“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ზოგიერთ თანამდებობის პირთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 21.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №228
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.008.293
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 23/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,132 სიტყვა · ~11 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ზოგიერთ თანამდებობის პირთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; font-style:italic; text-decoration:underline;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.008.293 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №228 2006 წლის 21 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ზოგიერთ თანამდებობის პირთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე ,,ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის №2235 კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:  მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თანდართული რედაქციით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ზოგიერთ თანამდებობის პირთა საკვალიფი­კაციო გამოცდების ჩატარების წესი“.  მუხლი 2🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ალექსიშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ზოგიერთ თანამდებობის პირთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსუ­რი პოლიციის ზოგიერთ თანამდებობის პირთა საკვალი­ფი­კაციო გამოცდების ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდების (შემ­დგომში – გამოცდა) მიზანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლციიის (შემდგომში – პოლიცია) თანამშრომელთა კვალი­ფიკაციის ამაღლება, ასევე პოლიციის რიგებში მაღალკვალიფიცირებულ თანამ­შრომელთა მოზიდვა. 3. წესი განსაზღვრავს პოლიციაში საკვალიფიკაციო გამოცდების საგამოცდო კომისიის ფორმირებას, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების თანმიმ­დევრობას. 4. საკვალიფიკაციო გამოცდით დგინდება, თუ რამდე­ნა­დ შესწევს უნარი პოლიციის თანამშრომელს მაღალკვალიფიციურად შეასრულოს მასზე დაკისრე­ბული მოვალეობები.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება კანდიდატი – პირი, რომელიც აბარებს საკვალი­ფიკაციო გამოცდას.     მუხლი 3🔗. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების უფლების მქონე პირები საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების უფლება გააჩ­ნიათ პოლიციის თანამშრომლებს.     მუხლი 4🔗. საკვალიფიკაციო გამოცდა საკვალიფიკაციო გამოცდის დღეს ნიშნავს პოლი­ციის უფროსი ბრძანებით.     მუხლი 5🔗. საგამოცდო კომისია 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინან­სური პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გა­მოც­დების ჩატარებას ახორციელებს საქართველოს ფინან­სთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საკვა­ლიფიკაციო-საგამოცდო კომისია (შემდგომში – კომი­სია). კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომი­სიის წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე ინიშნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ, პოლიციის უფროსის წარდგინებით, ხოლო კომისიის წევრებს და მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე პოლი­ციის უფროსთან შეთანხმებით. 3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომი­სიის წევრთა რაოდენობას და კანდიდატების შესათან­ხმებლად მიმართავს პოლიციის უფროსს. 4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალისტები, რომელთა მოწვევაზე გადაწყვე­ტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე. 5. კომისია იკრიბება პოლიციის უფროსის მიერ საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნიდან სამი დღის ვადაში.     მუხლი 6🔗. კომისიის მიზანი კომისიის მიზანია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება, ამ მიზნის მისაღწევად კომისია: ა) უზრუნველყოფს გამოცდების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით ჩატარებას; ბ) რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ადას­ტურებს კანდიდატთა სიას და მათ რაოდენობას; გ) უზრუნველყოფს ტესტური ნამუშევრების გასწო­რებას; დ) აფიქსირებს კანდიდატის მიერ წესების დარ­ღვევის ფაქტებს და იღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის, მოხსნის კანდიდატს გამოცდიდან; ე) გამოცდის ვადის ამოწურვის შემდეგ ადასტურებს კანდიდატთა ნამუშევრების ჩაბარების ფაქტს; ვ) ადასტურებს გამოცდების პასუხების შემოწმე­ბისას კანდიდატის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდე­ნო­ბას და წარუდგენს საპრეტენზიო კომისიას პრე­ტენზიების არსებობის შემთხვევაში; ზ) ადასტურებს კანდიდატის მიერ გამოცდის ჩაბა­რების ფაქტს და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, რომლის ფორმასაც ადგენს კომისია და დასამტკი­ცებლად წარუდგენს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილ ორგანოს (უფლებამოსილ პირს); თ) წარუდგენს პოლიციის უფროსს გამოცდების შედეგებს.     მუხლი 7🔗. კომისიის რეგლამენტი 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწი­ლებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომი­სიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფ­ლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბ­რა­ლო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხოვნებიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემ­თხვე­ვაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვე­ტად. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე, დამსწრე წევრები და კო­მისიის მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თა­ვისი განსხვავებული მოსაზრება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.     მუხლი 8🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა 1. საჭიროების შემთხვევაში (პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით) კომისიის თავ­მჯდომარის მიერ შეიძლება შეიქმნას კომისიის სპე­ცია­ლიზებული შემადგენლობა. 2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 9🔗. საპრეტენზიო კომისია 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსუ­რი პოლიციის სკვალიფიკაციო გამოცდების საპრეტენ­ზიო კომისია (შემდგომში – საპრეტენზიო კომისია) იქ­მნება ფინანთა მინისტრის მიერ საგამოცდო კომი­სიისაგან დამოუკიდებლად. საპრეტენზიო კომისი­ის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს საგამოც­დო კომისიის წევრი. 2. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობას ხელმძღვა­ნელობს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, რო­მელსაც ნიშნავს საქართველოს ფინანსთა მინის­ტრი პოლიციის უფროსის წარდგინებით. 3. საპრეტენზიო კომისიის მიზანია გამოცდების ჩატარების დროს პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და კომისიისათვის სამართლებ­რივად სრულყოფილი დასკვნის წარდგენა. 4. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საპრე­ტენზიო კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეცია­ლისტები, სპეციალისტების მოწვევაზე გადაწყვე­ტი­ლებას იღებს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდო­მარე. 5. მოწვეულ სპეციალისტთა უფლებამოსილება განისაზღვრება მხოლოდ საგამოცდო ტესტებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვით და გამო­ტანილი დასკვნების წერილობით გადაცემით საპრე­ტენზიო კომისიაზე. 6. საპრეტენზიო კომისიის წევრებს შორის მოვა­ლეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. 7. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 8. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი და შეუძლია გადაწყვეტილების მიღება ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 9. საპრეტენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენ­ზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება საპრეტენზიო კომისიის სხვა წევრების გადაწყვეტილებას, ვალდებუ­ლია თავისი წინადადება და შენიშვნა წერილობით დაურთოს ოქმს. 10. საპრეტენზიო კომისიაში განცხადების (პრეტენ­ზიების) წარდგენა წარმოებს გამოცდებში მონაწილე ნებისმიერი კანდიდატის მიერ როგორც გამოცდის დაწყებამდე, ასევე მისი მიმდინარეობის პროცესში და გამოცდის შედეგების გაცნობიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. დაგვიანებული პრეტენზიები არ მიიღება. 11. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 დღის ვადაში. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებების (საქმის დიდი მოცულობა, სირთულე) არსებობისას განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე. 12. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება კომისიას გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. 13. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს არ დაეთანხმოს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა. თავი II საკვალიფიკაციო გამოცდა     მუხლი 10🔗. საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადებისა და ჩატარების სამდივნო 1. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით იქმნება სამდივნო საკვალიფიკაციო გამოცდების მომ­ზა­დებისა და ჩატარების მიზნით (შემდგომში – სამ­დივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი. 2. სამდივნოს უფროსს და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 3. სამდივნოს ევალება გამოცდების მოსამზადებ­ლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადა­წყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა საგამოცდო ფურ­ცლების მომზადება და გამოცდის ჩასატარებლად სხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. 4. გამოცდების დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.     მუხლი 11🔗. წარსადგენი საბუთები 1. პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გამოთ­ქვამს სურვილს საკვალიფიკაციო გამოცდაზე გას­ვლაზე, ვალდებულია არა უგვიანეს გამოცდის ჩატარე­ბამდე ორი კვირით ადრე წარადგინოს განაცხადი სამდივნოში, რასაც უნდა დაურთოს პოლიციის პირა­დობის დამადასტურებელი საბუთი და ორი ფო­ტოსურათი ზომით 3X4. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი საბუთების წარდგენის შემდგომ კანდიდატი მიიღებს სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება მისი სარეგისტრაციო ნომერი, გამოცდის ჩატარების დრო, ადგილი და დაუბრუნდება პოლი­ციის პირადობის დამადასტურებელი საბუთი.     მუხლი 12🔗. საკვალიფიკაციო გამოცდა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება სპეციალური ტესტების მიხედვით.     მუხლი 13🔗. საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტირების პროგრამა 1. საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტირების პროგ­რამას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2. საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტირების პროგ­რამა ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგა­ნოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.     მუხლი 14🔗. საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტის მომზადება 1. ტესტის შეკითხვების მომზადებას უზრუნველ­ყოფს პოლიციის უფროსი. 2. ტესტები შეიძლება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, კომისიის გადაწყვეტილებით.     მუხლი 15🔗. საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტი 1. ტესტი შედგება 50 კითხვისაგან, რომელიც მოიცავს საკვალიფიკაციო გამოცდების პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს, ასევე შესაძლებელია ტესტებში შეტანილ იქნეს ლოგიკური ამოცანები, რო­მელთა ამოსახსნელადაც აუცილებელია ელემენტარული არითმეტიკული ცოდნა და საქართველოს ისტო­რიის საკითხები. 2. ტესტის თითოეულ კითხვას აქვს ოთხი სავარაუ­დო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი. 3. ტესტირებისას კანდიდატის ამოცანაა აღნიშნოს მის მიერ სწორად მიჩნეული პასუხი ტესტში და ტესტის თავფურცელში. 4. თუ ტესტსა და ტესტის თავფურცელში შემო­ხაზული პასუხი არ ემთხვევა ერთმანეთს, კომისიის და საპრეტენზიო კომისიების მიერ სწორ პასუხად მიიჩნევა მხოლოდ ტესტის თავფურცელში აღნიშნუ­ლი პასუხი.     მუხლი 16🔗. ტესტირების დრო 1. ტესტირებისათვის კანდიდატს ეძლევა 3 ასტრო­ნომიული საათი. დროის გადაცდენის შემთხვევაში კომისიისათვის გადაცემული ტესტი არ გასწორდება და პასუხი შეფასდება 0 ქულით. 2. კანდიდატები ტესტირების და დროის ამოწურ­ვის შესახებ გაფრთხილებას მიიღებენ ორჯერ – დროის ამოწურვამდე 30 წუთით და 10 წუთით ადრე. 3. კანდიდატს არა აქვს უფლება აუდიტორიიდან გასვლისას თან იქონიოს ტესტი ან აუდიტორია და­ტოვოს ტესტის ჩაბარების გარეშე, ასეთ შემთხვე­ვაში მისი ნამუშევარი შეფასდება 0 ქულით.     მუხლი 17🔗. ტესტის დარიგების წესი 1. ტესტირების დაწყების წინ ყოველ კანდიდატს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მო­თავსე­ბულია ტესტი. 2. კონვერტის გახსნამდე თითოეული კანდიდატი ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია ან ლუქი დაზიანებულია ან სხვაგვარად იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ, ვიდრე დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემა, განაცხადოს ამის შესახებ ასეთ შემთხვევაში მას გადაეცემა ახალი კონვერტი, დაგვიანებით შემო­სუ­ლი პრეტენზიები არ მიიღება.     მუხლი 18🔗. სავალდებულო ინსტრუქტაჟი ტესტირების დაწყებამდე 1. ტესტირების დაწყებამდე კანდიდატს ჩაუტარდება ინსტრუქტაჟი ტესტების და ტესტის თავფურცლის შევსების მეთოდიკის, სხვა პროცედურული საკითხების შესახებ. 2. სავალდებულო ინსტრუქტაჟის ტექსტს ამტკი­ცებს კომისის თავმჯდომარე. 3. ინსტრუქტაჟის ტექსტი გადაეცემა კანდიდატს ტესტის კონვერტთან ერთად.     მუხლი 19🔗. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა 1. ტესტირების მიმდინარეობის განმავლობაში კანდიდატს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა მასალის, ასევე აუდიო და სხვა ტექნიკური საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) შეტანა და გამოყე­ნება. 2. კანდიდატს, რომელიც შემჩნეულ იქნება ამ მასა­ლისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებასა ან სავალდებულო ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების დარღვევაში, მიეცემა გაფრთხილება, რომელიც დაფიქსირდება ოქმში. განმეორებით დადგენილი წესების დარღვევისას კანდიდატი მოიხსნება გამოცდი­დან და დაეწერება შეფასება 0.     მუხლი 20🔗. გამოცდაზე გამოცხადების დრო 1. გამოცდის დღეს კანდიდატები უნდა გამოც­ხადდნენ გამოცდის ჩატარების ადგილზე წინასწარ დადგენილ დროს. კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და კანდიდა­ტის სარეგისტრაციო ბარათი, აღნიშნული საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება. 2. გამოცდის ჩატარების დადგენილი დროის შემდეგ გამოცხადებული, დაგვიანებული პირები გამოცდაზე არ დაიშვებიან.     მუხლი 21🔗. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი 1. საგამოცდო დარბაზში შესვლამდე კანდიდატები იღებენ ადგილის ბარათებს და ბარათების ნომრების მიხედვით იკავებენ ადგილს საგამოცდო დარბაზში. 2. საგამოცდო დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში კანდიდატი მოიხსნება გამოც­დიდან.     მუხლი 22🔗. საგამოცდო დარბაზში შესვლის უფლება 1. საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები და სპეციალური საშვის მქონე პირები. 2. დარბაზში შესვლის უფლების მინიჭების მიზნით საშვებს გასცემს კომისიის სამდივნო.     მუხლი 23🔗. საჯაროობა გამოცდების ჩატარებისას 1. გამოცდის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით მეთვალყურეებად დაიშვებიან საზოგადოების წარმომადგენლები. 2. მეთვალყურეების დაშვებაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე. 3. მეთვალყურეები საგამოცდო დარბაზში დაიკავე­ბენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს, გამოცდის პროცესში ჩარევის უფლება მათ არა აქვთ, ხოლო ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთ­ვალ­ყურე დათხოვნილ იქნება საგამოცდო დარბაზიდან.     მუხლი 24🔗. ტესტების შემოწმება 1. ტესტების პასუხები მოწმდება მოწვეული სპეცია­ლისტის (ან კომისიის წევრის) მიერ კომისიის თანამ­შრომლის თანდასწრებით, კომპიუტერის ან სხვა სა­შუალებების მეშვეობით. 2. ტესტის გასწორების დროს დაცული უნდა იყოს როგორც გამოსაცდელის, ასევე გამომცდელის ანონი­მურობა. მოწვეული სპეციალისტისათვის და კომისიის წევრისათვის უცნობია, თუ ვის ნაშრომს ასწორებს, ასე­ვე გამოსაცდელისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწო­რებს მის ნაშრომს. 3. გამოცდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 დღისა კომისია აქვეყნებს გამოცდის შედეგებს.     მუხლი 25🔗. ტესტების შეფასება 1. ტესტის თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქუ­ლით. 2. თუ კანდიდატი ტესტის ერთ კითხვაზე აღნიშნავს ერთზე მეტ პასუხს ან, თუ ტესტის პასუხი გადასწო­რებულია, მაშინ პასუხი ფასდება – 0 ქულით, ანალო­გიურად, თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი პასუხიც შეფასდება – 0 ქულით. 3. ტესტირების მინიმალური შეფასებაა 0 ქულა, მაქსიმალური – 50 ქულა. 4. კანდიდატის მიერ ტესტის 35-ზე და მეტ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მისი შედეგი ფასდება დადებითად, ხოლო, თუ კანდიდატი გასცემს პასუხს 35 კითხვაზე ნაკლებს, კანდიდატის შედეგი შეფასდება უარყოფითად. თავი III საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგები     მუხლი 26🔗. გამოცდების შედეგი 1. გამოცდის პირველადი შედეგები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდო­მარე და კომისიის წევრები. 2. გამოცდების პირველადი შედეგები გამოიკვრება პოლიციის ცენტრალური აპარატის განთავსების ად­გილზე, სადაც მითითებული იქნება თითოეული კან­დიდატის მიერ მიღებული შეფასება. 3. პირველადი შედეგების გამოქვეყნებიდან ორი დღის ვადაში საპრეტენზიო კომისიაში მიიღება პრეტენ­ზიები. 4. გამოცდების საბოლოო შედეგები ქვეყნდება გამოცდის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო იმ პირებს, რომლებმაც მიიღეს დადებითი შეფასება გა­დაეცემათ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სერ­ტიფიკატი. 5. გამოცდების შედეგზე მიღებული გადაწყვეტილება გადაეცემა პოლიციის უფროსს. 6. პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც საკვა­ლი­ფიკაციო გამოცდებში ვერ მიიღეს დადებითი შე­ფასება, შეუძლიათ განმეორებით გავიდნენ გამოცდაზე. 7. პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებმაც საკვალიფიკაციო გამოცდაზე ორჯერ მიიღეს უარყოფითი შეფასება, შემდგომ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.