📋

„2025 წლისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 31.12.2024
მოქმედების პერიოდი 31.12.2024 — 16.01.2026
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
31.12.2024
16.01.2026
„2025 წლისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2024 წლის 27 დეკემბერი სოფ. წეროვანი „2025 წლისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, 164-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მეორე პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 „2025 წლისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვროს და საშტატო ნუსხა დამტკიცდეს დანართის შესაბამისად.  /თან ერთვის/ მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის №1 დადგენილება (ვებგვერდი, 16.01.2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.150.016193) „2024 წლისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი  დანართი 2025 წლისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა თანამდებობის დასახელება საკრებულო თანამდებობის დასახელება კოეფიციენტი შტატი სარგო საკრებულოს თავმჯდომარე 1 4750 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 1 3300 კომისიის თავმჯდომარე 4 2700 ფრაქციის თავმჯდომარე 4 2700 საკრებულოს აპარატი თანამდებობის დასახელება კოეფიციენტი შტატი სარგო აპარატის სამსახურის უფროსი – I რანგი  – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1.7 1 2482 განყოფილების უფროსი – II რანგი – მეორადი სტურქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1.2 2 1752 მთავარი სპეციალისტი – III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 0.9 2 1314 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომელი მძღოლი – 1 – 1168