ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016444 1478
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.02.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2024 წლის 25 დეკემბერი
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანდართული თანამდებობრივი სარგოები (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანდართული საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2).
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №19 დადგენილება (სსმ, 25/12/2023, სარეგისტრაციო კოდი – 190020020.35.129.016422).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის
პირების თანამდებობრივი სარგოები
№
პოლიტიკური თანამდებობის დასახელება
თანამდებობრივი სარგო
(ლარი)
1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
5971
2
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
4511
3
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
3942
4
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
3212
5
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
2920
6
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
2336
დანართი №2
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების
საშტატო ნუსხა და თანმდებობრივი სარგოები
№
საშტატო ერთეულის
დასახელება
რანგი
კატეგორია
საშტატო ერთეულის
რაოდენობა
თანამდებობრივი სარგო
(ლარი)
1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
– საკრებულოს აპარატის უფროსი
I
1
2920
2
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტი
III
II
5
1752
3
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტი
III
III
2
1606
4
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უმცროსი სპეციალისტი
IV
II
1
1241