმი მოთხოვნების დაწესების შესახებ წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საჯარო ინტერესების განხორციელებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებს შორის კონკურენციის განვითარების მიზნით „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 3 თებერვლის №29 დადგენილებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის წერილობითი შეთანხმების პირობებისადმი მოთხოვნების დაწესების შესახებ წესში“ (შემდგომში _ წესი) (სსმ III, 12.02.03., №11, მუხლი 103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
I. წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
I. ეს წესი შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში _ კანონი) მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და ადგენს გარკვეულ მოთხოვნებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა (შემდგომში _ რეგისტრატორი) და ემიტენტს შორის გასაფორმებელი წერილობითი შეთანხმების პირობებისადმი.
2. ამ წესის მიზანია რეგისტრატორებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და მათი მომსახურების სფეროში საჯარო ინტერესების განხორციელება“.
II. წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) წინასწარი შეტყობინების გარეშე ხელშეკრულების გადაწყვეტისას გადაიხადოს დამატებით ერთი თვის მომსახურების საფასური“.
III. წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მომსახურების საფასური
1. რეგისტრატორის მომსახურების საფასური მხარეთა შეთანხმების საგანია და აისახება ხელშეკრულებაში.
2. რეგისტრატორის მომსახურების საფასური უნდა იყოს სამართლიანი, ზომიერი, არადისკრიმინაციული და გამომდინარეობდეს მომსახურებაზე გაწეული რეალური დანახარჯებიდან. დაუშვებელია რეგისტრატორის მომსახურების ტარიფის განსაზღვრა ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულების საფუძველზე.
3. ინფორმაცია რეგისტრატორის მომსახურების საფასურის (მომსახურების სახეობების მიხედვით) შესახებ მისი დადგენიდან არა უგვიანეს 7 დღისა წარედგინება კომისიას.
4. მომსახურების ხელშეკრულება არ უნდა ითვალისწინებდეს ემიტენტის მიერ მომსახურების საფასურის წინასწარ გადახდის ვალდებულებას ექვს თვეზე მეტი პერიოდისათვის. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში რეგისტრატორმა ემიტენტს უკან უნდა დაუბრუნოს წინასწარ გადახდილი საფასურის გამოუმუშავებელი ნაწილი.
5. რეკომენდებულია რეგისტრატორების მომსახურების საფასურის განსაზღვრა კომისიის მიერ მოწონებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების მომსახურების სახეების უნიფიცირებული ჩამონათვალის მიხედვით.
6. რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს მის მიერ მომსახურების სახეების უნიფიცირებული ჩამონათვალის მიხედვით შედგენილი პრეისკურანტის ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირთათვის“.
IV. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი თ. გოდერძიშვილი