„ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ცივ-გომბორის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №469 |
|
2024 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ცივ-გომბორის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017703) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ცივ-გომბორის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „გურიის ეროვნულო პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“. 2. დადგენილების პირველი მუხლის „პ“, „ქ“ და „შ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი: „ხ) ტექნიკური რეგლამენტი – გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 31).“. 4. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 31:
„დანართი 31
ტექნიკური რეგლამენტი – გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
„გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (შემდგომში − დროებითი რეგულირების წესი) წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება გურიის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს გურიის ეროვნული პარკის დაშვებული საქმიანობით განსაზღვრულ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს. მუხლი 2. დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო
დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს გურიის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს. მუხლი 3. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; ბ) გურიის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, ეროვნული პარკის ინტერესებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საქმიანობისა და ტურიზმის სფეროში შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა. 2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით, საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; დ) გურიის ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსა (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და აღნიშნული რესურსით რაციონალური სარგებლობა; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. მუხლი 4. გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
1. გურიის ეროვნული პარკი მდებარეობს ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში. 2. გურიის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით – 15 310 ჰექტარი. მუხლი 5. გურიის ეროვნული პარკის ზონირება
გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები: ა) ბუნების მართვადი დაცვის ზონა; ბ) ტრადიციული გამოყენების ზონა. მუხლი 6. გურიის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები 1. გურიის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 414 ჰა-ს და მოიცავს ტერიტორიას შემდეგი გეოგრაფიული კოორდინატებით:
2. ბუნების მართვადი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა; ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა; გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვისა და მონიტორინგისა; დ) დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა; ე) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა; ვ) საგანმანათლებლო საქმიანობისა; ზ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ამ წესით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილებისა, სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა; თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა; ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა; კ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილებისა; ლ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა; მ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა; ნ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და სარგებლობისა; ო) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა); პ) ხანძრებისგან და მავნებელი დაავადებებისაგან დაცვის მიზნით, ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდისა და გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრისა და გატანისა; ჟ) ხანძრებისა და მავნებელი დაავადებებისაგან დაცვის მიზნით გამოტანილი ხე-ტყით მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის, სოციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში, დაკმაყოფილებისა; რ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული სასაზღვრო პოლიციური ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობისა. მუხლი 7. გურიის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა 1. გურიის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 14 896 ჰა-ს და მოიცავს გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დროებითი რეგულირების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით. 2. გურიის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა; ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვისა, მოვლისა და აღდგენისა; გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვისა და მონიტორინგისა; დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა; დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა; ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა; ვ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ამ წესით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილებისა, სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა; ზ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა; თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა; ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილებისა; კ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა; ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 15 მ3-მდე საშეშე მერქანი), თიბვისა/ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა; მ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მიწისქვეშა წყლებით სარგებლობისა; ნ) საფუტკრეების მოწყობისა; ო) ტრადიციულ საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებისა და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობისა; პ) გადასარეკი ტრასების მოწყობისა, მცირე ინფრასტრუქტურით (დასარწყულებელი, დასასვენებელი) და სხვა; ჟ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა; რ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მისით სარგებლობისა, მათ შორის: რ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობისა (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.დ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ე) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ზ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.თ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); შენიშვნა: „რ.ა“ – „რ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს; ს) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა); ტ) „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; უ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.“. |
ა) „ტექნიკური რეგლამენტი – ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 15);
ბ) „ტექნიკური რეგლამენტი – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 22);
გ) „ტექნიკური რეგლამენტი – პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 25).
|