“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანებით დამტკიცებულ “კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის და დაკისრების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№87
სარეგისტრაციო კოდი
220.010.040.18.011.008.396
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 04/04/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.18.011.008.396

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

 ბრძანება №87

2006 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ (სსმ III, №150, 29.12.03 წ., მუხ. 1239) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.

 4. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი ბანკისათვის გაცნობისთანავე.“.

2. მე-2 მუხლის 81 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „ა) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

 – 30 დღემდე დაგვიანებისათვის 100 (ასი) ლარის ოდენობით;

 – 30 და მეტი დღით დაგვიანებისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით;“;

ბ) „ბ) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თი-თოეულ ფაქტზე;“;

გ) „ე) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

– 30 დღემდე დაგვიანებისთვის 100 (ასი) ლარის ოდენობით;

– 30 და მეტი დღით დაგვიანებისთვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით;“;

დ) „ვ) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან ბანკის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გოცირიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანებით დამტკიცებულ “კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის და დაკისრების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.03.2006.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანებით დამტკიცებულ “კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის და დაკისრების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ"?
“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანებით დამტკიცებულ “კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის და დაკისრების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ" მიღებულია 28.03.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №87. სარეგისტრაციო კოდი — 220.010.040.18.011.008.396.
რამდენი მუხლისგან შედგება “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანებით დამტკიცებულ “კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის და დაკისრების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ"?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანებით დამტკიცებულ “კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის და დაკისრების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანებით დამტკიცებულ “კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის და დაკისრების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანებით დამტკიცებულ “კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის და დაკისრების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ", №87, 28.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.18.011.008.396 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63706/