“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა –მთიანეთისა და კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების" დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 17.03.2006
ძალის დაკარგვა 25.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.029.008.286
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 23/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ზუგდიდის განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.11.2004
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა –მთიანეთისა და კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების" დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 44.95pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.029.008.286
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №24
2006 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების) დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების) თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ზუგდიდის სამართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 14 იანვრის №40, „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 14 იანვრის №38, „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 25 თებერვლის №162 ბრძანებები.
3. ბრძანება ძალში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხევიაშვილი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების) დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილების საფუძველზე.
2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამის რეგიონში.
3. სამმართველოს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში.
4. სამმართველო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
5. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა კანონებით. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები
სამმართველოს ამოცანებია:
ა) საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე ლტოლვილთა, დევნილთა, რეპატრიანტთა და საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
გ) სამოქმედო ტერიტორიაზე ლტოლვილთა, დევნილთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზების ხელშეწყობა;
დ) სამოქმედო ტერიტორიაზე მიგრაციული ნაკადების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;
ე) „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით ტერიტორიულ ორგანოზე განსაზღვრული ფუნქციების რეალიზება.
მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილება
1. სამმართველო თავისი ამოცანების და ფუნქციების შესრულებისას უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს საქმიანობის გეგმები; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სხვა ტერიტორიული ორგანოებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე განსახლებულ დევნილთა და ლტოლვილთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
გ) განიხილოს განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება დასმულ საკითხებზე;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში.
2. სამმართველო პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
მუხლი 4🔗. სამმართველოს საქმიანობის ორგანიზება
1. სამმართველოს ჰყავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებაზე;
ბ) სახელმწიფო ორგანოებში, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამმართველოს;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის და კონტროლს უწევს მათ შესრულებას;
დ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის აქტებს.
3. სამმართველოს ხარჯთა ნუსხასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი.
4. სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები
სამმართველოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.