“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ “ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ" დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№192
სარეგისტრაციო კოდი
410.080.000.22.023.008.310
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 30/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.008.310

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №192

2006 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 12.12.05. №144 მუხ. 1602) დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ტრადიციული თევზჭერა – თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების სარეწაო მოპოვება ტრადიციული საშუალებების გამოყენებით, კერძოდ: მოსასმელი ბადით, თევზმახით, პარაშუტისებრი ბადით, ფაცერით (ე.წ. ობობა ბადით), მოსაყრელი ბადით (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი) და იარუსით, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებით დადგენილი კონსტრუქციული და სხვა სახის შეზღუდვების გათვალისწინებით, საქართველოს იმ მოქალაქეების და/ან მოქალაქეთა გაერთიანებების მიერ, რომლებიც სარეწაო უბნებთან არიან დასახლებული და მისდევენ თევზმომპოვებელ საქმიანობას. ტრადიციული თევზჭერა დასაშვებია ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით ნიჩბიანი და მოტორიანი ნავებით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი