ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტამახმელაში, გიორგი კვინიტაძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის გიორგი კვინიტაძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№703
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016949
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №703

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტამახმელაში, გიორგი კვინიტაძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის გიორგი კვინიტაძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
 საქართველოს ორგანული კანონის - “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.   მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, გიორგი კვინიტაძის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს გიორგი კვინიტაძის I ჩიხის  სახელი,  თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე      გიორგი ტყემალაძე