“სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისის შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და საბაჟო დეკლარაციევის კლასიფიკატორის" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.008.305
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №219
2006 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №75, მუხ. 671) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ამოღებულ იქნეს ბრძანების მე-2 პუნქტი.
ბ) ბრძანებას დაემატოს 31 და 32 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,31. TIR-კარნეტის წიგნაკით გადაადგილებული ტრანზიტული საქონლის შემოსვლის საბაჟო ორგანოში დეკლარირების დროს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციად ითვლება TIR-კარნეტის წიგნაკი, ხოლო TIR-კარნეტის წიგნაკის არქონის შემთხვევაში სატრანსპორტო ზედდებული, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის დროს აგრეთვე სხვა დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადაზიდვისათვის და/ან შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს.
32. საქართველოს ტერიტორიაზე 30 დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია ითვლება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციად.“.
გ) ამოღებულ იქნეს ინსტრუქცია ,,საბაჟო მონაცემთა ერთიან ელექტრონულ სისტემაში (ASYCUDA) ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა. ალექსიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისის შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და საბაჟო დეკლარაციევის კლასიფიკატორის" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.03.2006.
- როდის იქნა მიღებული “სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისის შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და საბაჟო დეკლარაციევის კლასიფიკატორის" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"?
- “სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისის შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და საბაჟო დეკლარაციევის კლასიფიკატორის" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 17.03.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №219. სარეგისტრაციო კოდი — 200.220.010.22.033.008.305.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისის შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და საბაჟო დეკლარაციევის კლასიფიკატორის" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისის შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და საბაჟო დეკლარაციევის კლასიფიკატორის" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.03.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისის შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და საბაჟო დეკლარაციევის კლასიფიკატორის" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", №219, 17.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.008.305 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63604/