ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ზურაბ ბეგიაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ექიმის ზურაბ ბეგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 20.12.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №705
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016951
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2024
174 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი აბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის მხატვარ ირინა შტენბერგის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 24.05.2019 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, მარინა ჭყონია-სამარგულიანის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, ილია ბაბუციძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 09.09.2022 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, პეტრე და იოსებ ოცხელების ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის შმაგი ხაიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 25.08.2023 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ალექსანდრე სუვოროვის ქუჩისთვის და ლამისყანის ქუჩის მონაკვეთისთვის საზოგადო მოღვაწეების ნიკოლოზ და გიორგი ხიმშიაშვილების სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 21.02.2023 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თენგიზ შეშელიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, ანზორ გელდიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 09.09.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ზურაბ ბეგიაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ექიმის ზურაბ ბეგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №705 2024 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი  ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ზურაბ ბეგიაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ექიმის ზურაბ ბეგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის - “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1.   ისნის რაიონში, ზურაბ ბეგიაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ექიმის ზურაბ ბეგიაშვილის  სახელი,  თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე    გიორგი ტყემალაძე