“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისიის შექმნის და მისი დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 20.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №184
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.22.023.008.289
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42, 30/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.2006 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისიის შექმნის და მისი დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 45.0pt 26.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.22.023.008.289
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №184
2006 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ 55-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის სამუშაოთა ორგანიზებისა და ჩატარების, მათი საარქივო შენახვისათვის გადასაცემად მომზადების მიზნით შეიქმნას მუდმივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) ირაკლი ღვალაძე – მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
2) მიხეილ პაკაცოშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე;
3) ცირა მუმლაძე – კანცელარიის უფროსი;
4) მზია მუშკუდიანი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;
5) როზა გუჯეჯიანი – სამინისტროს მთავარი ბუღალტერი;
6) გულნარა მჭედლიძე – არქივარიუსი;
7) მზია ლეჟავა – საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დაკომპლექტების განყოფილების გამგე.
2. დამტკიცდეს ცენტრალური საექსპერტო კომისიის თანდართული დებულება.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 1996 წლის 24 ოქტომბრის №156 ბრძანება ,,საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს დოკუმენტური მასალების შენახვის ვადების განსაზღვრისათვის მათ შესანახად შერჩევის ორგანიზაციისათვის ცენტრალური საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ“.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის სამუშაოთა ორგანიზებისა და ჩატარების, მათი საარქივო შენახვისათვის გადასაცემად მომზადების მიზნით სამინისტროში იქმნება მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისია.
2. ცენტრალური საექსპერტო კომისია სათათბირო ორგანოა, მისი გადაწყვეტილებები ძალაში შედის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ.
მუხლი 2🔗
ცენტრალური საექსპერტო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით, მასში შეყვანილ უნდა იქნენ სამინისტროს თანამშრომლები, საქმისწარმოების სამსახურის ხელმძღვანელი და არქივზე პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 3🔗
თავის მუშაობაში საექსპერტო კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით ,,ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მოქმედი ბრძანებებითა და ამ დებულებით.
თავი II
ცენტრალური საექსპერტო კომისიის ფუნქციები
მუხლი 4🔗
ცენტრალური საექსპერტო კომისია ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) საქმისწარმოების სამსახურთან და არქივთან ერთად ორგანიზაციას უწევს და ატარებს სამინისტროს დოკუმენტების შერჩევას შემდგომ შესანახად და გასანადგურებლად;
ბ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს რეკომენდაციებსა და წინადადებებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ბ.ა) მუდმივად და ხანგრძლივად (10 წელზე მეტხანს) შესანახ საქმეთა კრებსით აღწერის თაობაზე;
ბ.ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს არქივში არსებული იმ დოკუმენტების გასანადგურებლად გამოყოფის აქტებს, რომელთა შენახვის ვადებიც ამოიწურა.
გ) მონაწილეობს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის, საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის, მათი შემფასებელი ექსპერტიზისა და შემდგომი შენახვისათვის დოკუმენტების მომზადების მეთოდური სახელმძღვანელოს შედგენასა და განხილვაში;
დ) განიხილავს წინადადებებს მოქმედი ნუსხებით დადგენილი ცალკეული დოკუმენტების შენახვის ვადების შეცვლისა და ნუსხებით გაუთვალისწინებელი დოკუმენტების შენახვის ვადების დადგენის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომელთა ინსტრუქტაჟს და კონსულტაციების გაწევას საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის, მათი შემფასებელი ექსპერტიზისა და შემდგომი შენახვისათვის გადასაცემად მომზადების საკითხებზე.
მუხლი 5🔗
ცენტრალურ საექსპერტო კომისიას უფლება აქვს:
ა) დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად მითითება მისცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქმისწარმოებისთვის პასუხისმგებელ მოხელეებს დოკუმენტების ორგანიზაციის, მათი შემფასებელი ექსპერტიზისა და შემდგომი შენახვისათვის გადასაცემად მომზადების საკითხებზე;
ბ) მოითხოვოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან სახელმწიფო არქივში შესანახად გადასაცემ ადგილზე არსებულ საქმეთა მოძიება და წერილობითი ახსნის წარმოდგენა მათი დაკარგვის შემთხვევაში;
გ) თავის სხდომაზე მოისმინოს საქმისწარმოების სამსახურის ხელმძღვანელებისა და არქივის მუშაკების ინფორმაციები დოკუმენტების გაფორმებისა და საქმეთა ფორმების ხარისხის, მუდმივად და ხანგრძლივად შესანახ საქმეთა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ;
დ) ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელობას საექსპერტო კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.
მუხლი 6🔗
1. ცენტრალური საექსპერტო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივის საექსპერტო შემმოწმებელ კომისიასთან ერთად და იღებს მისგან საჭირო საორგანიზაციო მეთოდიკურ მითითებებს.
2. ცენტრალური საექსპერტო კომისია მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე-სურსების მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით და ანგარიშს აბარებს მას შესრულებული სამუშაოს შესახებ.
3. ცენტრალური საექსპერტო კომისიის საქმიანობა განიხილება მის სხდომებზე, რომლებიც ეწყობა საჭიროების მიხედვით, მაგრამ წელიწადში ორჯერ მაინც.
4. ცენტრალური საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით. სხდომები ფორმდება ოქმით.
5. ცენტრალური საექსპერტო კომისიის საქმისწარმოების გაძღოლასა და მისი დოკუმენტების შენახვას ახორციელებს კომისიის მდივანი.