“საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოეის ცენტრი"-ს დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 03.04.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №234
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.008.406
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46, 05/04/2006
matsne.gov.ge 1,356 სიტყვა · ~7 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოეის ცენტრი"-ს დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:15.75pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:60.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-30.0pt; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.008.406 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №234 2006 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №641 ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №641 ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად. ცენტრი არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. 2. ცენტრს აქვს დასრულებული ბალანსი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, ემბლემა, სიმბოლიკა, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშები ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები. 3. ცენტრი, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, თავისი სახელით დებს გარიგებებს (ხელშეკრულებებს), კისრულობს ვალდებულებებს, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 4. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 5. ცენტრის იურიდიული მისამართია: წყალტუბოს რაიონი, სოფ. გეგუთი.     მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები და ამოცანები ცენტრის მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით მიღწევებზე დაფუძნებული ქმედებების განხორციელების გზით საქართველოში იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი თევზის სახეობათა პოპულაციის შენარჩუნებასა და გამრავლებაზე ორიენტირებული სახელმწიფო, საერთაშორისო და კერძო პროექტების მომზადება და განხორციელება.     მუხლი 3🔗. ცენტრის საქმიანობის სფერო ცენტრის საქმიანობის სფეროა იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი თევზის სახეობათა კომპლექსური შესწავლა, აღწარმოების ღონისძიებების დასახვა და განხორციელება, რისთვისაც ცენტრი: ა) აწარმოებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს; ბ) შეიმუშავებს და სრულყოფს მოქმედ მეთოდიკებსა და ტექნოლოგიებს; გ) ახორციელებს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი თევზის სახეობების ხელოვნურ აღწარმოებას და მიღებული ლიფსიტების 20%-ის ბუნებაში გაშვებას; დ) აწარმოებს თევზის სხვა სახეობათა გამოზრდას; ე) აწარმოებს ცენტრში შესრულებული ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების და ნაშრომების გამოცემას; ვ) ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ზ) ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად თანამშრომლობს სხვადასხვა საწარმოო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან (მათ შორის, უცხოურ და საერთაშორისო).     მუხლი 4🔗. ცენტრის უფლებამოსილებანი თავისი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ცენტრს უფლება აქვს: ა) მოამზადოს და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად სამუშაო პროგრამები სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად; ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით დადოს ხელშეკრულებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით იკისროს ვალდებულებები; გ) დაამყაროს საქმიანი კონტაქტები საქართველოსა და უცხო ქვეყნების იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; დ) მიავლინოს თანამშრომლები და მიიღოს უცხოელი სპეციალისტები; ე) შეადგინოს წლიური საბიუჯეტო ხარჯთა ნუსხა; ვ) შეიმუშაოს და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად პროგრამები თევზის, სხვა ჰიდრობიონტების მარაგის დაცვის, აღწარმოების და რეგულირების სფეროში; ზ) შეისწავლოს და საკუთარი დასკვნა წარუდგინოს სამინისტროს თევზსაშენ-სააკლიმატიზაციო ღონისძიებების ეფექტურობის შესახებ; თ) განაზოგადოს და სამინისტროს წარუდგინოს ანალიზი იქთიოლოგიურ და თევზდაცვით საკითხებთან დაკავშირებით; ი) სამინისტროსთან შეთანხმებით აწარმოოს იქთიოლოგიური კვლევები და თევზმოშენებითი საქმიანობა; კ) განახორციელოს საწარმოო და საცდელ-საწარმოო თევზმოშენების და სააკლიმატიზაციო სამუშაოები; ლ) შეიმუშაოს მეთოდური მასალები თევზმოშენების, აკლიმატიზაციის, ხელოვნური აღწარმოების სფეროში; მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა ქმედებები.     მუხლი 5🔗. ცენტრის მმართველობა 1. ცენტრს ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 2. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. 3. ცენტრის დირექტორი: ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობს ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებით, აფორმებს ხელშეკრულებებს, სამუშაოდ იღებს და სამუშაოდან ათავისუფლებს ცენტრის მუშაკებს, წყვეტს მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს; ბ) მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებსა და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან საქმიან ურთიერთობებში; გ) ხსნის ცენტრის ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშებს საბანკო-საფინანსო დაწესებულებებში; დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით უდგენს მას ანგარიშებს ცენტრის საქმიანობის შესახებ; ე) ამტკიცებს ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი და სამეურნეო-საქმიანობათა გეგმებს და მათი შესრულების ანგარიშებს წარუდგენს სამინისტროს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 4. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ცენტრის საქმიანობას წარმართავს დირექტორის მოადგილე.     მუხლი 6🔗. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. ცენტრი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით ახორციელებს შემდეგ ქმედებებს: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქონების გასხვისებისა და დატვირთვისათვის აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 7🔗. ცენტრის ქონება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ცენტრს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომელიც აისახება მის დამოუკიდებელ ბალანსში. 3. ცენტრის ქონება შეიძლება გაიზარდოს მიღებული შემოსავლების და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროების ხარჯზე.     მუხლი 8🔗. ცენტრის საფინანსო საქმიანობა 1. ცენტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. 2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. 3. ცენტრის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ცენტრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 9🔗. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობაზე, ეფექტურობაზე და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობასა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლება აქვს ცენტრისაგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის გადაწყვეტილება, მათ შორის, მიზანშეუწონლობის მოტივით.     მუხლი 10🔗. ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 11🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.