ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩებისთვის ქართველი სამხედრო მფრინავის იზანი ცერცვაძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 20.12.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №700
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016946
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების II ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი უსახელო მონაკვეთისთვის მიხეილ გრიგორაშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ზურაბ კვანტრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი აბაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ლევან ჩოხელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ლევან ჩოხელის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გოგიტა კიკნაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I ქუჩის მონაკვეთისთვის მფრინავის რუსუდან ჟორდანიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩებისთვის ქართველი სამხედრო მფრინავის იზანი ცერცვაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №700
2024 წლი 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩებისთვის ქართველი სამხედრო მფრინავის იზანი ცერცვაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩებს მიენიჭოს ქართველი სამხედრო მფრინავის იზანი ცერცვაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე