ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ფერმწერთა ქუჩასთან არსებული ჩიხებისა და შესახვევის სახელების დაზუსტების შესახებ
მიღების თარიღი 20.12.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №710
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016956
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, თამუნა დოლიძის ქუჩისთვის რეხის სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თანიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №583 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა აბზიანიძის სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკრამულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის ხელბურთელის იმედო ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ფერმწერთა ქუჩასთან არსებული ჩიხებისა და შესახვევის სახელების დაზუსტების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №710
2024 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ფერმწერთა ქუჩასთან არსებული ჩიხებისა და შესახვევის სახელების დაზუსტების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის - “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ვაკის რაიონში, ფერმწერთა II ჩიხს მიენიჭოს ფერმწერთა I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ვაკის რაიონში, ფერმწერთა შესახვევს მიენიჭოს ფერმწერთა II ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. ვაკის რაიონში, ფერმწერთა I ჩიხს მიენიჭოს ფერმწერთა III ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
5. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე