“საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ივანე მაჩაბელის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 21.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/66
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.299
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42, 30/03/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (5)
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი
- საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონი
- საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი
- სახელმწიფო თეატრების შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ივანე მაჩაბელის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:"Acad Nusx Geo";}
@font-face {font-family:LitMtavrPS;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Acad Nusx Geo","sans-serif"; font-weight:normal;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:20.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Acad Nusx Geo","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:44.4pt; font-size:14.0pt; font-family:"Acad Nusx Geo","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:44.4pt; font-size:14.0pt; font-family:"Acad Nusx Geo","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .75in 35.95pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.299
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/66
2006 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 თებერვლის №176 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდგომში – თეატრი), წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 თებერვლის №176 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილ, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ შემოქმედებით დაწესებულებას.
2. თეატრის დამფუძნებელია სახელმწიფო.
3. თეატრს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებებში, საკუთარი ბეჭედი, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
5. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, დავით აღმაშენებლის გამზ. №127 ა.
მუხლი 2🔗. თეატრის საქმიანობის საგანი, მიზნები და ამოცანები
თეატრის ძირითად მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა, თეატრალური ხელოვნების განვითარება, ტრადიციების აღორძინება და ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება.
მუხლი 3🔗. თეატრის უფლება-მოვალეობანი
1. თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრაში (რეპერტუარის არჩევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია);
ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გადასცეს სპექტაკლის დადგმის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (რეჟისორის, დრამატურგის ან ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, სპექტაკლების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
გ) საკუთარი სახელით შეიძინოს პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს კანონით ნებადართული გარიგებები, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან;
დ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ე) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი, განსაზღვროს თეატრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს მსახიობთა გაცვლა და სხვა სახის პროექტები საზღვარგარეთის ქვეყნებთან (მათ შორის, ერთობლივი პროექტები);
2. თეატრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
4. თეატრი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ,,საქართველოს თეატრების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის, სახელშეკრულებო) ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
მუხლი 4🔗. თეატრის მართვა და სტრუქტურა
1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, ,,საქართველოს თეატრების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვანელობის, თეატრის სამხატვრო საბჭოს, თეატრალური დასისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან.
3. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ახორციელებს თეატრის მიმდინარე შემოქმედებით საქმიანობის ხელმძღვანელობას და პერსონალურად პასუხისმგებელია ამ საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
4. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ხელშეკრულებას დებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
5. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უფლებამოსილია უხელმძღვანელოს თეატრის სათათბირო ორგანოს _ სამხატვრო საბჭოს ან სხვა სათათბირო ჯგუფს (მათი არსებობის შემთხვევაში).
6. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი წყვეტს შემოქმედებითი პერსონალის მოწვევა-გათავისუფლების საკითხს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და თეატრის დებულების შესაბამისად.
7. თეატრის ფინანსურ, სამეურნეო-ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ-საწარმოო საქმიანობას წარმართავს თეატრის დირექტორი და პასუხისმგებლია ამ საქმიანობაზე.
8. თეატრის დირექტორთან ხელშეკრულებას დებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
9. დირექტორი თეატრის მიმდინარე სამეურნეო-საფინანსო და ადმინისტრაციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
10. თეატრის დირექტორი წარმოადგენს თეატრს და თეატრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელს აწერს დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ -სამართლებრივ აქტებს, შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით წყვეტს თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მიღება-გათავისუფლების საკითხს, უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები, გასცეს მინდობილობები თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე.
11. თეატრის დირექტორი ადგენს თეატრის წლიურ ბალანსს და წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
12. თეატრის დირექტორის გადაწყვეტილებანი შესასრულებლად სავალდებულოა თეატრის მთელი შრომითი კოლექტივისათვის.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს თეატრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო-საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში, არის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 6🔗. თეატრის ქონება
1. დასახული მიზნებისა დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისად, თეატრს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. თეატრის ქონებად ითვლება აგრეთვე მის საკუთრებაში არსებული ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი.
მუხლი 7🔗. თეატრის დაფინანსების წყაროები
1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება თეატრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. თეატრის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. თუ თეატრი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ვალდებულია დააყენოს მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი.
მუხლი 8🔗. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
1. თეატრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. თეატრი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
3. თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. თეატრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
1. თეატრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. თეატრის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში.
3. თეატრის ლიკვიდაციას ახორციელებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს თეატრის დირექტორი.
4. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.