ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, მიხა ხელაშვილის ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ჩიხისთვის, ზურგოვანის ტერიტორიაზე მდებარე ასი ათასი მოწამის ქუჩისთვის და მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისთვის საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 20.12.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №694
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016940
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქუჩისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების დავით კობახიძისა და ნოდარ სიგუას სახელების მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის ხელოვნებათმცოდნე ნადია შალუტაშვილის და მთამსვლელის, გეოგრაფ მარინე უთმელიძის სახელების მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ზურაბ პატარიძის ქუჩისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის ქედის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იუნკერის ირაკლი თოიძის სახელის მინიჭების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული N1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, მიხა ხელაშვილის ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ჩიხისთვის, ზურგოვანის ტერიტორიაზე მდებარე ასი ათასი მოწამის ქუჩისთვის და მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისთვის საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №694
2024 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, მიხა ხელაშვილის ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ჩიხისთვის, ზურგოვანის ტერიტორიაზე მდებარე ასი ათასი მოწამის ქუჩისთვის და მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისთვის საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის - “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. საბურთალოს რაიონში, მიხა ხელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, ზურგოვანის ტერიტორიაზე არსებულ ასი ათასი მოწამის ქუჩას და მასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. საბურთალოს რაიონში, მიხა ხელაშვილის ქუჩას მიენიჭოს მიხა ხელაშვილის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. საბურთალოს რაიონში, პირველ პუნქტში აღნიშნულ უსახელო ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს მიხა ხელაშვილის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
5. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე