📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №212
სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.301
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42, 30/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,975 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.35pt 56.7pt 28.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.301 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №212 2006 წლის 21 მარტი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის VIII და XI თავების შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის, 21-ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 11 მაისის №53 ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა  და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ III, 2004 წ., №50, მუხლი 409🔗).      3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დებულების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, მოხელეთა რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს. თავი II საკონკურსო-საატესტაციო კომისია     მუხლი 2🔗. კომისიის მიზნები და ფუნქციები 1. კომისიის მიზანია: ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატების გამოვლენა; ბ) საჯარო მოხელის სამსახურებრივ დაწინაურებაზე გადაწყვეტილების მიღება. 2. კომისიის ფუნქციებია: ა) კონკურსანტის/ატესტანტის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ბ) მოხელეთა რეზერვის შექმნა.     მუხლი 3🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში– კომისია) შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და სხვა წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას და წევრთა რაოდენობას. ამასთან, კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.     მუხლი 4🔗. კომისიის სხდომა 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება (მათ შორის პროცედურულ საკითხებზე) მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს ჰქონდეს განსხვავებული აზრი, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. თავი III კონკურსი     მუხლი 5🔗. კონკურსის მიზანი კონკურსის მიზანია სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეების ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად პირთა შერჩევა და შესაბამისი რეზერვის ფორმირება.     მუხლი 6🔗. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსს აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით. 2. კონკურსის შესახებ შეტყობინება ცხადდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, კონკურსი შესაძლებელია ასევე გამოცხადდეს მასმედიის სხვა საშუალებებითაც. 3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის პირველი სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.     მუხლი 7🔗. კომისიის სამდივნო 1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით მინისტრის გადაწყვეტილებით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც ინიშნება მინისტრის მიერ კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით. 2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის წარმართვა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და სრულყოფილი დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა. 3. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.     მუხლი 8🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს 1. სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელის კანდიდატი შეიძლება იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას. 2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს მინისტრის ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.     მუხლი 9🔗. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები 1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოში დადგენილ ვადაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება (კომისიის თავმჯდომარის სახელზე, სასურველი თანამდებობის მითითებით); ბ) ავტობიოგრაფია (შევსებული სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტული ფორმით); გ) განათლების ან შესაბამისი კვლიფიკაციის მოწმობა; დ) შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში); ე) 1 ფოტოსურათი (ზომა 3/4); ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი; ზ) იმ პირის რეკომენდაცია რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, რომელთანაც პირს უკანასკნელი დროის მანძილზე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. 2. განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე შესაძლებელია გაკეთებულ იქნეს სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, განმცხადებელი (კონკურსანტი) კარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას და მისი კანდიდატურა არ განიხილება.     მუხლი 10🔗. კანდიდატის უფლება შეცვალოს თავის განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი კანდიდატს, რეგისტრაციის ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს, წერილობითი განცხადების საფუძველზე, უფლება აქვს გამოიტანოს თავისი განაცხადი ან/და მხოლოდ ერთხელ შეცვალოს მასში მითითებული საკონკურსო ადგილი.     მუხლი 11🔗. კონკურსის პირობები 1. კონკურსი ტარდება ეტაპობრივად. ყოველ მომდევნო ეტაპზე გასვლის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ კანდიდატს/კანდიდატებს, რომელიც წარმატებით გადალახავს კონკურსის წინა ეტაპს. 2. კონკურსი შესაძლებელია ჩატარდეს კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული საბუთების საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების, ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმებით. 3. ტესტირების თემატიკის შესახებ კანდიდატები წინასწარ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი. 4. ყველა კანდიდატს წერილობით, სამინისტროში საამისოდ გამოყოფილ ადგილას, საჯაროდ გამოქვეყნებით ეცნობება შედეგების შესახებ შესაბამისი ეტაპის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.     