“საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს 18 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№111
სარეგისტრაციო კოდი
480.070.000.22.030.008.314
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 30/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.070.000.22.030.008.314

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №111

2006 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის    18 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის №19 ბრძანებაში (სსმ III, 26.01.2006 წ., №10, მუხლი 114) შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრებს აუნაზღაურდებათ:

ა) მგზავრობის ღირებულება ,,ეკონომკლასის“ სამგზავრო ბილეთებზე დადგენილი ტარიფების მიხედვით;

ბ) ტვირთის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე 80 კგ-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 240 კგ-ისა, ხოლო ტვირთის კონტეინერით გადაზიდვისას აუნაზღაურდებათ მხოლოდ ის ხარჯები, რაც ჯდება თვითმფრინავით პირისათვის განკუთვნილი ბარგის წონის გადმოტანის ღირებულება.“.

2. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრებს, ყოველწლიურად ანაზღაურებად შვებულებასთან დაკავშირებით, აუნაზღაურდებათ ამ ბრძანების საფუძველზე (დანართი №1) საბოლოო პერსონალური განაკვეთით კუთვნილი ერთი თვის თანხა და ,,ეკონომ კლასის“ სამგზავრო ბილეთების ღირებულება (ორივე მიმართულებით), როგორც სამშობლოში, ისე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სამშობლოში დაბრუნებისა და გამგზავრების სატრანსპორტო ხარჯებს.“.

3. ბრძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2004 წლის 29 დეკემბრის №174 ბრძანება.“.

4.    ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

,,7. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა დაევალოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს.

8. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.“.

5. ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №1-ში ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმების გაანგარიშების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.

1. გაეროს რეგულირების კოეფიციენტების ადაპტირების მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს ცალკეული დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსებისათვის გამოიყენება კორექტირების შემდეგი წესები:

ა) K=K1+0.22

ა.ა) საელჩო აშშ-ში;

ა.ბ) მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში;

ბ) K=K1-0.4

_ დსთ-ის ქვეყნები.

2. K=K1+0.15

_ საელჩო დიდ ბრიტანეთში.

3. K=K1-0.2

ა) საელჩო ბულგარეთში;

ბ) საელჩო ეგვიპტეში;

გ) საელჩო ირანში;

დ) საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.

4. K=K1-0.25

_ საელჩო რუსეთის ფედერაციაში

5. სადაც K1 არის გაეროს დაფინანსების სისტემის რეგულირების შესაბამისი კოეფიციენტი.“.

6. ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №3-ში ,,ადგილსამყოფელი ქვეყნის მაკორექტირებელი კოეფიციენტი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

დანართი №3

ადგილსამყოფელი ქვეყნის მაკორექტირებელი კოეფიციენტი

.N

დაწესებულების დასახელება

ადგილსამყოფელი ქვეყნის მაკორექტირებელი  კოეფიციენტი

საცხოვრებელი ფართის კოეფიციენტი %-ში

1

2

3

4

1

საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

1.439

19

2

საელჩო აზერბაიჯანში

1.031

24

3

საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში                                                                                                

1.628

26

4

საელჩო ბენილუქსის ქვეყნებში

1.407

17

5

საელჩო ბულგარეთში

1.047

12

6

საელჩო გერმანიაში

1.430

26

7

საელჩო დანიის სამეფოში

1.563

26

8

საელჩო დიდ ბრიტანეთში

1.703

24

9

საელჩო ეგვიპტეში

1.069

21

10

საელჩო თურქეთში

1.328

19

11

საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთში

1.146

11

12

საელჩო ირანში

1.164

28

13

საელჩო ისრაელში

1.318

20

14

საელჩო იაპონიაში

1.921

28

15

საელჩო იტალიაში

1.449

22

16

საელჩო იორდანიის სამეფოში

1.062

16

17

საელჩო კანადაში

1.517

23

18

საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში

1.357

20

19

საელჩო ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში

1.289

19

20

საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში

1.346

21

21

საელჩო რუსეთის ფედერაციაში

1.326

28

22

საელჩო რუმინეთში

1.330

21

23

საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

1.355

19

24

საელჩო საფრანგეთსა და იუნესკოში

1.477

23

25

საელჩო სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპ.-ში

1.259

23

26

საელჩო სომხეთში

0.906

20

27

საელჩო უზბეკეთში

0.867

22

28

საელჩო უნგრეთის რესპუბლიკაში

1.396

23

29

საელჩო უკრაინაში

1.031

24

30

საელჩო ყაზახეთში

0.918

17

31

საელჩო შვეიცარიაში

1.620

26

32

საელჩო შვედეთის სამეფოში

1.430

26

33

საელჩო ესპანეთის სამეფოში

1.409

24

34

საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

1.446

26

35

საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში

1.262

22

36

მუდ. წარმომადგენლობა გაეროსთან

1.863

29

37

მუდ. წარმომადგენლობა ევროსაბჭოსთან

1.477

19

38

მუდ. წარმომადგენლობა წმ. საყდართან

1.449

22

39

მუდ. წარმომადგენლობა ნატოსთან

1.407

17

40

გენ. საკონსულო ქ. ოდესაში

1.031

24

41

გენ. საკონსულო ქ. სტამბოლში

1.328

19

42

გენ. საკონსულო ქ. ტრაპიზონში

1.328

19