პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) სტაციონარულ დეტოქსიკაციას და პირველად რეაბილიტაციას, მ.შ კვებით უზრუნველყოფას, ოპიოიდების, სტიმულატორების და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს (დანართი №9.1 – ის შესაბამისად);
ბ) ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებას და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფას ქ. თბილისსა და რეგიონებში; მათ შორის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფას;
გ) №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფას; ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დროებით საიზოლაციო/საკარანტინო სივრცეში (ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის №11) ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებასა და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფას;
დ) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას;
ე) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირებას, შენახვას და გაცემას (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებებისათვის);
ვ) ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარულ მომსახურებას, მ.შ კვებით უზრუნველყოფას, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, დანართი №9.2-ის შესაბამისა