მუხლი 12🔗. საბუთების შემოწმება 1. კონკურსის პირველ ეტაპზე მოწმდება თითოეული კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობა საკონკურსო მოთხოვნებთან. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემოწმების შემდეგ, დოკუმენტაციის არასრულად წარმომდგენი ან არადამაკმაყოფილებლად შემვსები კანდიდატი კარგავს კონკურსის მომდევნო ეტაპზე გასვლის უფლებას და ეთიშება კონკურსს.     მუხლი 13🔗. ტესტირება 1. ტესტირება ტარდება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. ტესტირების თემატიკას, საჯარო მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს მინისტრი. 2. ტესტირებით შეიძლება აგრეთვე შეფასდეს კანდიდატის პიროვნული თვისებები. 3. ტესტირების ჩატარების წესებს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი. 4. დადებითი შეფასების მისაღებად კონკურსანტმა უნდა გადალახოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აქტით განსაზღვრული მინიმალური (აუცილებელი) ზღვარი.     მუხლი 14🔗. გასაუბრება საჯარო მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება წარმოებს გასაუბრების გზით.     მუხლი 15🔗. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომისია კანდიდატების საბუთების შემოწმების, ტესტირების ან/და გასაუბრების შემდეგ იმსჯელებს და გამოიტანს გადაწყვეტილებას. 2. კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებით, მის მიერ კონკურსის თითოეული საფეხურის გავლისას მიღებული შედეგების გათვალისწინებით.     მუხლი 16🔗. კონკურსის შედეგი 1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა აცნობებს (საჯაროდ გამოაქვეყნებს სამინისტროში საამისოდ გამოყოფილ ადგილას) ყველა კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას. 3. კონკურსის შედეგები უნდა მოხსენდეს დანიშვნაზე უფლებამოსილ პირს კონკურსის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა კონკურსის შედეგები მინისტრს მოხსენდება არა უგვიანეს ორი კვირისა. 4. კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი, კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.     მუხლი 17🔗. ჩაშლილი კონკურსი კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.     თავი IV მოხელეთა ატესტაცია     მუხლი 18🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ატესტაციას ექვემდებარება: ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი; დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს.     მუხლი 19🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი, ხოლო ტერიტორიულ ორგანოებში ატესტაციის დროს – ამ ორგანოს უფროსი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს 14 დღით ადრე მაინც.     მუხლი 20🔗. ატესტაციის ჩატარების წესი 1. ატესტაციის ჩასატარებლად 10 დღით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე, მინისტრის იმ მოადგილის, ხოლო ტერიტორიულ ორგანოებში ატესტაციის დროს – ამ ორგანოს უფროსის მიერ, რომელიც კურირებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. დახასიათება მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებებს. 2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაცია ტარდება სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს. 4. ტერიტორიულ ორგანოში ატესტაციის შემთხვევაში, ატესტაცია ტარდება ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის, სადაც დასაქმებულია კანდიდატი, და კურატორი მინისტრის მოადგილის ზედამხედველობით.  5. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ან/და ტესტირების გზით. ატესტაციის მიზანია დადგინდეს საჯარო მოხელის შესაბამისობა მოცემული თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. ატესტაციისათვის თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს მინისტრი. 6. კომისია ეცნობა მოხელის შესახებ წარმოდგენილ დახასიათებას, ამოწმებს ტესტირების შედეგებს (დადებითი შეფასების მისაღებად მოხელემ უნდა გადალახოს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინადადებით, მინისტრის მიერ დადგენილი ტესტების მინიმალური (აუცილებელი) ზღვარი). 7. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას საჯარო მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად და უსვამს შეკითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.     მუხლი 21🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-4 და მე-15 მუხლებით. 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას მოხელის მიმართ გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას; ბ) ნაწილობრივ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას) და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ატესტაციას; გ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება; დ) უნდა გათავისუფლდებს დაკავებული თანამდებობიდან. 3. კომისია ვალდებულია გამოიტანოს მოტივირებული და დასაბუთებული დასკვნა. დასკვნას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 4. გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა მოხელეს ეცნობება მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება. 5. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 22🔗. დავები ატესტაციასთან და კონკურსთან დაკავშირებით 1. დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან და კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს ბრძანებით განსაზღვრავს მინისტრი.              თავი V საჯარო მოხელეთა რეზერვი     მუხლი 23🔗. საჯარო მოხელეთა რეზერვის მიზანი საჯარო მოხელეთა რეზერვის მიზანს წარმოადგენს: ა) საჯარო მოხელეთა კანდიდატების შერჩევა; ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში საჯარო მოხელისათვის სამსახურის ადგილის გამოძებნა; გ) სამსახურიდან გათავისუფლებული პირებისათვის სამსახურის ახალი ადგილის გამოძებნა.     მუხლი 24🔗. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა რეზერვში ჩარიცხულ საჯარო მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.     მუხლი 25🔗. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი რეზერვში ჩარიცხული პირის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.