📋

სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 30.12.2024
მოქმედების პერიოდი 30.12.2024 — 27.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №467
კონსოლიდირებული ვერსიები (5)
30.12.2024
27.05.2025
13.10.2025
21.11.2025
04.12.2025
სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №467 2024 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. პროგრამის კომპონენტები პროგრამის კომპონენტებია: ა) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: ა.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები; ა.ბ) აღჭურვა; ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის ხელშეწყობა; გ) ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების: გ.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები; გ.ბ) აღჭურვა; დ) პროგრამის ადმინისტრირება; ე) მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების: ე.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები; ე.ბ) აღჭურვა; ვ) სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ ფუნქციონირებისათვის: ვ.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები; ვ.ბ) აღჭურვა; ზ) შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ პროექტირება/მშენებლობა. მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია  ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელება  1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი: 27 04) პროგრამით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. პროგრამის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი  პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 60 000.0 ათასი ლარით: პროგრამის კომპონენტები ღირებულება (ათასი ლარი) 1 სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: 6,000.0 1.1 საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები 4,500.0 1.2 აღჭურვა  1,500.0 2 სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“  ფუნქციონირების უწყვეტობის ხელშეწყობა 1,000.0 3 ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების: 22,000.0 3.1.საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები 5,000.0 3.2 აღჭურვა 17,000.0 4 პროგრამის ადმინისტრირება 500.0 5 მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების: 6,500.0 5.1.საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები 6,000.0 5.2.აღჭურვა 500.0 6 სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ ფუნქციონირებისათვის: 4,000.0 6.1.საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები 1,200.0 6.2.აღჭურვა 2,800.0 7 შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ პროექტირება/მშენებლობა. 20,000.0 სულ:  60,000.0