წვევამდელის ჯანმრთელობის მდგომარეობის, „შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის“ და „შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისათვის“ დადგენის შემთხვევაში, შეწყდეს წვევამდელის სამედიცინო კვლევა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ გამოიცეს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა.
დანართი №20.1
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა ამბულატორიული შემოწმება
1. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის წევრების სამუშაოების (მათ შორის, შესრულებული) ანაზღაურება.
2. დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების უზრუნველყოფა.
3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს შესამოწმებელ პირს უტარდება:
ა) ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის, დერმატოვენეროლოგის, ფსიქიატრის, ნევროპათოლოგის, სტომატოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
ბ) გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევა;
გ) სისხლის ანალიზი (ედს, ჰემოგლობინის, ლეიკოციტების განსაზღვრა);
დ) სისხლის გამოკვლევა (ჯგუფსა და რეზუს ფაქტორზე, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე, B ჰეპატიტის ვირუსზე, C ჰეპატიტის ვირუსზე, ათაშანგზე);
ე) შარდის საერთო ანალიზი (ხვედრითი წონა, PH, ცილა, გლუკოზა);
ვ) სიმაღლისა და სხეულის მასის გაზომვა (საჭიროების შემთხვევაში, კისრის, მუცლის, თეძოს გარშემოწერილობისა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ანთროპომეტრიული გამოკვლევები).
განმარტება: მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება ამბულატორიული გამოკვლევის მოცულობა ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდა